ბრძანება N 15964
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15964
15 ივლისი 2025
ბრძანება
ი/მ "-------" (ს/ნ "-------" )
(მის.: "-------" )
2025 წლის 20 და 23 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") 2025 წლის 20 ივნისის №25345/2/2025 და 23 ივნისის №96412/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 მაისის №053-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტს არ ახლავს არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება, თუ რის საფუძველზე გაანგარიშდა შემოსავლები, მათ შორის მოსავლიანობა, გამოყენებული მიწის ფართობი, საქონლის სარეალიზაციო ფასი. ამასთან, შემოწმების მონაცემები ბევრად მეტია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობის სტატისტიკურ მონაცემებზე. გადამხდელი აღნიშნავს, რომ ნაწარმოები აქვს აღრიცხვა და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა წარდგენილი აქვს შემოწმების დროს, რისი გათვალისწინებაც არ მოხდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შემოწმების პროცესში ასევე არ გაითვალისწინეს ის ფაქტები, რომ "-------"-ის რეგიონში გავრცელებული იყო დაავადებები, რაც დასტურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილით. გადამხდელი ასევე მიუთითებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე, რომლის თანახმად, სიმინდის მოსავლიანობა "-------"-ის რეგიონში ერთ ჰექტარზე შეადგენდა 2020 წელს 3.7 ტონას, 2021 წელს 3.9 ტონას, 2022 წელს 3.2 ტონას, ხოლო 2022 წლის წინასწარი მონაცემებით საქართველოში ერთ ჰექტარზე შეადგენდა 2020 წელს 3.1 ტონას, 2021 წელს 3.0 ტონას, 2022 წელს 2.1 ტონას. გადამხდელი მიუთითებს, რომ წინა საჩივარზე თანდართული დოკუმენტები კერძოდ, "-------"-ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებულ ფორმები, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას "-------"-ის მიერ საკუთარ ნაკვეთებში მოყვანილი სიმინდის მოცულობების შესახებ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გათვალისწინებულია მიმდინარე გადაანგარიშებით. ხოლო, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს N58174/09/23 დასკვნასთან დაკავშირებით (რომლის მიხედვითაც ერთი კილოგრამი სიმინდის საბაზრო ღირებულება შეადგენს 50 თეთრს), გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვა მიმდინარე გადაანგარიშების დროს არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად, ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნის გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 მარტის №5077 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის ივლისის №053-10 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 3 და 27 თებერვლის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლა/გამოკვლევის მიზნით, კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობასთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 მარტის №5077 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 6 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 324 893 ლარით, მათ შორის, გადასახადი 216 877 ლარით და ჯარიმა 108 016 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 22 მაისის №053-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად 2025 წელი 8 აპრილი "-------" წერლის თანახმად "-------"-ის მუნიციპალიტეტისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") მიერ დავების განხილვის საბჭოზე წარმოდგენილი ცნობების ავთენტურობასთან დაკავშირებით. მიღებული პასუხის ანალიზით დგინდება, რომ "-------"-ის მუნიციპალიტეტის მერია არ უარყოფს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცნობების ავთენტურობას. შედეგად, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცნობები და დაკორექტირდა ერთ ჰექტარ მიწაზე მოყვანილი სიმინდის ოდენობები, რომლის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად დაკორექტირდა (შემცირდა) ი/მ "-------"-ზე (ს/ნ "-------") საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ, "-------"-ის მუნიციპალიტეტისგან გამოთხოვილი ინფორმაციის/მიღებული პასუხის ანალიზით დგინდება, რომ "-------"-ის მუნიციპალიტეტის მერია არ უარყოფს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცნობების ავთენტურობას. შედეგად, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცნობები და დაკორექტირდა ერთ ჰექტარ მიწაზე მოყვანილი სიმინდის ოდენობები და შემცირდა საგადასახადო შემოწოდების აქტით დარიცხული თანხები.
რაც შეეხება, სიმინდის საბაზრო ღირებულების განსაზღვრისთვის შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნის გათვალისწინების მოთხოვნას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც 2025 წლის 20 მარტის №5077 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 მარტის №5077 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის ივლისის №053-10 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 3 და 27 თებერვლის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, მომჩივანის მიერ დავების განხილვის საბჭოზე წარმოდგენილი ცნობების ავთენტურობასთან დაკავშირებით. მიღებული პასუხის ანალიზით დგინდება, რომ მუნიციპალიტეტის მერია არ უარყოფს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცნობების ავთენტურობას. შედეგად, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცნობები და დაკორექტირდა ერთ ჰექტარ მიწაზე მოყვანილი სიმინდის ოდენობები, რომლის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად დაკორექტირდა მომჩივანის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).