გადაწყვეტილება №24625/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 16.04.2025
№ დოკუმენტი 24625/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24625/2/2025

16 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------"- ის 19.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24625/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.08.2024 წლის №22951/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №225-19 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 74 721,55 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 40 710

დღგ - 15 428

საშემოსავლო გადასახადი - 25 282

ჯარიმა - 16 777

საურავი - 17 234,55

 

პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელს ჰყავს საკუთრებაში 5 და იჯარით აღებული 2 სატვირთო მანქანა თავიანთი მისაბმელებით, რომელთა საშუალებებითაც ახორციელებს ქვეყნის შიგნით სატრანსპორტო მომსახურებას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მანქანის ნომრების) მიხედვით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის სატრანსპორტო საშუალებების მიერ განხორციელებული ისეთი გადაზიდვების რაოდენობა, სადაც არც მყიდველად და არც გამყიდველად დაფიქსირებული შპს „ -------“ არ არის, რამაც შეადგინა შესამოწმებელ პერიოდში სულ 286 გადაზიდვა. გადასახადის გადამხდელს აღრიცხული და დღგ-ით დაბეგრილი აქვს 151 გადაზიდვის მიხედვით მიღებული შემოსავალი. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობის, დამატებით განხორციელებული 135 რეისის მიხედვით, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში დამატებით მიღებული შემოსავალი სულ 85 741 ლარი და საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული შემოსავლის დარიცხული თანხა 126 468 ლარი, ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

2. გადასახადის გადამხდელს ჰყავს საკუთრებაში 5 და იჯარით აღებული 2 სატვირთო მანქანა თავიანთი მისაბმელებით, რომელთა საშუალებებითაც ახორციელებს ქვეყნის შიგნით სატრანსპორტო მომსახურებას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მანქანის ნომრების) მიხედვით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ დაუბეგრავი მარცვლის რეალიზაციის დროს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, სადაც გადამზიდად დაფიქსირებულია შპს „------- -ის “ სატვირთო მანქანები. აღნიშნულ სიტუაციებში, საქონლის ღირებულებიდან გამიჯნული არ არის გადაზიდვის მომსახურების ღირებულება. ვინაიდან, დაუბეგრავი მარცვლის რეალიზაცია და მისი ტრანსპორტირება ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები არ არის, შემოწმების შედეგად აღნიშნული რეალიზაციის დროს განხორციელებული 505 სატრანსპორტო გადაზიდვის მიხედვით გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ ტრანსპორტირების მომსახურებიდან დამატებით მიღებული შემოსავალი სულ 283 001 ლარი, რაც დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელი ასევე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 10 აპრილის №8046 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2.08.2024 წლის №22951/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველი სადავო საკითხის ნაწილში:

ა) მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში დასახელებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

- მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს აქტით დარიცხული თანხების შემცირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 2.08.2024 წლის №22951/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2024 წლის №873 დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული გადასახადი, სულ 69 233 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი - 50 923 ლარი და ჯარიმა 18 310 ლარი.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №225-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯამში 158,807 ლარი ორ სხვადასხვა საკითხზე, რომელიც გასაჩივრებული იყო ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, აღნიშნულიდან გამომდინარე ერთ საკითხზე სრულად მოეხსნა დარიცხვა, ხოლო მეორე საკითხის დარიცხვა დარჩა იგივე თანხით. დარიცხული საფუძველია ის გარემოება, რომ თითქოს გადამხდელს 126 გადაზიდვის ოპერაცია არ აქვს დაბეგრილი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

შემმოწმებლის მიერ გადმოგზავნილ სასაქონლო ზედნადებებზე გადამხდელის მიერ სრულად მოხდა გაშიფვრა ყველა ზედნადების და დაბეგვრის, მათ შორის გადაუგზავნეს ყოველ გადაზიდვაზე გამოწერილი ანგარიშ ფაქტურის მაიდენტიფიცირებელი ნომრები და დაბეგვრა. ასევე გაკეთდა შედარების აქტები მეორე მხარესთან რომლებიც ფიქსირდებიან შემოსავლების ბაზაში როგორც მომსახურეობის მიმღებები და შედარების აქტებითაც დასტურდება რომ გადამხდელს დაუბეგრავად აღნიშნული გადაზიდვები არ გაუკეთებია.

