ბრძანება N 8408
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8408
18.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,-------“-ის (ს/ნ -------)
(მის: -------, -------)
2023 წლის 21 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 მარტის სხდომაზე (ოქმი N33) განიხილა შპს ,,-------“-ის (ს/ნ -------) N79821/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 მარტის NCB1450466 და NCB1450467 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ------- რაიონის სოფელ ------- შპს ,,-------“-ის (ს/ნ -------) საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებები (სახელმწიფო ნომერი ------- მძღოლი ------- (პ/ნ -------) და სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი ------- მძღოლი ------- (პ/ნ -------)) გადაადგილდებოდნენ დატვირთული -------ის მიმართულებით. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაწერილ ზედნადებებში ტრანსპორტირების დაწყების ადგილი არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად დაწყებულ და სასაქონლო ზედნადებში მითითებულ ადგილს.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს და აცხადებს, რომ ორივე შემთხვევაში ტრანსპორტირებულ საქონელზე (-------) გამოწერილი იყო სასაქონლო ზედნადებები N-------, N-------, თუმცა მათში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა და ტრანსპორტირების დაწყების ადგილი ------- მუნიციპალიტეტი N------- ლიცენზიის ------- ნაცვლად მითითებული იყო -------, რის გამოც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შედგენილ იქნა სადავო ოქმები და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 500 და 5000 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და აცხადებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა არ უნდა ჩაითვალოს განმეორებითად ჩადენილად, რადგან სამართალდარღვევა ჩადენილია ერთსა და იმავე დღეს. ამასთან, აღნიშნულმა შეცდომამ სსკ-ის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არსებითი გავლენა არ იქონია შედეგზე.
გადასახადის გადამხდელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სასაქონლო ზედნადებებში დაშვებული ტექნიკური შეცდომა იმავე დღეს გამოასწორა და დააკორექტირა მისამართი, ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და სადავო ოქმების შემდგენი ოფიცრების მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, 2023 წლის 20 მარტს, 17:55 საათზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ------- მუნიციპალიტეტის სოფ. ------- გადამოწმებული იქნა ავტომანქანა სახ. ნომრით -------. გადამოწმებისას დადგინდა, რომ შპს ,,-------“ (ს/ნ -------) 18 მ3 ------- ტრანსპორტირებას ახდენდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შპს ,,-------“-ის (ს/ნ -------) მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილ იქნა NCB1450466 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 500 ლარით.
ამასთან, ოქმის შედგენის პროცესში შპს ,,-------“-ის (ს/ნ -------) მიერ 18:53 საათზე ავტომანქანაზე სახ. ნომრით ------- გამოიწერა N ------- სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტირების დაწყების ადგილია ------- მუნიციპალიტეტი, N ------- ლიცენზიის -------, დასრულების ადგილი- -------, -------. როგორც შპს ,,-------“-ს (ს/ნ -------) მიერ წარმოდგენილ საჩივარშია აღნიშნული, ავტომანქანაზე სახ. ნომრით ------- გამოწერილი იყო №------- სასაქონლო ზედნადები. №------- ზედნადები გამოწერილია 20 მარტს 15:40 საათზე, სადაც ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებულია -------, რომელიც ტერიტორიულად მნიშვნელოვნად დაშორებულია სასაქონლო ზედნადების გადამოწმების ადგილთან ------- სოფ. -------.
ასევე, 2023 წლის 20 მარტს, 17:58 საათზე, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ------- მუნიციპალიტეტის სოფ. ------- გადამოწმებული იქნა ავტომანქანა სახ. ნომრით -------, გადამოწმებისას დადგინდა, რომ შპს ,,-------“ (ს/ნ -------) 20მ3 ------- ტრანსპორტირებას ახდენდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შპს ,,-------“-ის (ს/ნ -------) მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილ იქნა NCB1450467 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 5000 ლარით.
აღნიშნული ოქმის შედგენის პროცესში შპს ,,-------“-ის (ს/ნ -------) მიერ 18:34 საათზე დაკორექტირდა ავტომანქანაზე სახ. ნომრით ------- 15:52 საათზე გამოწერილი N ------- სასაქონლო ზედნადები, რომლშიც ტრანსპორტირების დაწყების ადგილი ------- შეიცვალა ------- მუნიციპალიტეტი N ------- ლიცენზიის -------.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ განმეორებით სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსის 281-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ პირმა ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმებში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს და ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებული იქნა ავტომანქანა, რომლითაც შპს 18 მ3 ბალასტის ტრანსპორტირებას ახდენდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. როგორც წარმოდგენილ საჩივარშია აღნიშნული, ავტომანქანაზე გამოწერილი იყო სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებული მისამართი ტერიტორიულად მნიშვნელოვნად დაშორებულია სასაქონლო ზედნადების გადამოწმების ადგილთან. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე, გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 500 ლარით.
იმავე დღეს, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებული იქნა მეორე ავტომანქანა, რომლითაც იგივე შპს 20მ3 ბალასტის ტრანსპორტირებას ახდენდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე, გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 5000 ლარით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმებში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(4); 286 (1-2); 269(7-8);
ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანება 72