გადაწყვეტილება №25295/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25295/2/2025
01 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 12.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25295/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 22.10.2024 წლის №22670 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.03.2025 წლის №002-20 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10258 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 404 369.05 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 208 527
დღგ - 117 329
მოგების გადასახადი - 1 674
საშემოსავლო გადასახადი - 89 524
ჯარიმა - 112 547
საურავი - 83 295.05
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.11.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, დამკვეთებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებისა და საბანკო ამონაწერების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დეკლარირება განხორციელებულია არასწორად, კერძოდ: გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ოქტომბრის თვეში შპს „-------“ (ს/ნ -------), რომელიც არის ურთიერთდამოკიდებული კომპანია, გაფორმებული აქვს, როგორც ნარდობის ხელშეკრულება, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ კომპანიას შესრულებული აქვს 146 532 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. გადამხდელს ასევე ურთიერთდამოკიდებულ კომპანიასთან შპს „-------“ (ს/ნ -------) 2021 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული აქვს ქვეხელშეკრულება და 2022 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში, მიღება-ჩაბარების აქტები გაწეულ მომსახურებაზე (სულ სამი მიღება-ჩაბარება) საერთო ღირებულებით 202 856 ლარი, რაც ასევე არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მონაწილეობა მიღებული აქვს სახელმწიფო ტენდერებში, რაზეც შედგენილია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, რაც ასევე არასწორადაა დეკლარირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შესამოწმებელ პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას ფიზიკურ პირებზე გაცემული აქვს სესხები, ამდენად, კომპანია საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე ვალდებული იყო მოეხდინა გაცემულ სესხებზე მოგების გადასახადის დეკლარირება, რაც გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შესამოწმებელ პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ავტომანქანებისა და საოფისე ფართის იჯარის ხელშეკრულებების, ასევე საბანკო ამონაწერების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას გადასახადის გადამხდელის მოწმობის არ მქონე სხვადასხვა ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებული აქვს, როგორც ავტო-მანქანის და საოფისე ფართის იჯარის, ასევე სხვადასხვა მომსახურების თანხები, რაც არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი კუთვნილი გადასახადით. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. შესამოწმებელ პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი, კერძოდ, დასაბეგრი ბრუნვების შედეგად მიღებულ ფულად სახსრებს გამოაკლდა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების და მომსახურების ღირებულება, გადახდილი ხელფასები და განაცემები, გადახდილი გადასახადები, ასევე საბანკო ამონაწერის მიხედვით გადახდილი სხვადასხვა საპროცენტო თუ საკომისიო ხარჯები, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ფულის ნაშთი საბანკო ანგარიშზე და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება დებიტორული/კრედიტორული დავალიანების და ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ სალაროში, ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 8.07.2024 წლის №16127 ბრძანება და 9.07.2024 წლის №002- 141 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.10.2024 წლის №22670 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს სამეურნეო ოპერაციების განხორციელების რეალობის ფაქტი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.10.2024 წლის №22670 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 26.03.2025 წლის №5604 ბრძანება და №002-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10258 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტში საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადამხდელს 2021 წლის ოქტომბრის თვეში შპს „-------“, რომელიც არის ურთიერთდამოკიდებული საწარმო, გაფორმებული აქვს, როგორც ნარდობის ხელშეკრულება, ასევე მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ საწარმოს შესრულებული აქვს 146 532 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში, ანალოგიურად გადამხდელს ასევე ურთიერთდამოკიდებულ კომპანიასთან შპს „-------“ 2021 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული აქვს ქვეხელშეკრულება და 2022 