გადაწყვეტილება №23088/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23088/2/2024
05 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------------ი (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------ის 18.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23088/2/2024).
დავის საგანი:
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №002-314 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.02.2024 წლის №3120 ბრძანება. დარიცხული თანხა: 104 681 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 62 496
დღგ - 855
მოგების გადასახადი - 2 523
საშემოსავლო გადასახადი - 58 434
ქონების გადასახადი - 684
ჯარიმა - 27 828
საურავი - 14 357
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 4 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე განთავსებული კითხვარის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კითხვარში მითითებული პირების მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას. შესაბამისად, აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №33089 ბრძანება და №002-314 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 თებერვლის №3120 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 15.03.2024 წლის №22341/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა იმავე საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, 2024 წლის 18 მაისს კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №002-314 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 თებერვლის №3120 ბრძანება 2024 წლის 22 თებერვლის გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2024 წლის 15 მარტის №22341/2/2024 გადაწყვეტილებით, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული აქტების გაუქმების მოთხოვნით 2024 წლის 18 მაისს გადასახადის გადამხდელმა კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის საქალაქო სასამართლოში, გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში და არა იმავე ორგანოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 4 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე განთავსებული კითხვარის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კითხვარში მითითებული პირების მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას. შესაბამისად, აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33089 ბრძანება და №002-314 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №3120 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №22341/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა იმავე საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ზ“);