ბრძანება N 19490

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.08.2024
№ დოკუმენტი 19490
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19490

29 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 20 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №91559/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის №006-385 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სახეზეა არცოდნითა და გამოუცდელობით დაშვებული სამართალდარღვევა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5195 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №006-703 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 23, 24 იანვრის და 13 თებერვლის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ის ოპერაციები (უძრავი ქონების რეალიზაცია), რომლებზეც დადასტურდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების არსებობა, განიხილოს შპს ,,---“-ის ოპერაციად (რეალიზაციად) და აღნიშნულის გათვალისწინებით, უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძვლით დარიცხული დღგ დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5195 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 22 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 59 271 ლარით, მათ შორის გადასახადი 46 386 ლარით და ჯარიმა 12 885 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 24 ივლისის №006-385 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 მარტის #5195 ბრძანების საფუძველზე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ცალკეულ ფართებზე დასტურდება ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების არსებობა. შესაბამისად, აღნიშნული რეალიზაციები ჩაითვალა შპს "---"-ის ოპერაციად და შპს "---ს" დარიცხული დღგ-ის თანხა დაექვემდებარა ნაწილობრივ შემცირებას. ამავდროულად, გადაანგარიშების შედეგად შეიცვალა საგადასახადო შემოწმებით დადგენილი დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და ნაცვლად 2020 წლის 8 იანვრისა, განისაზღვრა 2020 წლის 17 აგვისტოთი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდა, რომ ცალკეულ ფართებზე დასტურდება ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების არსებობა. შესაბამისად, აღნიშნული რეალიზაციები ჩაითვალა შპს "---"-ის ოპერაციად და შპს "---ის" დარიცხული დღგ-ის თანხა ნაწილობრივ შეუმცირდა. რაც შეეხება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სახეზეა არცოდნითა და გამოუცდელობით დაშვებული სამართალდარღვევა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს ბრძანების საფუძველზე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ცალკეულ ფართებზე დასტურდება ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების არსებობა. შესაბამისად, აღნიშნული რეალიზაციები ჩაითვალა სხვა საწარმოს ოპერაციად და მომჩივნის დარიცხული დღგ-ის თანხა დაექვემდებარა ნაწილობრივ შემცირებას. ამავდროულად, გადაანგარიშების შედეგად შეიცვალა საგადასახადო შემოწმებით დადგენილი დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და ნაცვლად 2020 წლის 8 იანვრისა, განისაზღვრა 2020 წლის 17 აგვისტოთი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 2 1.