ბრძანება N 5958
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5958
19 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 8 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 მარტის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------1) 2024 წლის 8 მარტის №22509/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის №001-16 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმა/საურავის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 იანვრის №1358 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------------“ (ს/ნ ------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 იანვრის №1358 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 9 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ
16 215 ლარით, მათ შორის, გადასახადი 10 810 ლარით, ხოლო ჯარიმა 5 405 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 14 თებერვლის №001-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული საკითხი. შპს „-----------“ დირექტორი/დამფუძნებლის მიერ წარმოდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნავს, რომ შემოწმების მომენტისათვის და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საბუღალტრო აღრიცხვაში ფიქსირდებოდა დამფუძნებლის შენატანი (რომელიც აღემატება შემოწმებით არაპირდაპრი მეთოდით დამატებით განსაზღვრულ ვალდებულებებს). აქედან გამომდინარე, დამფუძნებლის წერილობითი მოთხოვნის მიხედვით, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდით დამატებით მიღებული შემოსავალი დღგის ჩათვლით თანხით დაკვალიფიცირდა დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირებად. აღნიშნული შემცირების შედეგად 2023 წლის 1 ივლისისთვის დარჩენილი საწესდებო კაპიტალის ოდენობა შეადგენს 102 320 ლარს (საწარმოს მიეცა მითითება კაპიტალის აღნიშნული ცვლილება განახორციელოს ბუღალტრულ აღრიცხვაში).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სულ 16 215 ლარით. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული დამატებით მიღებული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით თანხით დაკვალიფიცირდა დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირებად. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველად წარმოდგენილი საჩივრით არ იყო სადავო გარემოება და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმა/საურავის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მომენტისათვის და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საბუღალტრო აღრიცხვაში ფიქსირდებოდა დამფუძნებლის შენატანი (რომელიც აღემატება შემოწმებით არაპირდაპრი მეთოდით დამატებით განსაზღვრულ ვალდებულებებს). შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდით დამატებით მიღებული შემოსავალი დღგის ჩათვლით თანხით დაკვალიფიცირდა დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირებად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21)