გადაწყვეტილება №24316/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24316/2/2024
26 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "--------"(ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------"-ის 21.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24316/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6031 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №006-370 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.11.2024 წლის №23367 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 7 106 204.25 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 3 468 353
დღგ - 1 325 590
მოგების გადასახადი - 29 792
საშემოსავლო გადასახადი - 2 112 971
ჯარიმა - 1 735 671
საურავი - 1 902 180.25
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა არალითონური საქონლით (რაც არ დასტურდება ჩატარებული შემოწმების შედეგად).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 17.09.2018 წლიდან 1.08.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 30.06.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, სიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერის შესწავლით დადგინდა, რომ 2018-2019 წლებში სავალუტო ანგარიშიდან განხორციელებულია გადარიცხვები არარეზიდენტ იურიდიულ პირზე (-------- LLC) ჯამურად 140 616,4 ლარის ოდენობით. საბანკო ამონაწერების მიხედვით გადარიცხული თანხების ნაწილს დანიშნულებაში მითითებული აქვს მომსახურება. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის მიხედვით, გადამხდელს არარეზიდენტ პირებზე განაცემები (156 240 = 140 616.4/0.9) დაბეგრილი აქვს გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით. შემოწმების პროცესში საწარმოს მიერ არ არის წარდგენილი აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად ვერ დგინდება მისი კავშირი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადი.
- საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ წარუდგენია. სასამართლოს შუამდგომლობით საწარმოს მომსახურე ბანკებიდან (სს „-------“, სს „------“, სს „-------“, სს „------“) გამოთხოვილია ინფორმაცია საბანკო ანგარიშების/ამონაწერების შესახებ. საწარმოს დირექტორის მიერ ბანკის ანგარიშებიდან გატანილია თანხები დანიშნულებით ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის შეძენის მიზნით, ასევე ფიქსირდება თანხების ბანკომატებიდან გატანა. აღნიშნული თანხების გახარჯვა არ ფიქსირდება. თანხების მხოლოდ მცირე ნაწილია ისევ საბანკო ანგარიშზე შეტანილი. ამასთან, საწარმოს უფიქსირდება კაპიტალში თანხების შეტანაც. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან და ბანკომატებიდან გატანილი თანხები (საბანკო ანგარიშებზე შეტანისა და კაპიტალში შეტანილი თანხების გამოკლებით) ჯამურად 8 523 652 ლარის ოდენობით შესაბამის საანგარიშო პერიოდებში ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით გაცემულად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა ბაზამ შეადგინა 10 654 448 (8 523 559/0.8) ლარი. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- კომპანიის დირექტორი/დამფუძნებელია ბულგარეთის მოქალაქე, რომელსაც 17.09.2018 წლიდან 2.11.2019 წლამდე პერიოდში სულ 6-ჯერ უფიქსირდება საქართველოში შემოსვლა და გასვლა (მაქს. 5 დღით). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა არალითონური საქონლით, რაც არ დასტურდება შემოწმებით. საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ წარუდგენია. სასამართლოს მეშვეობით საწარმოს მომსახურე ბანკებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია საბანკო ანგარიშების/ამონაწერების შესახებ, რომლის მიხედვითაც საწარმოს უცხოური კომპანიებისაგან მიღებული აქვს 8 690 028 ლარის ექვივალენტი შემოსავალი, დანიშნულებაში მითითებულია კონტრაქტები (მ.შ. სატრანსპორტო მომსახურება, კონტეინერები), ინვოისები, პროფორმა ინვოისები. აღნიშნული შემოსავლის ნაწილი 7 432 114 ლარის ოდენობით დეკლარირებული მონაცემებით დაფიქსირებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით განთავისუფლებულ ბრუნვაში. ვინაიდან, შემოწმების შედეგად ვერ დგინდება საწარმოს საქმიანობის სახე, საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები 7 364 430 (8 690 028/1.18) ლარის ოდენობით მიღების თვის საანგარიშო პერიოდებში ჩაითვალა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვად. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- 21.10.2019 წელს გადამხდელის მიერ საქართველოს ბანკის ანგარიშიდან გადარიცხულია თანხა 2 901.82 ლარის ოდენობით „მერკური ჰოუტელზე“. შემოწმების პროცესში საწარმოს მიერ არ არის წარდგენილი აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად ვერ დგინდება მისი კავშირი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2021 წლის №23485 ბრძანება და 20.07.2021 წლის №006-586 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.09.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.01.2022 წლის №223 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.01.2022 წლის №223 ბრძანება არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 13.01.2022 წლის №223 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 24.02.2023 წლის დასკვნა, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №4687 ბრძანება და ამავე თარიღის №006-93 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 10.04.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.09.2023 წლის №22783 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 28.12.2023 წლის №21046/2/2023 (რეგ. 12.02.2024წ. №03/10574) გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22783 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6031 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ (გაწეული მომსახურებისთვის არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრა) და მე-3 სადავო (უცხოური კომპანიებისგან მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრა) საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6031 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 4.07.2024 წლის №22930/2/2024 (რეგ. 15.08.2024წ. 03/62754) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6031 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 28.06.2024 წლის დასკვნა საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №16682 ბრძანება და ამავე თარიღის №006-370 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2024 წლის 23 და 27 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.11.2024 წლის №23367 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები დამოწმებული სათანადო წესით;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.11.2024 წლის №23367 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის განმარტებაზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტი კომპანია იყო შუამავალი, რომელიც ეხმარებოდა გადასახადის გადამხდელს მოეხდინა საქონლის რეალიზაცია და პოულობდა საქონლის შემსყიდველ კომპანიებს. გადასახადის გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ პროდუქციის შეძენა ხდებოდა ირანიდან კომპანია „-------.“-სგან, ხოლო რეალიზაცია ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში (საბერძნეთი, ბულგარეთი, რუსეთი) საქართველოში შემოსვლის გარეშე.
მომჩივანი აცხადებს, რომ ზემოაღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, წარმოადგენს საჭირო დოკუმენტაციას, რაც სრულად დაადასტურებს ოპერაციის მიმდინარეობას ტვირთის შეძენიდან მის რეალიზაციამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები დამოწმებული სათანადო წესით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
დასკვნაში მითითებულია, რომ საწარმოს მიერ 2024 წლის 16 და 23 აპრილს აუდიტის დეპარტამენტში გაგზავნილ განცხადებებს (წერ: №---- და №-------) ახლავს რეალიზაციასთან დაკავშირებით წარდგენილი ნოტარიული სახით დამოწმებული თარგმანი არა ორიგინალი დოკუმენტებიდან (10 კომპანიის სახელით „განცხადება მიღებული საქონლის შესახებ“) არ ახლავს იმპორტის დეკლარაციები და მათი თანმდევი დოკუმენტაცია, ასევე, განცხადებებში დაფიქსირებული ინვოისის ნომრები არ შეესაბამება დავის მიმდინარეობის პროცესში შემოწმების აქტზე თავდაპირველად წარდგენილ საჩივარზე ელექტრონული სახით დართული ინვოისების ნომრებს. რაც შეეხება, შეძენასთან დაკავშირებით წარდგენილ დოკუმენტს (ირანული კომპანიის „--------“-საგან „გადახდის ქვითარი“) ნოტარიული სახით დამოწმებულ თარგმანში მითითებულია შემდეგი: „წინამდებარით ვადასტურებთ, რომ მივიღეთ მომჩივანისგან (ს/ნ "--------") თანხა 2 772 389.12 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში ნაღდი ანგარიშსწორებით, ნარჩენების პლასტიკური ბორბლებიანი 1 100 ლიტრიან კონტეინერთან დაკავშირებით ბალანსის ყველა ინვოისის შესაბამისად (58 ფაილი)“. დავის მიმდინარეობის წინა ეტაპზე წარდგენილ მასალებში ფიქსირდება სხვა ტევადობის კონტეინერებიც, ამასთან, მასალებს არ ერთვის განცხადებაში მოხსენიებული (58 ფაილი). როგორც ზემოთაა აღნიშნული, საწარმოს მიერ დავის ამ ეტაპზეც არ არის წარდგენილი საჩივარში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია. წარდგენილი მასალების ანალიზით კი ამ ეტაპზეც ვერ დგინდება რეალურად საქონლის ირანიდან ექსპორტის და სხვა ქვეყანაში იმპორტის ოპერაციები.
რეალიზაციებთან დაკავშირებით კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა ყველა იმ კომპანიისგან წერილობითი დასტურები, რომლებიც ახორციელებდნენ საქონლის შეძენას, რომ კომპანიამ მათ სრულად მიაწოდა ის საქონელი, რომლის ღირებულებაც ანაზღაურებული აქვთ. განცხადებაში მითითებული იყო ყველა ინვოისის ნომერი, ხოლო იმპორტის დეკლარაციების მიღება ვერ მოხერხდა, რადგან კომპანია არ იყო დეკლარანტი. ამასთან, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია უცხო ქვეყნის საბაჟო სამსახურებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია მათ შორის ბულგარეთის საბაჟო სამსახურიდან (მაგ: შპს „--------“ (ს/ნ "--------") შემთხვევაში მოხდა შემოსავლების სამსახურის მიერ უცხო ქვეყნის საბაჟო სამსახურებიდან ინფორმაციის გამოთხოვა).
რაც შეეხება ინვოისის ნომრებს, კომპანიის მიერ წარდგენილი იყო როგორც საქონლის შეძენის ინვოისი (ძირითადი ინვოისი), ასევე თანხის მიღებისთვის საჭირო ინვოისი (ეგრეთ წოდებული „პროფორმა ინვოისი“). „პროფორმა ინვოისი“ გამოიწერება იმისათვის, რომ მყიდველმა გადაიხადოს საქონლის ღირებულება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა მას ძირითადი ინვოისი.
ირანული კომპანიის „-------“-საგან, კომპანიის მიერ წარდგენილია საბაჟო დეკლარაციები, ინვოისები, პროფორმა ინვოისები, ცნობა გამყიდველისაგან ანაზღაურების მიღების თაობაზე. ამასთან, დამატებით წარმოადგენს განცხადებაში მოხსენიებულ ყველა ინვოისს 58 ფაილის სახით, რომელიც მანამდეც იყო წარდგენილი. ამასთან ცნობაში, რომლითაც დადასტურებულია თანხის მიღება მითითებულია შემდეგი ტექსტი (ციტირება):
„წინამდებარით ვადასტურებთ, რომ მომჩივანისგან (ს/ნ "--------") მიიღო თანხა 2 772 389.12 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში ნაღდი ანგარიშსწორებით, ნარჩენების პლასტიკური ბორბლებიანი კონტეინერთან დაკავშირებით ბალანსის ყველა ინვოისის შესაბამისად (58 ფაილი)“.
წერილში საერთოდ არ არის დაკონკრეტებული კონტეინერების ტევადობა და რატომ უთითებს ამას შემმოწმებელი გაუგებარია. ამასთან, ინვოისებში მითითებულია ყველა ტევადობის და ზომის კონტეინერები, რისი რეალიზაციაც მოხდა. ამასთან, დანართის სახით, ელექტრონულ დისკზე ჩაწერილი, წარდგენილი იქნა ყველა რეალიზაციის ინვოისი, პროფორმა ინვოისი და ირანული კომპანიის წერილში მოხსენიებულ 58 ფაილი. ასევე, დამატებით ყველა გადაზიდვაზე სატრანსპორტო ზედნადები (CMR), გამყიდველი ირანული კომპანიის წერილობითი დოკუმენტი (შესაბამისი ლეგალიზაციით დამოწმებული) და ექსელის ფორმატში ყველა ოპერაციაზე შესაბამის ინფორმაცია (დოკუმენტაციაზე მითითებით), ხოლო რას გულისხმობს შემოსავლების სამსახური სათანადო წესით დამოწმებულ მტკიცებულებაში გაურკვეველია, რადგანც ყველა დოკუმენტაცია არის უფლებამოსილი პირის ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული და გაცემული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6031 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ (გაწეული მომსახურებისთვის არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრა) და მე-3 სადავო (უცხოური კომპანიებისგან მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრა) საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6031 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის დასკვნით:
- საწარმოს მიერ 2024 წლის 16 და 23 აპრილს აუდიტის დეპარტამენტში გაგზავნილ განცხადებებს (№------- და №-------) ახლავს რეალიზაციასთან დაკავშირებით წარდგენილი არაორიგინალი დოკუმენტების (10 კომპანიის სახელით „განცხადება მიღებული საქონლის შესახებ“) ნოტარიული სახით დამოწმებული თარგმანი, არ ახლავს იმპორტის დეკლარაციები და მათი თანმდევი დოკუმენტები. ასევე, განცხადებებში დაფიქსირებული ინვოისის ნომრები არ შეესაბამება დავის მიმდინარეობისას თავდაპირველად წარდგენილ საჩივარზე ელექტრონული სახით დართული ინვოისების ნომრებს.
- რაც შეეხება, შეძენასთან დაკავშირებით წარდგენილ დოკუმენტს (ირანული კომპანიის --------სგან „გადახდის ქვითარი“), ნოტარიული სახით დამოწმებულ თარგმანში მითითებულია შემდეგი: „წინამდებარით ვადასტურებთ, რომ მივიღეთ მომჩივანისგან (ს/ნ "--------") თანხა 2 772 389.12 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში ნაღდი ანგარიშსწორებით, ნარჩენების პლასტიკური ბორბლებიანი 1 100 ლიტრიან კონტეინერთან დაკავშირებით ბალანსის ყველა ინვოისის შესაბამისად (58 ფაილი)“. დავის მიმდინარეობის წინა ეტაპზე წარდგენილ მასალებში ფიქსირდება სხვა ტევადობის კონტეინერებიც, ამასთან, მასალებს არ ერთვის განცხადებაში მოხსენიებული 58 ფაილი).
ამდენად, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ საწარმოს მიერ, საჩივარში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით არ არის წარდგენილი სრული ინფორმაცია. წარდგენილი მასალების ანალიზით კი ამ ეტაპზე ვერ დგინდება რეალურად საქონლის ირანიდან ექსპორტის და სხვა ქვეყანაში იმპორტის ოპერაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
მომჩივანი განმარტავს, რომ:
- რეალიზაციებთან დაკავშირებით წარდგენილია წერილობითი დასტურები ყველა იმ კომპანიისგან, რომლებიც ახორციელებდნენ საქონლის შეძენას, რომ კომპანიამ მათ სრულად მიაწოდა ის საქონელი, რომლის ღირებულებაც ანაზღაურებული აქვთ. განცხადებაში მითითებული იყო ინვოისის ნომრები, ხოლო იმპორტის დეკლარაციების მიღება ვერ მოხერხდა, რადგან კომპანია არ იყო დეკლარანტი. ამასთან, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია უცხო ქვეყნის საბაჟო სამსახურებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია მათ შორის ბულგარეთის საბაჟო სამსახურიდან. რაც შეეხება ინვოისის ნომრებს, კომპანიის მიერ წარდგენილი იყო როგორც საქონლის შეძენის ინვოისი (ძირითადი ინვოისი), ასევე, თანხის მიღებისთვის საჭირო ინვოისი (ეგრეთ წოდებული „პროფორმა ინვოისი“). „პროფორმა ინვოისი“ გამოიწერება იმისათვის, რომ მყიდველმა გადაიხადოს საქონლის ღირებულება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა მას ძირითადი ინვოისი.
- ირანული კომპანიის „-------“-საგან, კომპანიის მიერ წარდგენილია საბაჟო დეკლარაციები, ინვოისები, პროფორმა ინვოისები, ცნობა გამყიდველისაგან ანაზღაურების მიღების თაობაზე. ამასთან, დამატებით წარმოადგენს განცხადებაში მოხსენიებულ ყველა ინვოისს 58 ფაილის სახით (საჩივარს არ ერთვის), რომელიც მანამდეც იყო წარდგენილი. ამასთან ცნობაში, რომლითაც დადასტურებულია თანხის მიღება, საერთოდ არ არის დაკონკრეტებული კონტეინერების ტევადობა და რატომ უთითებს ამას შემმოწმებელი, გაუგებარია. ამასთან, ინვოისებში მითითებულია ყველა ტევადობის და ზომის კონტეინერები, რისი რეალიზაციაც მოხდა.
მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 1.11.2024 წლის №23367 სადავო ბრძანებით სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები დამოწმებული სათანადო წესით;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის №"--------" წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული დასკვნის გაცნობის შემდგომ საწარმომ 23.08.2024 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა №141786/21 საჩივარი, რომელსაც ახლდა დანართები, მ.შ. 1 დისკი. საჩივრისთვის დართული მასალების (მ.შ. 58 ფაილის) შესწავლით გამოვლინდა, რომ იგი არ შეიცავს დავის სხვადასხვა ეტაპზე წარდგენილი მასალებისაგან განსხვავებულ ინფორმაციას. ამასთან, საჩივარში მითითებულია, რომ წარდგენილი იყო საქონლის შემძენი ყველა კომპანიის დასტური საქონლის სრულად მიღების შესახებ, ინვოისების მითითებით. აღნიშნულზე 28.06.2024 წლის დასკვნაში მითითებულია, რომ „საწარმოს მიერ 2024 წლის 16 და 23 აპრილს აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ განცხადებებს (№--------- და №--------) ახლავს რეალიზაციასთან დაკავშირებით წარდგენილი ნოტარიული სახით დამოწმებული თარგმანი არაორიგინალი დოკუმენტებიდან (10 კომპანიის სახელით „განცხადება მიღებული საქონლის შესახებ“), არ ახლავს იმპორტის დეკლარაციები და მათი თანმდევი დოკუმენტაცია, ასევე, განცხადებებში დაფიქსირებული ინვოისის ნომრები არ შეესაბამება დავის პროცესში, შემოწმების შედეგებზე თავდაპირველად წარდგენილ საჩივარზე ელექტრონული სახით დართული ინვოისების ნომრებს“. ამასთან, განცხადებები არ შეიცავს ანაზღაურებული თანხების შესახებ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახური 20.03.2024 წლის №6031 ბრძანებაში მიუთითებს, რომ „შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის განმარტებაზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტი კომპანია იყო შუამავალი, რომელიც ეხმარებოდა გადამხდელს მოეხდინა საქონლის რეალიზაცია და პოულობდა საქონლის შემსყიდველ კომპანიებს. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ პროდუქციის შეძენა ხდებოდა ირანიდან კომპანია „-------.“-სგან, ხოლო რეალიზაცია ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში (საბერძნეთი, ბულგარეთი, რუსეთი) საქართველოში შემოსვლის გარეშე. პირი გამოთქვამს მზადყოფნას, ზემოაღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, წარმოადგინოს საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, ორიგინალი დოკუმენტები და ყველა ის საბუთი, რაც სრულად დაადასტურებს ოპერაციის მიმდინარეობას ტვირთის შეძენიდან მის რეალიზაციამდე (მათ შორის გამოითხოვს შესაბამისი მხარიდან და წარადგენს იმპორტის დეკლარაციებს)“. საწარმოს წარმომადგენელი საჩივარში თვითონაც მიუთითებს, რომ არ აქვს წარდგენილი იმპორტის დეკლარაციები. რაც შეეხება, საჩივარში დასმულ საკითხს, კონტეინერების ტევადობასთან დაკავშირებით, მათი ტევადობა დაკონკრეტებული არ არის 16.04.2024 წელს აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ არაორიგინალ დოკუმენტში (თარგმანი დამოწმებულია ნოტარიულად) და ფიქსირდება 23.04.2024 წელს წარდგენილი ორიგინალი დოკუმენტის, ასევე, ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანში. დასკვნაში ჩანაწერი გაკეთებულია ამ უკანასკნელი დოკუმენტიდან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივარი შეიცავს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრის საკითხებს, რომლებზეც პასუხი ზემოთ არის გაცემული (არაორიგინალი დოკუმენტების და კონტეინერების ტევადობასთან დაკავშირებით). გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელი ყურადღებას ამახვილებს ამჟამად აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ ინფორმაციაზე, რომელიც მხოლოდ ელექტრონულია, ხოლო შემოსავლების სამსახურის 1.11.2024 წლის №23367 ბრძანებით დავალებული ჰქონდა აუდიტის დეპარტამენტისათვის საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების სათანადო წესით დამოწმებული სახით წარდგენა.
აღნიშნული გარემოებების, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების და შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული სადავო ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანმხება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6031 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 4.07.2024 წლის №22930/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.11.2024 წლის №23367 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
97,982