ბრძანება N 25551
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25551
20 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“-ის (ს/ნ -----) (ფაქტ. მის.:-----)
2025 წლის 15 და 22 ოქტომბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი N 94) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) 2025 წლის 15 ოქტომბრის N 584691 და 22 ოქტომბრის N 98469/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 სექტემბრის N 045-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი მიუთითებს, რომ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის ჩამოწერას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 აგვისტოს N 18472 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) 2025 წლის 14 ივლისის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
"1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფულის ნაშთის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, დამფუძნებლის შენატანების შესახებ ინფორმაცია და ავტომანქანის შეძენის/თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტები);
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;”
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 აგვისტოს N 18472 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 17 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა ჯამში 58 053 ლარით, კერძოდ, გადასახადი 38 702 ლარით, ჯარიმა 19 351 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 24 სექტემბრის N 045-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის მომენტში, კომპანიის მიერ გამოგზავნილ საბუღალტრო პროგრამაში და ასევე, საბანკო ამონაწერების ანალიზით არ ფიქსირდებოდა ავტომანქანის შეძენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მანქანა ფიქსირდებოდა შპს „-----”-ის საკუთრებაში 2024 წლის 29 აგვისტოდან. გადასახადის გადამხდელმა, გადაანგარიშების ფარგლებში, წარმოადგინა ამავე თარიღში გაფორმებული ავტომანქანის შესყიდვის ხელშეკრულება, სადაც შპს „-----”-ს დამფუძნებლისგან შეძენილი აქვს ავტომანქანა 33 000 ლარად, აღნიშნულ ხელშეკრულებაში, ასევე მითითებულია, რომ შესყიდვის თანხა სრულად არის გადახდილი. ასევე, შესწავლის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება საქართველოში შემოყვანილი ყავს დამფუძნებელ ფიზიკურ პირს, ხოლო მანქანის განბაჟება მოხდა შპს „-----”-ის სახელზე. შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად, ფულის მოძრაობაში გათვალისწინებულ იქნა მანქანის შესაძენად გადახილი თანხა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ითხოვს ფულის მოძრაობაში, დამფუძნებლისგან აღებული სესხის ნაშთის გათვალისწინებას. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინდა საბანკო მონაცემები, სადაც ფიქსირდება დამფუძნებლის მიერ კომპანიაში შეტანილი თანხები. ამასთან, ბუღალტრული მონაცემების შესაბამისად, ფულის მოძრაობის ანალიზის მიხედვით, აღნიშნული სესხის ნაშთის არსებობა მართლზომიერია, ვინაიდან ამ თანხის გარეშე კომპანიის ხარჯები აღემატებოდა მიღებულ შემოსავალს. შესაბამისად, ბუღალტრული მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფიქსირებული დამფუძნებლის ვალდებულების თანხა 121 806 ლარი, გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის განკარგვად თანხაში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, დაუკორექტირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები დამფუძნებლის შენატანების და ავტომანქანის შეძენის/თანხის გადახდის შესახებ. გადაანგარიშების შედეგად, ფულის მოძრაობაში/განკარგვადი თანხის გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა მანქანის შესაძენად გადახდილი თანხა და აღნიშნულის შესაბამისად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფიქსირებული დამფუძნებლის ვალდებულების თანხად განისაზღვრა 121 806 ლარი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის განკარგვად თანხაში. შედეგად, შემცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან, სანქციის ჩამოწერასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადამხდელი მიუთითებს, რომ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის ჩამოწერას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები დამფუძნებლის შენატანების და ავტომანქანის შეძენის/თანხის გადახდის შესახებ. გადაანგარიშების შედეგად, ფულის მოძრაობაში/განკარგვადი თანხის გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა მანქანის შესაძენად გადახდილი თანხა და აღნიშნულის შესაბამისად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფიქსირებული დამფუძნებლის ვალდებულების თანხად განისაზღვრა 121 806 ლარი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის განკარგვად თანხაში. შედეგად, შემცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 275; 154;