ბრძანება N 7034
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7034
03.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის: -------, -------)
2023 წლის 2 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის და 17 მარტის სხდომებზე (ოქმი №15 და №28) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №18676/01 საჩივარი, რომელიც ეხება ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 26 აგვისტოს №21-17/79940 გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2022 წლის 25 თებერვალს №34374/21 წერილით მიმართა შემოსავლების სამსახურს, სადაც აღნიშნული იყო, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ გააჩნია დავალიანება, მაგრამ 2019 წლიდან მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ №-------) საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისას, ამოდის ჩანაწერი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ, რომელიც დადებული იყო 2013 წელს ამხანაგობა „-------“-ზე, რომელმაც ააშენა კორპუსი და ჯერჯერობით აქვს მშენებარეს სტატუსი.
აღნიშნული უძრავი ქონება მისი მეუღლის, ------- მიერ შეძენილ იქნა 2007 წელს, ხოლო მის სახელზე გადაფორმება მოხდა 2009 წელს, ანუ მანამ, სანამ 2013 წელს დაედებოდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა აღნიშნულ ქონებას. ვინაიდან აღნიშნული პერიოდისათვის კორპუსი კვლავ იყო მშენებარეს სტატუსით, საჯარო რეესტრის ამონაწერში ფიქსირდებოდა როგორც მომავალი მესაკუთრე.
მომჩივანი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას, რომელიც გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 აგვისტოს №21530 ბრძანების აღსრულების მიზნით და ითხოვს მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი -------) გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმებას.
მომჩივანი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას, რომელიც გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 აგვისტოს №21530 ბრძანების აღსრულების მიზნით და ითხოვს მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი -------) გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ამხანაგობა „-------“-ს (ს/ნ -------) 2013 წლის 29 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ამხანაგობა „-------“-ს (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2013 წლის 29 მარტის №002-3386 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2021 წლის 12 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად, №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე არის ------- (ს/ნ -------) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2019 წლის 4 დეკემბერი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - თანხმობა №191445025 (დამოწმების თარიღი 2019 წლის 28 ნოემბერი, ნოტარიუსი -------), რომლის საფუძველზე ამხანაგობა „-------“-ს (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებული ქონება გასხვისდა ------- (ს/ნ -------).
2022 წლის 25 თებერვალს ფ/პ ------- (პ/ნ -------) მიერ წარმოდგენილი იქნა №34374/21 განცხადება, რომლითაც ითხოვდა ------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმებას.
გადამხდელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელს პასუხი ეცნობა ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 15 მარტის № 21-17/22637 წერილით.
ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 15 მარტის № 21-17/22637 გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა 2022 წლის 15 მარტის №68969/1/2022 საჩივრით. გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 აპრილის №9539 ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 16 ივნისის №16502/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 აპრილის №9539 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ ქონებაზე საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 15 მარტის №21- 17/22637 წერილით არ არის ნამსჯელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილით შემოსავლების სამსახურის უფროსისათვის მინჭებული დისკრეციის გამოყენების შესაძლებლობასა/შეუძლებლობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 აპრილის №9539 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
ემოსავლების სამსახურმა განიხილა ------- (ს/ნ -------) საჩივარი და 2022 წლის 12 აგვისტოს №21530 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. კერძოდ, დაავალა ვალის მართვის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ემსჯელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობაზე.
აღნიშნული ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 26 აგვისტოს გამოიცა №21-17/79940 გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას და ითხოვს მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ამხანაგობას 2013 წლის 29 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, რის გამოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ქონება 2019 წლის 4 დეკემბერს გადაეცა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239(5);