გადაწყვეტილება №19708/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 07.07.2023
№ დოკუმენტი 19708/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19708/2/2023

07 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 17.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19708/2/2023).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 ივნისის №15715 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის №086-74 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №086-3 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 აპრილის №8997 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 102 053 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 65 598 დღგ - 2 633

საშემოსავლო გადასახადი - 51 790

ქონების გადასახადი - 11 175

ჯარიმა - 17 247

საურავი - 19 208

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 7 სექტემბრის №28448 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 21 დეკემბრის №39666 ბრძანება და 22 დეკემბრის №086-74 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 146 949 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 24 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 21.06.2022 წლის №15715 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.01.2023 წლის დასკვნა, 1.02.2023 წლის №1571 ბრძანება და №086-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 43 030 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 102 053 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის №086-74 და 2023 წლის 1 თებერვლის №086-3 საგადასახადო მოთხოვნები 2023 წლის 24 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 26 აპრილის №8997 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №086-3 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში არ დააკმაყოფილა, ხოლო 2021 წლის 22 დეკემბრის №086-74 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 აპრილის №8997 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 ივნისის №1116 განკარგულების საფუძველზე 2023 წლის 16 ივნისს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება ი/მ ---- და შემოსავლების სამსახურს შორის. გადასახადის გადამხდელს, 2023 წლის 16 მარტის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების თანხა განესაზღვრა 38 000 ლარით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოსდგენს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 ივნისის №15715 ბრძანების აღსრულების შედეგები და საჩივრის განუხილველად დატოვება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის №086-74 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 24 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელიც №15715 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 1 თებერვალს გამოიცა №086-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 43 030 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის №086-74 და 2023 წლის 1 თებერვლის №086-3 საგადასახადო მოთხოვნები 2023 წლის 24 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 26 აპრილის №8997 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №086-3 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში არ დააკმაყოფილა, ხოლო 2021 წლის 22 დეკემბრის №086-74 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 აპრილის №8997 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, ვინაიდან მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301; 304