გადაწყვეტილება №19021/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 07.04.2023
№ დოკუმენტი 19021/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19021/2/2023

7.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 6.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19021/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №149-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.10.2022 წლის №25697 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 169 387 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 103 002

დღგ - 3 222

საშემოსავლო გადასახადი - 99 780

ჯარიმა - 51 501

საურავი - 14 884

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 19.09.2019 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 აპრილის №8791 ბრძანება და №149-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.10.2022 წლის №25697 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:

10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №21792-21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 7.10.2022 წლის №25697 ბრძანება მომჩივანს გაეგზავნა 2-ჯერ წერილობითი ფორმით (7.11.2022 წელს და 8.12.2022 წელს) მისამართზე: თელავი, ალაზნის გამზ. №28, ბინა 55 (რაც წარმოადგენს იურიდიულ მისამართს) მაგრამ, მისი ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ამასთან, გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში, ადრესატი დოკუმენტს არ გაცნობია. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 7.10.2022 წლის №25697 ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 2022 წლის 29 დეკემბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის 7.10.2022 წლის №25697 ბრძანება საჯაროდ გავრცელდა 2022 წლის 29 დეკემბერს, ჩაბარებულად ითვლება 18.01.2023 წელს, გასაჩივრების ბოლო დღე იყო 7.02.2023 წელი (სამშაბათი), საჩივარი წარმოდგენილია 6.03.2023 წელს (რეგისტრაციის №38798/01), სადავო ბრძანების გასაჩივრების 20 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 15 მარტს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია საჩივარში მითითებულ ტელეფონზე, რომელიც წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის --------- ნომერს, რომელსაც ხარვეზის დადგენასთან ერთად ეცნობა გასაჩივრების ვადის დარღვევის თაობაზე და ეთხოვა აღნიშნულზე არგუმენტის წარმოდგენა. მომჩივანი 16.03.2023 წელს (რეგ. №46368/01), დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით, წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტს (საგადასახადო მოთხოვნას), მაგრამ არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას ან/და არგუმენტს სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.

ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 7.10.2022 წლის №25697 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა, ხოლო მომჩივანი არ წარმოადგენს მტკიცებულებას/დოკუმენტს, გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განუხილველად დატოვებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

აუდიტის დეპარტამენტის №149-3 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.10.2022 წლის №25697 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის ბრძანება მომჩივანს გაეგზავნა 2-ჯერ წერილობითი ფორმით (7.11.2022 წელს და 8.12.2022 წელს), მაგრამ, მისი ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ამასთან, გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში, ადრესატი დოკუმენტს არ გაცნობია. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 7.10.2022 წლის №25697 ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 2022 წლის 29 დეკემბერს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის 7.10.2022 წლის №25697 ბრძანება საჯაროდ გავრცელდა 2022 წლის 29 დეკემბერს, ჩაბარებულად ითვლება 18.01.2023 წელს, გასაჩივრების ბოლო დღე იყო 7.02.2023 წელი (სამშაბათი), საჩივარი წარმოდგენილია 6.03.2023 წელს (რეგისტრაციის №38798/01), სადავო ბრძანების გასაჩივრების 20 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განუხილველად დატოვებას.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301"ე", 305(1), 44, 299(10).