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში, მიღება-ჩაბარების აქტები გაწეულ მომსახურებაზე (სულ სამი მიღება-ჩაბარება) საერთო ღირებულებით 202 856 ლარი, რაც ასევე არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში (გამოკითხვის ოქმში გადამხდელი ადასტურებს, რომ ზემოთ ნახსენები სამუშაოები შესრულებული აქვს), რაც შეეხება დღგ-ით დასაბეგრ სხვა ბრუნვებს, განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების (ტენდერების) საიტიდან იმ მიღება-ჩაბარების აქტების ჩამოტვირთვა, რომელზედაც გადამხდელს ხელით აქვს მოწერილი, აღნიშნული მიღებაჩაბარებების მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 837 635 ლარს, რომელსაც ემატება ზემოთ ნახსენებ ორ კომპანიაზე გაწეული სამშენებლო მომსახურების ბრუნვა, საერთო ჯამში შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 133 727 ლარს დღგ-ის გარეშე, ხოლო გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 490 204 ლარს დღგ-ის გარეშე. ასევე, გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 409 074 ლარს დღგ-ის გარეშე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრა განხორციელდა ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ამონაწერის ანალიზის მიხედვით ოთხ შემთხვევაში ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემა, კერძოდ: 31.01.2023 წელს 1 000 ლარი - -------, 03.03.2023 წელს 4 000 ლარი - -------, 19.05.2023 წელს 2 500 ლარი - ------- და 04.09.2023 წელს 2 000 ლარი - -------, ოთხივე შემთხვევაში დანიშნულებაში მითითებულია „მოკლევადიანი სესხი“, ხოლო აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ თანხების უკან დაბრუნება საბანკო ანგარიშებზე არ ფიქსირდება.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ავტომანქანების და საოფისე ფართის იჯარის ხელშეკრულებების, ასევე, საბანკო ამონაწერების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს გადასახადის გადამხდელის მოწმობის არ მქონე სხვადასხვა ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებული აქვს, როგორც ავტომანქანის და საოფისე ფართის იჯარის, ასევე, სხვადასხვა მომსახურების თანხები, რაც არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი კუთვნილი გადასახადით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში ყოველთვიურად ორი ავტომანქანის და საოფისე ფართის იჯარა შეადგენს 5 000 ლარს, ყველა შემთხვევაში გამქირავებლები არიან გადასახადის გადამხდელის მოწმობის არ მქონე ფიზიკური პირები. საერთო ჯამში დასაბეგრი თანხა შეადგენს 100 000 ლარს. ასევე, საბანკო ამონაწერის მიხედვით სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე გადახდილია მომსახურების თანხები, რაც ჯამში შეადგენს 63 975 ლარს და არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული ფიზიკური პირები ინდივიდუალურად იქნენ გადამოწმებული.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი, კერძოდ, დასაბეგრი ბრუნვების შედეგად მიღებულ ფულად სახსრებს გამოაკლდა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების და მომსახურების ღირებულება, გადახდილი ხელფასები და განაცემები, გადახდილი გადასახადები, ასევე, საბანკო ამონაწერის მიხედვით გადახდილი სხვადასხვა საპროცენტო თუ საკომისიო ხარჯები, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ფულის ნაშთი საბანკო ანგარიშზე და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება დებიტორული/კრედიტორული დავალიანების და ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ სალაროში, ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საკითხი ეხება 2021 წლის ოქტომბრის თვეში შპს „-------“-სა და შპს „-------“ გაფორმებულ ხელშეკრულებებს. დავის განხილვისა და საგამოძიებო ორგანოში მისი ვიზიტის დროსაც დაადასტურა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებებით შპს ------- სამუშაოები არ განუხორციელებია (შპს ------- საბანკო ანგარიშზე აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში თანხა არ ჩარიცხულა და არ გამოწერილა ანგარიშ-ფაქტურა). მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა აუდიტის დეპარტამენტმა არ მოახდინა დღგ-ის გადაანგარიშება, წარმოდგენილი ცხრილი საშუალებას იძლევა დღგ იქნას გაანგარიშებული. შემოწმების აქტში 2021 წლის მონაცემების განულების შემთხვევაში იქნება შემდეგი მდგომარეობა. აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს. მონაწილეობს ტენდერებში. კომპანიამ ამ მიმართულებით საქმიანობა დაიწყო 2022 წლის აპრილის თვიდან. 2022 წლის განმავლობაში კომპანიამ სულ განახორციელა სამი პროექტი: 1. -------, ----- (ს/კღია ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედნის მშენებლობის სამუშაოები. ( -------) თანხით 187 413 ლარი. 2. -------, ------- სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები. (-------) თანხით 116 967 ლარი. 3. ------- ეზოში მცირე ზომის ხის კოტეჯების და სცენის მშენებლობა (-------) თანხით 21600 ლარი, მათ შორის ხელფასი 12920 ლარი.
სამუშაოები შესრულებული იქნა მცირე მეწარმე ------- მიერ 2022 წლის განმავლობაში მიღებაჩაბარების აქტების საფუძველზე სულ ჩაერიცხა 325980 ლარი ქვეკონტრაქტორ კომპანიას (მცირე მეწარმე ------- გაფორმებული ხელშეკრულებისა და მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაერიცხა 12920 ლარი. 2137 ლარი ჯარიმის სახით გადაიხადა ბიუჯეტში ანუ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 310467 ლარი. დასაბეგრმა ბრუნვამ შესაბამისად 2631070 ლარი შეადგინა, ხოლო ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის ჯამი 47359 ლარი. 2022 წლის ჩასათვლელი დღგ-ს თანხა 29389 ლარია აღნიშნულის გარდა კომპანიის მიერ ბიუჯეტში გადარიცხული იქნა 4253 ლარი, რომელიც შემოწმების აქტით საერთოდ არაა დაფიქსირებული (47359-29389-4253=13717) 2022 წლის ბოლოს დღგ-ის დავალიანება ბიუჯეტის მიმართ დარჩა 13717 ლარი 2023 წლის განმავლობაში მიღება ჩაბარების აქტების საფუძველზე სულ ჩაგვერიცხა 645685 ლარი ქვეკონტრაქტორ კომპანიებს გადაერიცხათ 140613 ლარი. 7310 ლარი დაუკავდა ხარისხის უზრუნველყოფის თანხა. მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 497763 ლარი. დასაბეგრმა ბრუნვამ შესაბამისად 421832 ლარი შეადგინა ხოლო ბიუჯეტში გადასახდელი დღგ 75929 ლარი. 2023 წლის ჩასათვლელი დღგ-ის თანხა 69252 ლარია აღნიშნულის გარდა კომპანიის მიერ ბიუჯეტში გადარიცხული იქნა 17466 ლარი, რომელიც შემოწმების აქტით საერთოდ არაა დაფიქსირებული (75929-69252-17466=-10789) 2023 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით დღგ მეტობით გადახდილი ჰქონდა 10789 ლარი. სულ შესამოწმებელ პერიოდში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 971665 ლარი. ქვეკონტრაქტორ კომპანიებზე გადაირიცხა 153533 ლარი. ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიისათვის დაუკავდა 7310 ლარი. სულ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 808230 ლარი, დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 684940 ლარი. ბიუჯეტში გადასახდელი დღგ ს თანხა 123289 ლარს გაუტოლდა. ჩასათვლელი დღგ 98641 ლარია. ანგარიშიდან ბიუჯეტში გადაირიცხა 20830 ლარი, ბიუჯეტის დავალიანება შესაბამისად 2929 ლარი დარჩა. ნაცვლად აქტით დარიცხული 117324 ლარისა.
აქტში განხილულ მესამე საკითხს საერთოდ არ ეთანხმება სესხები გაცემულია სამი ოთხი დღის ვადით და ისინი ყველა დაბრუნებულია დროულად წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში აღნიშნულია შესაბამისი ფერებით) მიუხედავად იმისა რომ შემოსავლების სამსახურმა დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეესწავლა/გამოეკვლია სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ შესრულებულა. მიაჩნია რომ დავალიანება მოგების გადასახადის ნაწილში 1674 ლარის ოდენობით უნდა განულდეს.
მესამე და მეოთხე საკითხთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს: აუდიტორებს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაფიქსირებული აქვთ 258671 ლარი სულ მიღებულმა შემოსავალმა 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე შეადგინა 808230 ლარი აქედან ქვეკონტრაქტორებზე გადაირიცხა 145354 შეძენილ მასალებზე და გაწეულ მომსახურებაზე გადარიცხა 541980 ლარი. სხვაობა შეადგენს (808230-145354-541980 =120896) 120896 ლარს, ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გათვლები ხელახლაა ჩასატარებელი მით უმეტეს, რომ საერთოდ არაა დაფიქსირებული აქტში დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხების ოდენობა, ქვეკონტრაქტორებზე გაცემული თანხების ოდენობა, რომლებზეც საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება მათვე ეკისრებათ და ა. შ.
ითხოვს გათვალისწინებული იქნას გამოთქმული შენიშვნები. დღგ-ის ნაწილში შემცირდეს გადასახდელი თანხა, ასევე, ხელახლა მოხდეს მისი ჩართულობით საშემოსავლო გადასახადის თანხის დაზუსტება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე, წარმოდგენილ მასალებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10258 ბრძანება;
3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 22.10.2024 წლის №22670 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შესამოწმებელ პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირება განხორციელებულია არასწორად. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2. კომპანიას ფიზიკურ პირებზე გაცემული აქვს სესხები, რაც არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი კუთვნილი გადასახადით. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
3. შესამოწმებელ პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ავტომანქანებისა და საოფისე ფართის იჯარის ხელშეკრულებების, ასევე საბანკო ამონაწერების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას გადასახადის გადამხდელის მოწმობის არ მქონე სხვადასხვა ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებული აქვს, როგორც ავტო-მანქანის და საოფისე ფართის იჯარის, ასევე სხვადასხვა მომსახურების თანხები, რაც არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი კუთვნილი გადასახადით. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
4. შესამოწმებელ პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი. ნაშთად დარჩენილი თანხა განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე, წარმოდგენილ მასალებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ); 101; 154; 159;