ბრძანება N 13965

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.06.2026
№ დოკუმენტი 13965
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13965

25 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----- ----- (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )

2026 წლის 17 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 ივნისის სხდომაზე (ოქმი N 55) განიხილა ი/მ ----- ----- (ს/ნ ----- ) 2026 წლის 17 ივნისის N 102922/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მაისის N 062-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების განსაზღვრას. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეისწავლა გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი ყველა მტკიცებულება, კერძოდ, გადამხდელმა წარადგინა 2023 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით ჩატარებული ინვენტარიზაციის ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღისთვის გადამხდელს უფიქსირდება 20 068 ლარის ოდენობის საქონელი (დღგ-ის ჩათვლით). შესაბამისად, მიაჩნია, რომ აღნიშნული საქონლის კუთვნილი დღგ-ის თანხით, კერძოდ, 3 061 ლარით, უნდა გაიზარდოს დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 12 თებერვლის N 2997 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. ი/მ ----- ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 12 თებერვლის N 2997 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 15 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, ჯამში 11 156 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 19 მაისის N 062-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა. გადასახადის გადამხდელმა უზრუნველყო შეძენილ საქონელზე საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების გამოწერა 2023 წლის 30 აგვისტოდან 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით საანგარიშო პერიოდებზე. აღნიშნულ პერიოდებზე ჯამში გამოწერილია 73 131 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით) საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა. შესაბამისად, შემოწმების მიერ 11 156 ლარი გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში. შედეგად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ის თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა გადაანგარიშების ეტაპზე უზრუნველყო შეძენილ საქონელზე საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების გამოწერა 2023 წლის 30 აგვისტოდან 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით საანგარიშო პერიოდებზე. აღნიშნულ პერიოდებზე ჯამში გამოწერილია 73 131 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით) საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა. შესაბამისად, შემოწმების მიერ 11 156 ლარი გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ----- ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივანის მიერ წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, მიეცა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხა . აღნიშნული ცვლილებები აისახა კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);.