ბრძანება N 6211

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.03.2023
№ დოკუმენტი 6211
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 6211

29.03.2023

შპს „-----“ (ს/ნ ----)

(მის.:----------------)

2022 წლის 17 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 08 დეკემბრის და 2023 წლის 01 მარტის (ოქმები №116, №20) სხდომებზე განიხილა შპს „------“ (ს/ნ -----) 2022 წლის 17 ნოემბრის №76598/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ოქტომბრის №005-157 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე და 1151 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ 2020 და 2021 წლებზე ეკუთვნის შეღავათი ქონების გადასახადში, შესაბამისად ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად,ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის პირველი მარტის №5274 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 19 ოქტომბრის №26508 ბრძანება და ამავე თარიღის №005-157 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 35 973 ლარი, მათ შორის გადასახადი 21 829 ლარი, ჯარიმა 7 932 ლარი და საურავი 6 212 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს კომერციული ფართის იჯარით გაცემა. შპს “----” (ს/ნ ----) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2000 წლის 2 ივლისს. პირი კომერციულ ფართს ფლობს თბილისში ----- ქ. №--ში. მისი განმარტებით აღნიშნული ფართში პირი ეწეოდა სარესტორნო მომსახურებას. ხოლო, საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ გაქირავებული ჰქონდა სხვადასხვა პირებზე, რომლებიც ეწეოდნენ ასევე სარესტორნო მომსახურებას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე დგინდება, რომ გადამხდელს აღნიშნული ფართი 2012 წლის ივლისის შემდგომ არ გაუქირავებია. ასევე პირის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ფართი ფუნქციონირებდა, როგორც რესტორანი. ამასთან, გადამხდელი არ ახდენდა აღნიშნულ ქონებაზე გადასახადის გადახდას. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა ექსპერტიზის დასკვნა ზემოაღნიშნული ქონების ღირებულების დასადგენად, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ფართი შეფასდა 193 000 ამერიკულ დოლარად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

ამავე მუხლის 41 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, წესი არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე;

გ) იმ შემთხვევაზე, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის შესაძლებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილში მითითებული საფუძვლის გარეშე (მაგალითად: ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონების ღირებულება; ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის აღურიცხველობის გამოვლენა; გადამხდელთან არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის შეუძლებლობა და ა. შ.).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება ამ კოდექსით 2020 ან 2021 წელსაა გათვალისწინებული, გათავისუფლებულია „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016): 56.1 კოდით (რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 1151 ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება ამ კოდექსით 2022 წელს არის გათვალისწინებული, თავისუფლდება ამ მუხლის 115-ე ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობებში გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა. ამ შემთხვევაში საწარმო/ორგანიზაცია არ თავისუფლდება ამ კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელის სახით გადახდისგან და ეს გადასახდელი გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, მიუხედავად ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათისა, არაუგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შპს „-----“ კუთვნილი ქონება, რომელზეც მოხდა ქონების გადასახადის დარიცხვა, თავის განლაგებითა და დაგეგმარებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სარესტორნო საქმიანობისთვის. აღნიშნული ფართი 2020 და 2021 წლებში პერიოდულად ქირავდებოდა სარესტორნო საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიებზე და შესაბამისად შპს „-----“ ჰქონდა უფლება, რომ ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, დავის მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ისეთ მტკიცებულებაზე, როგორიცაა 2021 წლის პირველი აგვისტოთი დათარიღებული იჯარის ხელშეკრულება, გადამხდელის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართის იჯარით გაცემის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის „2.3“ ქვეპუნქტი მოიჯარეს ავალდებულებს, რომ ქონება გამოყენებულ იქნეს „რესტორნის მეურნეობის მოსაწყობად და ფუნქციონირებისათვის.“ გადამხდელის მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე ასევე წარმოდგენილ იქნა კომპანიის დირექტორის მიერ შპს „-----“, 2021 წლის 9 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება „დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის“ სამინისტროს „სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის“ მთავარი შრომის ინსპექტორის, 2021 წლის 19 სექტემბრის ბრძანება (№ 09-382/ო). აღნიშნული ბრძანებით ირკვევა, რომ ქ.თბილისში ----- ქ. №--ში მდებარე ობიექტზე დაფიქსირდა ათზე მეტი პირის თავშეყრა სოციალური/გასართობი ღონისძიების ჩატარების მიზნით და ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციული ღონისძიების მიზნით აღნიშნულ ფართზე დაწესდა შეზღუდვები, დროებით შეიზღუდა გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარესტორნო საქმიანობაში გამოყენების ფაქტს 2021 წელს. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადზე გაავრცელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 1151 ნაწილით დადგენილი შეღავათი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადზე გაავრცელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 1151 ნაწილით დადგენილი შეღავათი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითი

გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

სსკ-ის 309-ე მუხლის 115-ე და 1151 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ 2020-2021 წლებზე ეკუთვნის შეღავათი ქონების გადასახადში, ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას და საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას,, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად,ფაქტობრივი გარემოება

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს კომერციული ფართის იჯარით გაცემა. გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული ფართში პირი ეწეოდა სარესტორნო მომსახურებას. ხოლო, საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ გაქირავებული ჰქონდა სხვადასხვა პირებზე, რომლებიც ეწეოდნენ ასევე სარესტორნო მომსახურებას. პირის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ფართი ფუნქციონირებდა, როგორც რესტორანი. გადასახადის გადამხდელს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის საფუძველზე დამატებით გადასახდელად განესაზღვრა გადასახადი, ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის,მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარესტორნო საქმიანობაში გამოყენების ფაქტს 2021 წელს. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადზე გაავრცელოს სსკ-ის 309-ე მუხლის 1151 ნაწილით დადგენილი შეღავათი და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202; 269 (7); 275; 309 (115 1)