ბრძანება N 8714

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.04.2026
№ დოკუმენტი 8714
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8714

20 აპრილი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(მის.: „-------“ )

2026 წლის 26 თებერვლის და 18 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 მარტის და და 2 აპრილის სხდომებზე (ოქმები №24; №29) განიხილა შპს „------- -ის“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 26 თებერვლის №101056/1/2026 და 18 მარტის №677771 (რეგ. №43948/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 თებერვლის №006-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადი გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, ქვეკონტრაქტორებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ხარჯად განხილვის საფუძველზე დამატებული ღირებულების და მოგების გადასახადების დარიცხვას. აცხადებს, რომ საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებებით დასტურდება შპს „----- - საგან“ და შპს „------- - საგან“ მიღებული მომსახურეობის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. გადაანგარიშების დასკვნაში შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ პირს წარდგენილი აქვს შპს „------ - თან“ და შპს „------- - თან“ გაფორმებული დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები), შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაცია არ იწვევს გადასახადის გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხების კორექტირებას. დასკვნაში არ არის აღნიშნული მიზეზი რატომ არ ხდება წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინება. მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გადაანგარიშება განხორციელებულია არასწორად. პოზიციის დასტურად მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო ამ ორი ქვეკონტრაქტორი პირისაგან მიღებული მომსახურების ამსახველი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტები და.აშ), ასევე ამ მომსახურების დამკვეთისადმი (მუნიციპალიტეტისათვის) მიწოდების დოკუმენტაცია. აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია თან ერთვის საჩივრებს დანართის სახით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება შპს „------- -სგან“ და შპს „------- -სგან“ მიღებული მომსახურების დამკვეთისადმი მიწოდება, რაზეც არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებიც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მარტის №3808 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------- - ის“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 12 თებერვლის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------- - ის“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მარტის №3808 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 29 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 3 თებერვლის №006-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● დამფუძნებლის მიმართ საწესდებო კაპიტალის სახით ვალდებულების გაუქმებისა და აღნიშნული თანხების საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ განხორციელდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა. ხანდაზმულ პერიოდზე წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ კაპიტალში თანხის შეტანა ხორციელდებოდა ნაღდი ფულით. ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება ხარჯები, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც პირს არ აქვს წარმოდგენილი და საჭიროებს დამატებით შესწავლას. პროგრამაში არსებული მონაცემების გათვალისწინების შემთხვევაში, საწარმოს შემოსვლებისა და ხარჯების ზოგადი ანალიზით კი დგინდება, რომ დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე (25.12.2015-01.01.2023) გადასახადის გადამხდელი მუშაობდა ზარალზე, რადგან ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავლის ოდენობას. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენს კაპიტალში თანხის შეტანის დამადასტურებელ მტიკიცებულებას. შესაბამისად, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება არ განხორციელდა.

● ქვეკონტრაქტორებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ხარჯად განხილვასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაცია არ იწვევს გადასახადის გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასახულ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გზით, თუმცა უფიქსირდება, ასევე, კერძო პირებისთვის მომსახურების გაწევაც. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ მიღებული და გაწეული მომსახურება/საქონელი თითოეული ტენდერის მიხედვით და აღმოჩნდა, რომ გადამხდელი ქვეკონტრაქტორებისგან მიღებული მომსახურების თანხით აჭარბებს მის მიერ იმავე ტენდერში გაწეული მომსახურების ღირებულებას. განხორციელდა ქვეკონტრაქტორი პირების - შპს „-------" და შპს „------- -ის" საქმიანობის შესწავლა და დადგინდა, რომ აღნიშნულ პირებს არ უფიქსირდებოდათ მომჩივანის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა და შესაბამისად, მათ ვერ ექნებოდათ საკმარისი რესურსი ტენდერით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებისთვის. შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნის თანახმად, არ განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება.

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზეც არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------- - ის“ (ს/ნ „-------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

● დამფუძნებლის მიმართ საწესდებო კაპიტალის სახით ვალდებულების გაუქმებისა და აღნიშნული თანხების საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ განხორციელდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა.პროგრამაში არსებული მონაცემების გათვალისწინების შემთხვევაში, საწარმოს შემოსვლებისა და ხარჯების ზოგადი ანალიზით კი დგინდება, რომ დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე გადამხდელი მუშაობდა ზარალზე, რადგან ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავლის ოდენობას.წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენს კაპიტალში თანხის შეტანის დამადასტურებელ მტიკიცებულებას. შესაბამისად, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება არ განხორციელდა.

● ქვეკონტრაქტორებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ხარჯად განხილვასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ მოხდა გადამხდელის მიერ, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაცია არ იწვევს გადასახადის გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).