ბრძანება N 13766
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13766
19.06.2023
ი/მ --------- (ს/ნ --------)
(მის.: -------------)
2023 წლის 8 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 ივნისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა ი/მ --------- (ს/ნ --------) 2023 წლის 8 მაისის №78499/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №021-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ნაწილში დამატებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი აღნიშნავს, რომ აუდიტორმა სრულად არ განიხილა მის მიერ წარდგენილი დეკლარაციები და ის თუ რომელი ლიცენზიით იქნა სრულად მოპოვებული და დეკლარირებული შემოწმებით მოცულ პერიოდამდე. გადასახადის გადამხდელი ასევე ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ოქტომბრის №27143 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ -------- (ს/ნ ---------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ --------- (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ოქტომბრის №27143 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 27 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №021-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება,გადამხდელის მიერ, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, წარდგენილ იქნა საქმიანობის პერიოდში წარდგენილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშებების გაშიფვრა. ამასთან, შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარდგენილი, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და წიაღის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი გაშიფვრა, შეიცავს ხარვეზს, კერძოდ, გადამხდელის ინფორმაციით, მას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისამდე სრულად აქვს მოპოვებული რესურსი და შესაბამისად, გადახდილი მოსაკრებელი, თუმცა წიაღის ეროვნული სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით, ლიცენზიის მოქმედების ბოლოს ჩატარებული შემოწმებით, №1003093 ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული რესურსის ოდენობამ შეადგინა 61 300 კუბ.მ, როცა გამოყოფილი იყო 66 300 კუბ.მ, ხოლო №1004049 ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული რესურსის ოდენობამ შეადგინა 20 200 კუბ.მ, როცა გამოყოფილი იყო 49 200 კუბ.მ, შესაბამისად, აღნიშნული ვერ მიიღებდა მონაწილეობას წინა საანგარიშო პერიოდების გაანგარიშებებში. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა, გადამხდელის მიერ საქმიანობის განმავლობაში (2014 წლიდან) სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული მასალების (ქვიშა, ღორღი, ბალასტი) ოდენობა, რაც შეადგენს 288 492 კუბ.მ-ს (2015წ- 34517, 2016წ64665, 2017წ- 58000, 2018წ- 42790, 2019წ- 64075, 2020წ-24445), მაშინ როდესაც გადამხდელის მიერ წარდგენილი გაანგარიშებებით, მოპოვებულია და გაანგარიშება წარდგენილია 150 234 კუბ.მ რესურსის (2014წ- 5255, 2015წ-34480. 2016წ- 44644, 2017წ-65855). ამასთან, საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში არსებული ლიცენზიებით მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა შეადგენს 119 259კუბ.მ-ს (2018წ- 45739, 2019წ-53854, 2020წ- 19666). გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, გადამხდელის მიერ რეალიზებული მასალის ოდენობა აღემატება მის მიერ წინა პერიოდებში წარდგენილ გაანგარიშებებში დაფიქსირებული მოპოვებული რესურსის და შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით მიერ დადგენილი მოსაპოვებელი რესურსის ჯამურ ოდენობას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა გადასახადის გადამხდელთან, დამატებითი არგუმენტაცია/ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის. გამომდინარე აქედან, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული მოსაკრებლის თანხა დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება რომ გადამხდელის მიერ რეალიზებული რესურსის (მასალების) ოდენობა აღემატება მის მიერ წინა საანგარიშო პერიოდებში წარდგენილ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშებებში დაფიქსირებული მოპოვებული რესურსისა და შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ დადგენილი მოსაპოვებელი რესურსის ჯამურ ოდენობას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნით, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან, გადამხდელს სადავო საკითხად/გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ნაწილში დამატებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი აღნიშნავს, რომ აუდიტორმა სრულად არ განიხილა მის მიერ წარდგენილი დეკლარაციები და ის თუ რომელი ლიცენზიით იქნა სრულად მოპოვებული და დეკლარირებული შემოწმებით მოცულ პერიოდამდე. გადასახადის გადამხდელი ასევე ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, წარდგენილ იქნა საქმიანობის პერიოდში წარდგენილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშებების გაშიფვრა. ამასთან, შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარდგენილი, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და წიაღის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი გაშიფვრა შეიცავს ხარვეზს. კერძოდ, გადამხდელის მიერ რეალიზებული მასალის ოდენობა აღემატება მის მიერ წინა პერიოდებში წარდგენილ გაანგარიშებებში დაფიქსირებული მოპოვებული რესურსის და შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით მიერ დადგენილი მოსაპოვებელი რესურსის ჯამურ ოდენობას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა გადასახადის გადამხდელთან, დამატებითი არგუმენტაცია/ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის. გამომდინარე აქედან, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული მოსაკრებლის თანხა დარჩა უცვლელი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).