ბრძანება N 7301
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7301
02.04.2024
ბრძანება
შპს „------ -ის ” (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის.: "------")
2024 წლის 13 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „------ -ის ” (ს/ნ "------") №87694/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №006-37 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. მომჩივნის პოზიციით, მშენებარე აქტივზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მისი დაბეგვრის დროს წარმოადგენს მისი ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტი და მიუთითებს, რომ ეს დრო არ დამდგარა. აცხადებს, რომ ამ ნაწილში დარიცხვა არათუ მართლზომიერია, არამედ შემცირებას უნდა დაექვემდებაროს დეკლარირებული ციფრებიც. აცხადებს, რომ მომსახურების ღირებულების საბაზრო ფასის ოდენობით, კორპუსის ექსპლუატაციის პერიოდში, საწარმო თავად მოახდენს დეკლარირებას. მომჩივანს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, დაბეგვრის დროდ მიჩნეულია მისი გადაფორმების მომენტი, ხოლო დასაბეგრი თანხის ოდენობა გაზრდილია 15 000 ლარით და კომპანიას დამატებით დაერიცხა 3 649 ლარი. აცხადებს, რომ დავების პროცესში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები დამძიმდა. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მსჯელობა თითქოს მშენებლობა ამ მომენტში ფაქტობრივად დასრულებულია, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და აღნიშნულის საპირისპიროდ მიუთითებს, რომ ქონების გადაფორმების შემდეგ გადამხდელს სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი აქვს 421 190 ლარის სამშენებლო მასალები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30969 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №006-499 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 8 ნოემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------ -ის ” (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შპს „---- -თან “ მიმართებაში, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან ამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30969 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის პირველი თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 35 263 ლარით, მათ შორის გადასახადი 23 509 ლარით, ხოლო ჯარიმა 11 754 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 12 თებერვლის №006-37 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადამხდელმა წარმოადგინა შპს „------ -თან “ გაფორმებული შედარების აქტი, რის მიხედვითაც დასტურდება მომჩივანის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან წარმოქმნილი მოთხოვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად დაკვალიფიცირებული ოპერაცია შეფასდა სასყიდლიან მიწოდებად, შესაბამისად მოგების გადასახადში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა სადავო საკითხი. შედეგად, მომჩივანს მიერ დასაბეგრი თანხა, ნაცვლად მიღებული მიწის საბაზრო ფასისა, განისაზღვრა მეაღნაგე ფიზიკური პირისთვის გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასით, 294 390 ლარით. რაც საგადასახადო აქტით განსაზღვრულ სანაცვლოდ მიღებულ მიწის საბაზრო ფასზე 15 942 ლარით მეტია. ამავდროულად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ზემოაღნიშნული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტის შესაბამისად, მომჩივანის მიერ ფიზიკური პირისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის (დასრულების) მომენტი. მომსახურების გაწევის მომენტად მიჩნეული უნდა იქნას ის მომენტი, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ შესრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და დადგება ყველა პირობა, რომელიც შეთანხმებულია მხარეთა შორის და არა საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების მომენტი. აღნიშნული მომსახურების გაწევის მომენტი გადამხდელსაც მართლზომიერად ჰქონდა განსაზღვრული და დეკლარირებული ჰქონდა სწორ საგადასახადო პერიოდში. მიმდინარე გადაანგარიშებით, აღნიშნულ ნაწილში დღგ-ით დასაბეგრი თანხა გაიზარდა 15 942 ლარით, რამაც გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა (3 648 ლარი) ამ თემის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30969 ბრძანების აღსრულების მიზნით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სადავო საკითხი. შედეგად, მომჩივანის მიერ დასაბეგრი თანხა, ნაცვლად მიღებული მიწის საბაზრო ფასისა, განისაზღვრა მეაღნაგე ფიზიკური პირისთვის გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასით, 294 390 ლარით. რაც საგადასახადო აქტით განსაზღვრულ სანაცვლოდ მიღებულ მიწის საბაზრო ფასზე 15 942 ლარით მეტია. ხოლო ფიზიკური პირისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის (დასრულების) მომენტი. აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ აღნიშნული მომსახურების გაწევის მომენტი გადამხდელსაც მართლზომიერად ჰქონდა განსაზღვრული და დეკლარირებული ჰქონდა აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ -ის ” (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. მომჩივნის პოზიციით, მშენებარე აქტივზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მისი დაბეგვრის დროს წარმოადგენს მისი ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად დაკვალიფიცირებული ოპერაცია შეფასდა სასყიდლიან მიწოდებად.შესაბამისად,მოგების გადასახადში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
მომჩივანს მიერ დასაბეგრი თანხა, ნაცვლად მიღებული მიწის საბაზრო ფასისა, განისაზღვრა მეაღნაგე ფიზიკური პირისთვის გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასით, რაც საგადასახადო აქტით განსაზღვრულ სანაცვლოდ მიღებულ მიწის საბაზრო ფასზე მეტია.
მომსახურების გაწევის მომენტად მიჩნეული უნდა იქნას ის მომენტი, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ შესრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და დადგება ყველა პირობა, რომელიც შეთანხმებულია მხარეთა შორის და არა საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების მომენტი.აღნიშნულ ნაწილში დღგ-ით დასაბეგრი თანხა გაიზარდა,რამაც გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21)