ბრძანება N 23713

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.11.2024
№ დოკუმენტი 23713
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23713

07 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

უსფ(წ) --------------ს (ს/ნ ------------------)

(მის.: ქ. --------------------- -----------------)

2024 წლის 30 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №118) განიხილა უსფ(წ) --------------ს (ს/ნ ------------------) 2024 წლის 30 ოქტომბრის №92603/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 სექტემბრის №066-16 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს და ითხოვს დამატებით წარმოდგენილი სანოტარო აქტების საფუძველზე მოხდეს შესყიდვის ხარჯების გადაანგარიშება და დარიცხული თანხების შემცირება. აცხადებს, რომ გამყიდველი ფიზიკური პირების მოძიება რთული და დროში გაწელილი პროცესია, რის გამოც რთულია მათგან ახსნა-განმარტების მიღება. მიუთითებს, რომ საჩივარს თან ერთვის გამყიდველი ფიზიკური პირების ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები, სადაც მითითებულია შეძენილი მოცვის პერიოდი, რაოდენობა და ღირებულება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აგვისტოს №17999 ბრძანების საფუძველზე უსფ(წ) --------------ს (ს/ნ ------------------) 2024 წლის 19 ივლისის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. უსფ(წ) --------------ს (ს/ნ ------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აგვისტოს №17999 ბრძანების აღსრულების მიზნით, 2024 წლის 12 სექტემბერს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე,რომლის საფუძველზე გადამხდელს შეუმცირდა სულ 46 388 ლარი, მათ შორის გადასახადი 30 925 ლარი და ჯარიმა 15 463. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 30 სექტემბრის №066-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, გამყიდველი ფიზიკური პირების სათანადო წესით ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები, მომჩივნის მიერ სადავო პერიოდში შეძენილი მოცვის პერიოდის, რაოდენობის და ღირებულების მითითებით (სულ 15 შესყიდვის აქტზე). გადაანგარიშებით შემოწმებამ გაითვალისწინა შეძენები, რომლებზეც გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო გამყიდველი ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები. ხოლო, შეძენების ის ნაწილი, რაზეც ვერ მოხდა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა გათვალისწინებული.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების დამატებით შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა გაითვალისწინა გამყიდველი ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. უსფ(წ) --------------ს (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს და ითხოვს დამატებით წარმოდგენილი სანოტარო აქტების საფუძველზე მოხდეს შესყიდვის ხარჯების გადაანგარიშება და დარიცხული თანხების შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №17999 ბრძანების საფუძველზე მომჩივანის 2024 წლის 19 ივლისის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, 2024 წლის 12 სექტემბერს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე,რომლის საფუძველზე გადამხდელს შეუმცირდა სულ 46 388 ლარი, მათ შორის გადასახადი 30 925 ლარი და ჯარიმა 15 463. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა №066-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);