ითხოვს გაუქმდეს არასწორად დარიცხული თანხები არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით. ითხოვს დავაზე დასწრებას. ასევე მზად არის წარმოადგინოს შედარების აქტები და ანგარიშ ფაქტურები რომელიც ადასტურებს რომ გადამხდელს დაბეგრილი აქვს ის ოპერაციები რომელზეც არიცხავენ ჯარიმას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

მომჩივანი სადავოდ ხდის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული სატრანსპორტო მომსახურების ოდენობას და შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

საბჭოს 2.08.2024 წლის №22951/2/2024 გადაწყვეტილებით, სატრანსპორტო გადაზიდვების მოცულობის განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა წარუდგინოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში დასახელებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, მტკიცებულებები მომსახურების მიმღები მხარისგან. მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დავის საგნის ამ ნაწილში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 19.12.2024 წელს გამოცემულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ გადამხდელთან ერთად მოხდა სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების დამატებით შესწავლა, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული შიდა სატრანსპორტო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლის შესამცირებლად. გადამხდელის პოზიცია და წარმოდგენილი არგუმენტები არაერთხელ იქნა გავლილი და გათვალისწინებული აქტის შედგენამდეც და დავის ეტაპზეც. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება აღნიშნულ ნაწილში არ დაკორექტირდა.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემმოწმებლის მიერ გადმოგზავნილ სასაქონლო ზედნადებებზე გადამხდელის მიერ სრულად მოხდა გაშიფვრა ყველა ზედნადების და დაბეგვრის, მათ შორის გადაუგზავნეს ყოველ გადაზიდვაზე გამოწერილი ანგარიშ ფაქტურის მაიდენტიფიცირებელი ნომრები და დაბეგვრა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აღნიშნულ ეპიზოდთან (მომჩივნის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული სატრანსპორტო მომსახურების ოდენობა და შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები) დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №225-19 საგადასახადო მოთხოვნა;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, მომჩივნის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული სატრანსპორტო მომსახურების ოდენობის და შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:

ა) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს მომჩივნის არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა;

ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს არასწორად დარიცხული თანხები არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით. ითხოვს დავაზე დასწრებას. ასევე მზად არის წარმოადგინოს შედარების აქტები და ანგარიშ ფაქტურები,რომელიც ადასტურებს რომ გადამხდელს დაბეგრილი აქვს ის ოპერაციები რომელზეც არიცხავენ ჯარიმას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადამხდელს ჰყავს საკუთრებაში 5 და იჯარით აღებული 2 სატვირთო მანქანა თავიანთი მისაბმელებით, რომელთა საშუალებებითაც ახორციელებს ქვეყნის შიგნით სატრანსპორტო მომსახურებას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის სატრანსპორტო საშუალებების მიერ განხორციელებული ისეთი გადაზიდვების რაოდენობა, სადაც არც მყიდველად და არც გამყიდველად დაფიქსირებული მომჩივანი არ არის, რამაც შეადგინა შესამოწმებელ პერიოდში სულ 286 გადაზიდვა. გადამხდელს აღრიცხული და დღგ-ით დაბეგრილი აქვს 151 გადაზიდვის მიხედვით მიღებული შემოსავალი. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობის, დამატებით განხორციელებული 135 რეისის მიხედვით, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში დამატებით მიღებული შემოსავალი სულ 85 741 ლარი და სსკ-ის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული შემოსავლის დარიცხული თანხა 126 468 ლარი, ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა.

2. გადამხდელს ჰყავს საკუთრებაში 5 და იჯარით აღებული 2 სატვირთო მანქანა თავიანთი მისაბმელებით, რომელთა საშუალებებითაც ახორციელებს ქვეყნის შიგნით სატრანსპორტო მომსახურებას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით განისაზღვრა გადამხდელის მიერ დაუბეგრავი მარცვლის რეალიზაციის დროს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, სადაც გადამზიდად დაფიქსირებულია მომჩივანის სატვირთო მანქანები. აღნიშნულ სიტუაციებში, საქონლის ღირებულებიდან გამიჯნული არ არის გადაზიდვის მომსახურების ღირებულება. ვინაიდან, დაუბეგრავი მარცვლის რეალიზაცია და მისი ტრანსპორტირება ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები არ არის, შემოწმების შედეგად აღნიშნული რეალიზაციის დროს განხორციელებული 505 სატრანსპორტო გადაზიდვის მიხედვით გაანგარიშდა გადამხდელის მიერ ტრანსპორტირების მომსახურებიდან დამატებით მიღებული შემოსავალი სულ 283 001 ლარი, რაც დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელი ასევე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).