ბრძანება N 20744

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.08.2023
№ დოკუმენტი 20744
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20744

22 .08. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს --------ის (ს/ნ -----------------------)

(მის: ------------------------------------)

2023 წლის 1 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა შპს --------ის (ს/ნ -----------------------) №82765/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №AA1489553 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 4 ივლისის ვალის მართვის დეპარტამენტის №21-17/54125 წერილით დაევალა, წარედგინა: 1. საბანკო დაწესებულების მიერ დამოწმებული ინფორმაცია სს --- ბანკში, სს --- ბანკში, სს ---- ბანკში და სს ----- ბანკში არსებული საბანკო ანგარიშების, ნომრებისა და ამ ანგარიშებზე თანხების მოძრაობის ამსახველი ამონაწერის შესახებ. 2. სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია თანდართული ცხრილის ფორმით და მისი დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაჯარიმებულ იქნა 400 ლარის ოდენობით.

შპს --------ს (ს/ნ -----------------------) დღეისათვის საქმიანობა შეჩერებული აქვს. არ ფლობს არავითარ აქტივს. დირექტორი ------, -----, --- ---- იმყოფება ქვეყნის გარეთ და ვერ ხერხდება საბანკო დაწესებულებებიდან დამოწმებული ინფორმაციის ამოღება თანხების მოძრაობის შესახებ. დირექტორს დატოვებული აქვს მინდობილობა წარმომადგენლობის შესახებ ---- ---------ის (---------) მხოლოდ საგადასახადო დავის წარმოების მიზნით. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №21-17/54125 წერილით შპს --------ს (ს/ნ -----------------------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მოეთხოვა 3 სამუშაო დღის ვადაში, ვალის მართვის დეპარტამენტისათვის წარედგინა, 2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე პერიოდის მიხედვით ინფორმაცია: 1. საბანკო დაწესებულების მიერ დამოწმებული ინფორმაცია, სს---- ბანკში, სს ---- ბანკში, სს --- ბანკში და სს --- ბანკში არსებული, საბანკო ანგარიშების, ნომრებისა და ამ ანგარიშებზე თანხების მოძრაობის ამსახველი ამონაწერის შესახებ. 2. სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია თანდართული ცხრილის ფორმით და მისი დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების ასლები.

ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №21-17/54125 წერილი გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებ-გვერდზე www.rs.ge, რომელსაც გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 10 ივლისს.

რამდენადაც მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შპს --------ის (ს/ნ -----------------------) მიერ არ იქნა წარმოდგენილი №21-17/54125 წერილით განსაზღვრულ ვადაში, აღნიშნულზე 2023 წლის 19 ივლისს შედგენილ იქნა №AA1489553 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 400 ლარის ოდენობით. ოქმს გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 1 აგვისტოს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით შპს --------ს (ს/ნ -----------------------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 547305.81 ლარი, ჯარიმა 283658 ლარი, საურავი 316758.65 ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენს 400 ლარს. ამასთან, შპს --------ის (ს/ნ ------------------) მიერ ინფორმაცია 2023 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით წარმოდგენილი არ არის.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს --------ის (ს/ნ -----------------------) საჩივარი დაუსაბუთებელია, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს --------ის (ს/ნ -----------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანს დღეისათვის საქმიანობა შეჩერებული აქვს. არ ფლობს არავითარ აქტივს. დირექტორი იმყოფება ქვეყნის გარეთ და ვერ ხერხდება საბანკო დაწესებულებებიდან დამოწმებული ინფორმაციის ამოღება თანხების მოძრაობის შესახებ. დირექტორს დატოვებული აქვს მინდობილობა წარმომადგენლობის შესახებ მხოლოდ საგადასახადო დავის წარმოების მიზნით.

თხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის წერილით გადასახადის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მოეთხოვა 3 სამუშაო დღის ვადაში, ვალის მართვის დეპარტამენტისათვის წარედგინა, 2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე პერიოდის მიხედვით საბანკო დაწესებულების მიერ დამოწმებული ინფორმაცია, ბანკში არსებული, საბანკო ანგარიშების, ნომრებისა და ამ ანგარიშებზე თანხების მოძრაობის ამსახველი ამონაწერის შესახებ.ასევე სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია თანდართული ცხრილის ფორმით და მისი დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების ასლები.

ვალის მართვის დეპარტამენტის წერილი გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებ-გვერდზე www.rs.ge, რომელსაც გაეცნო ელექტრონულად .

რამდენადაც მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მომჩივანის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ვალის მართვის დეპარტამენტის წერილით განსაზღვრულ ვადაში, აღნიშნულზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა . ოქმს გადამხდელი გაეცნო .

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, მომჩივანს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება,ასევე დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანის საჩივარი დაუსაბუთებელია, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 269(1); 270(1,2); 279(1); 302(6);