N 121 - 11/03/2011 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №121
2011 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილებაში:
ა) პირველი და 11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები და მათი განაკვეთები.
2. დაინტერესებული პირი ვალდებულია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაიხადოს დადგენილი საფასური სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 11
სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია;
ე) საქართველოს პროკურატურა;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
თ) საქართველოს ეროვნული ბანკი.“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 18 და 19 მუხლები:
„მუხლი 18
1. გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარების მოთხოვნის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია მომსახურების საფასური გადაიხადოს საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე საგადასახადო ორგანოს თანხმობის მიღებიდან 5 დღის ვადაში.
2.,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 59-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომ დაინტერესებული პირის მიერ ექსპერტის დასკვნის მიღებამდე.
მუხლი 19
,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 76-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები, აგრეთვე ინდივიდუალური მეწარმეები.“.
2. დადგენილებით დამტკიცებულ ,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში“:
ა) მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1678777269021 {width: 522pt; margin: 0 auto !important; },,5
გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარება
ორგანიზაციებისათვის– 5000 ლარი;
სხვა პირებისათვის– თუ შესამოწმებელი პერიოდის ჯამური ბრუნვა 1 000 000 ლარამდეა – 10 000 ლარი;
თუ შესამოწმებელი პერიოდის ჯამური ბრუნვა 1 000 000 ლარზე მეტია – 30 000 ლარი.
შენიშვნა:ამ გრაფის მიზნებისათვის ორგანიზაციად ითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის30-ე მუხლით გათვალისწინებული
წარმონაქმნები“;
ბ) მე-14 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1678777280415 {width: 526.5pt; margin: 0 auto !important; },,14
საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა (გარდა 48-ე და 49-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევისა)
10 სამუშაოდღეზე მეტი
10 სამუშაოდღე
1 000000 ლარზე მეტი კაპიტალის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონეპირებისათვის – 10 000 ლარი;
სხვა პირებისათვის– 5 000 ლარი.
1 000000 ლარზე მეტი კაპიტალის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონეპირებისათვის – 30 000 ლარი;
სხვა პირებისათვის– 15 000 ლარი.
შენიშვნა:საფასურის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირის მიერ საგადასახადოორგანოში წარდგენილი ბოლო წლიური საგადასახადო დეკლარაციის მონაცემები“;
გ) მე-60 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1678777293274 {width: 500.25pt; margin: 0 auto !important; },,60
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით ექსპერტის მიერ სეს ესნ კოდის დადგენა
1 სახეობის ობიექტი– 15 ლარი“;
დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 76-ე გრაფა:
#assignedTableId-1678777305033 {width: 500.25pt; margin: 0 auto !important; },,76
მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღება (გარდა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციისა)
ერთი დეკლარაცია– 30 ლარი.“.
მუხლი 2. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 16 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური