ბრძანება N 21079
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21079
29 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (პ/ნ ---------)
(მის.:---------)
2025 წლის 15 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 15 სექტემბრის №97990/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 სექტემბრის №189122 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას. ითხოვს ნაკლები სიმკაცრის სანქციის გამოყენებას და ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 აგვისტოს შეტყობინებით გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, დაევალა წარმოედგინა ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, ახსნა-განმარტება საქმიანობასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის სახელზე საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშებიდან ამონაწერები (მათ შორის ნულოვანი) 2025 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდზე, ასევე, 2025 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის ბრუნვითი უწყისი და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მატერიალური ფორმის ინფორმაცია/ დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. წერილი გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად, 2025 წლის 29 აგვისტოს, თუმცა დადგენილ ვადაში ინფორმაცია არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომპანიის მიმართ 2025 წლის 11 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №189122.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 აგვისტოს შეტყობინებით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების, მათ შორის ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლის და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ნაკლები სიმკაცრის სანქციის გამოყენებას და ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 აგვისტოს შეტყობინებით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიის მიმართ 2025 წლის 11 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:70(1);269(1);