ბრძანება N 17712-5

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.06.2020
№ დოკუმენტი 17712-5
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17712

30/06/2020

შპს ----- ს

(მის.: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 12 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №39) განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 23 დეკემბრის №48159/1/2019 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 ნოემბრის №021-149 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

არ ეთანხმება სასაქონლო მატერიალური მარაგების ოდენობას და აღნიშნულის გაანგარიშებებს (დათვლას), რამაც გამოიწვია არასწორი დარიცხვა მოგების გადასახადის ნაწილში.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 12 ივლისის №23366 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 ივნისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 20 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 22 ნოემბრის №40636 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2019 წლის 25 ნოემბრის №021-149 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 802 496 ლარით, მათ შორის: გადასახადი 401 583 ლარი, ჯარიმა 244 058 ლარი, ხოლო საურავი 156 855 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საწარმოს პირველადი დოკუმენტაციისა და სააღრიცხვო მონაცემების ანალიზით გამოვლინდა სხვაობები შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში, მის საწყისა და საბოლოო ნაშთებში, ასევე გამოსაქვით სხვა ხარჯებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დაკორექტირდა (გაიზარდა) გამოსაქვითი ხარჯები.

ამასთან, შემოწმებით დაკორექტირდა (შემცირდა) ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე (მზესუმზირაზე) მიღებული დღგ-ის ჩათვლები, რამაც გამოიწვია ცვლილება შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებაში და საბოლოო ნაშთში. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, შემცირებული ჩათვლილი დღგ-ის თანხით დაკორექტირდა (გაიზარდა) საქონლის შეძენაზე 2016 წელს გაწეული ხარჯები და 2016 წლის ბოლოს მზესუმზირის არსებული რაოდენობრივი ნაშთის შესაბამისად დაკორექტირდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთი. აღნიშნულმა გამოიწვია მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის შემცირება.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან მიმართებაში მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო მატერიალური მარაგების ოდენობას და აღნიშნულის გაანგარიშებებს, რამაც გამოიწვია არასწორი დარიცხვა მოგების გადასახადის ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს პირველადი დოკუმენტაციისა და სააღრიცხვო მონაცემების ანალიზით გამოვლინდა სხვაობები შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში, მის საწყისა და საბოლოო ნაშთებში, ასევე გამოსაქვით სხვა ხარჯებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გაიზარდა გამოსაქვითი ხარჯები. ამასთან, შემოწმებით შემცირდა ადგილობრივი წარმოების მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლები, რამაც გამოიწვია ცვლილება შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებაში და საბოლოო ნაშთში. შემოწმებით, სსკ-ს 105-ე მუხლის გათვალისწინებით, შემცირებული ჩათვლილი დღგ-ის თანხით გაიზარდა საქონლის შეძენაზე 2016 წელს გაწეული ხარჯები და 2016 წლის ბოლოს მზესუმზირის არსებული რაოდენობრივი ნაშთის შესაბამისად დაკორექტირდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთი. აღნიშნულმა გამოიწვია მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის შემცირება.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან მიმართებაში მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145