ბრძაბება № 500
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 500
16 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „---------“ (ს/ნ ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 5 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა სს ,,-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 5 იანვრის №86473/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №081-303 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს და შემოწმების მიერ სადავო ოპერაციის შეფასებას. აღნიშნავს, რომ შემმოწმებელი არ უთითებს თუ რომელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მიიჩნია მართებულად კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების შეფასება და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. მოქმედი კანონმდებლობით, საგადასახადო ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიიჩნევს, რომ საწარმოსთვის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა მოხდა აღნიშნული წესის დარღვევით. ასევე, დასძენს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ უგულებელყოფილი იქნა როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, ასევე შემოსავლების სამსახურის ბრძანება. დავის განმხილველი ორგანოების მითითების საფუძველზე, არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების შედეგების ანალიზი. აღნიშნული შედეგები კი არამართლზომიერი და ურთიერთგამომრიცხავია, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 სექტემბრის №23395 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს ,,---------“ (ს/ნ --------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. სს „--------“ (ს/ნ ---------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 აგვისტოს №19815/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის უფლებამოსილების გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
დებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 სექტემბრის №23395 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 5 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 დეკემბრის №081-303 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
სს „--------“ შემოწმების ბრძანების საფუძველია საგამოძიებო სამსახურის წერილი და დადგენილება. საგამოძიებო ორგანომ კომპანიის უძრავი ქონების შეფასების დასკვნა არ მიიჩნია სარწმუნოდ და მათივე მიმართვის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ მოხდა უძრავი ქონების შეფასება, რომელზეც გამოიცა 2023 წლის 7 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნა N------. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული ღირებულებები განსხვავდებოდა სს „--------“ მიერ 2020 და 2021 წლების ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ასახული ღირებულებებისგან. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით. ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც იხელმძღვანელა გადამხდელმა, საგამოძიებო სამსახურის მიერ მიმდინარეობს შესწავლა და საგამოძიებო მოქმედებები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოსცა დასკვნა, რომლიდანაც დგინდება, რომ ქონების ღირებულების შეფასებისას გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული დასკვნა საგამოძიებო ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა არასარწმუნოდ, შესაბამისად, საგამოძიებო
სამსახურმა ქონების შეფასების მოთხოვნით მიმართა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“. ექსპერტიზის ბიუროს მიერ უძრავი ქონების შეფასების დასკვნაში შეფასებული ქონების ღირებულებები განსხვავდებოდა სს „--------“ მიერ 2020 და 2021 წლების ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ასახული ღირებულებებისგან. შემოწმებამ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისას იხელმძღვანელა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს ,,-------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს და შემოწმების მიერ სადავო ოპერაციის შეფასებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგამოძიებო ორგანომ კომპანიის უძრავი ქონების შეფასების დასკვნა არ მიიჩნია სარწმუნოდ და მათივე მიმართვის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ მოხდა უძრავი ქონების შეფასება. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული ღირებულებები განსხვავდებოდა მომჩივანის მიერ 2020 და 2021 წლების ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ასახული ღირებულებებისგან. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით. ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც იხელმძღვანელა გადამხდელმა, საგამოძიებო სამსახურის მიერ მიმდინარეობს შესწავლა და საგამოძიებო მოქმედებები .
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21)