ბრძანება N 7030

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.04.2023
№ დოკუმენტი 7030
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7030

03.04.2023

შპს “----------------“ (ს/ნ ---------)

(მის.: --------------)

2023 წლის 13 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 მარტის სხდომაზე (ოქმი №28) განიხილა შპს „--------------“ (ს/ნ ---------) №26371/21 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 24 იანვარს, შემოსავლების სამსახურში შეიტანა განცხადება, რომლის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის გამო შეზღუდული ჰქონდათ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურისა და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა/დადასტურების უფლება და ითხოვა, განხილულიყო კომპანიისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საკითხი და ასევე, ზემოაღნიშნული შეზღუდვების მოხსნა.

აღნიშნულ განცხადებაზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პასუხი მიიღეს 2023 წლის 6 თებერვალს, რითაც უარი ეთქვათ განცხადებაში დასმული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანია ამჟამად იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში და

ზემოაღნიშნული შეზღუდვები აფერხებს რეაბილიტაციის რეჟიმის სრულყოფილად წარმართვას. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეეძლოს ფუნქციონირება და ამ გზით ფინანსური პრობლემების მოგვარება.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, შპს „-------------“ (ს/ნ ---------) 2022 წლის 10 ოქტომბერს და 2023 წლის 24 იანვარს განცხადებების საფუძველზე მოითხოვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. ზოგადი წარმოდგენის შექმნის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა შპს „------------“ (ს/ნ ---------) შესახებ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, რის შემდგომ განხორციელდა სატელოფონო კომუნიკაცია წარმომადგენელთან (ბუღალტერი) გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე. ზემოაღნიშნული მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ შპს „--------------“ (ს/ნ---------) რეგისტრირებულია 2006 წლის 4 ივნისიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად კი 2007 წლის პირველი აპრილიდან. 2022 წლის 5 აგვისტოდან გადამხდელი იმყოფებოდა გაკოტრების რეჟიმში, ამჟამად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საქმისწარმოება. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება

656458 ლარის ოდენობით აღიარებული დავალიანება; შპს „------------“ (ს/ნ ---------) ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს -----------; კომპანია აწარმოებს დაქირავებულ პირთა რეესტრს, სადაც ასახულია ორი პირი: ----------- (პ/ნ -----------) და ----------- (პ/ნ -----------). ახსნა-განმარტებაში მითითებულ მინდობილ პირს ----------- (პ/ნ -----------) არ წარმოუდგენია მინდობილობა; შპს „-----------“ (ს/ნ -----------) 2022 წლის მანძილზე უფიქსირდება ერთი მიღებული სასაქონლო ზედნადები და არც ერთი მიწოდების სასაქონლო ზედნადები, რაზეც ბუღალტერმა განმარტა, რომ შეზღუდული აქვთ ზედნადების გამოწერა.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით შპს „-----------“ (ს/ნ -----------) მიენიჭა არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. აღნიშნულის თაობაზე 2023 წლის 6 თებერვალს გადამხდელს ელექტრონულად გაეგზავნა შეტყობინება.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება აღიარებული დავალიანება; კომპანია აწარმოებს დაქირავებულ პირთა რეესტრს, სადაც ასახულია ორი პირი; ახსნა-განმარტებაში მითითებულ მინდობილ პირს არ წარმოუდგენია მინდობილობა; კომპანიას 2022 წლის მანძილზე უფიქსირდება ერთი მიღებული სასაქონლო ზედნადები და არც ერთი მიწოდების სასაქონლო ზედნადები, რაზეც ბუღალტერმა განმარტა, რომ შეზღუდული აქვთ ზედნადების გამოწერა. ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით კომპანიას მიენიჭა არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. აღნიშნულის თაობაზე 2023 წლის 6 თებერვალს გადამხდელს ელექტრონულად გაეგზავნა შეტყობინება.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6)

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 51-ე, 561 და 563 მუხლები.