ბრძანება N 12540

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 06.06.2023
№ დოკუმენტი 12540
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12540

06 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------” (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2023 წლის 15 მარტის და 27 აპრილის საჩივრების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა შპს „----------” (ს/ნ ----------) №CA00412303448130 (რეგ. №45373/21) და №CA00412305618333 (რეგ. №72941/01) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №012-6 საგადასახადო მოთხოვნასთან, 2022 წლის 2 ივნისის №012-2 და 2023 წლის 15 თებერვლის №012-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და მიუთითებს, რომ სსიპ ------- დასკვნა და ექსპერტიზის შედეგები მიუღებელი აღმოჩნდა შემოსავლების სამსახურისთვის, რადგან დასკვნის საფუძველზე გაირკვა, რომ ექსპერტიზის მიერ დადგენილი გრამაჟობით წარმოების შემთხვევაში გასაყიდ ფასზე გაცილებით მეტი დაჯდება 1 კგ ---------- წარმოება, რაც კომპანიის არსებულ ზარალს 2018, 2019 და 2020 წლებში კიდევ უფრო გაზრდის. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მოტივაცია არის მხოლოდ და მხოლოდ ის ფაქტი, რომ დგება საგადასახადო ორგანოსთვის არახელსაყრელი ფისკალური შედეგი. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 სექტემბრის N30781 და 2022 წლის 4 ოქტომბრის N25277 ბრძანებები. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №012-6 საგადასახადო მოთხოვნის, 2022 წლის 2 ივნისის №012-2 და 2023 წლის 15 თებერვლის №012-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობას.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №012-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასათან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25277 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 ივნისის №012-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „----------” (ს/ნ ----------) 2022 წლის 21 ივნისის და 21 ივლისის საჩივრები, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,,1. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით :

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, ამასთან ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.’’

 

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25277 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 3 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 თებერვლის №012-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების ჩაბარების შემდეგ შპს ,,----------’’ მიმართა სსიპ ------- და წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასმული შეკითხვები, კერძოდ:

1. შპს ,,----------’’ (ს/ნ ----------) მიერ 2018-2021 წლებში შეძენილი რძის ფხვნილის სახეობებიდან (დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი მასალების მახასიათებლების შესაბამისად მათ შორის ცხიმიანობის სხვადასხვა შემცველობის გათვალისწინებით) რა რაოდენობის ---------- წარმოება იყო შესაძლებელი?

2. რა გავლენას ახდენს გამოსავლიანობაზე რძის ფხვნილში ცხიმის განსხვავებული შემცველობა, კერძოდ იზრდება თუ არა გამოსავლიანობა რძის ფხვნილში ცხიმის (მცენარეული ცხიმის) ხარჯზე?

3. რა გავლენას ახდენს გამოსავლიანობაზე წარმოების მოცულობაზე, დიდი ოდენობის პროდუქციის გამოშვების დროს გამოსავლიანობა ხომ არ იცვლება? გადამხდელმა 2023 წლის 31 იანვარს წარმოადგინა განცხადება და სსიპ ------- 2022 წლის 29 დეკემბრის N5008797722 წერილი, რომლის მიხედვით სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ ექსპერტიზა გადამხდელს დაუბრუნა შეუსრულებელი სახით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №012-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასათან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების ჩაბარების შემდეგ შპს ,,----------’’ მიმართა სსიპ ------- და წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასმული შეკითხვები, თუმცა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ექსპერტიზა გადამხდელს დაუბრუნა შეუსრულებელი სახით. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №012-6 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2022 წლის 2 ივნისის №012-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №012-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 სექტემბრის №30781 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2 ივნისის №012-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25277 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილვას თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №012-6 საგადასახადო მოთხოვნაზე და 2022 წლის 2 ივნისის №012-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაზე უკვე არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „----------” (ს/ნ ----------) №CA00412303448130 (რეგ. №45373/21) და №CA00412305618333 (რეგ. №72941/01) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №012-6 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2022 წლის 2 ივნისის №012-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №012-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №012-6 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2022 წლის 2 ივნისის №012-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და ითხოვს კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული საჩივრები. კერძოდ, გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან).

საწარმომ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასმული შეკითხვები, თუმცა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ექსპერტიზა გადამხდელს დაუბრუნა შეუსრულებელი სახით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301; 302(6); 304