ბრძანება N 18365
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18365
14 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 18 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 18 ივნისის №94876/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №024-16 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ გადაანგარიშებით რიგ შემთხვევებში არ არის გათვალისწინებული კატეგორიების ღირებულების და ფაქტიურად მიღებული ფასნამატის მონაცემები. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს დაფიქსირებული აქვთ სარეალიზაციო ფასები 704 დასახელების საქონელზე. მ.შ. დაფიქსირდა ფიზიკური პირებისგან 1,8 ლარად შეძენილი კარტოფილის სარეალიზაციო ფასი 1 კგ. - 2,35 ლარი ანუ ფასნამატია - 30,56%. გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფასნამატი უნდა გავრცელებულიყო ფიზიკური პირებისგან შეძენილ ხილ-ბოსტნეულზე. იურიდიული პირებისგან სასაქონლო ზედნადებით შეძენილ ხილ-ბოსტნეულთან დაკავშირებით, გადამხდელი მიიჩვევს, რომ ვინაიდან აღნიშნული შეძენები ასახულია საკონტროლო შესყიდვის ატებში, მასზე უნდა გავრცელებულიყო საშუალო შეწონილი ფასნამატი. ასევე განმარტავს, რომ აუდიტორებმა არ გაითვალისწინეს საცალო რეალიზაციის თანმდევი ხარჯის ღირებულება, რომელიც შედის რპთ-ში. აცხადებს, რომ ის აისახა ან რეალიზაციაში ან წლის ბოლოს არსებულ ნაშთებში და ორივე შემთხვევაში გაიზარდა რეალიზებული საქონლის რპთ. აღნიშნავს, რომ მარკეტებიდან რეალიზაციის რპთ-ის კატეგორიების მიხედვით პროპორციის გასაანგარიშებლად ჯამური მიღებიდან არ არის გამოკლებული სალონის და რესტორნის რპთ. შესაბამისად კატეგორიების წილი შეძენაში არასწორია. გადამხდელი მიუთითებს „პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ" მეთოდური მითითების მე-18 მუხლზე და აცხადებს, რომ დოკუმენტური რეალიზაციების თვითღირებულების ჩამოწერა განხორციელებულია საერთო შესყიდვაში ჯგუფის (კატეგორიის) პროპორციის შესაბამისად მიუხედვად იმისა, რომ ამ ჯგუფის საქონელი შეიძლება საერთოდ არ ფიქსირდებოდეს დოკუმენტურ რეალიზაციაში, რითაც უხეშად დაირღვა მეთოდური მითითების მოთხოვნები. გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ შეცდომებია დაშვებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისას, რის შედეგადაც საშემოსავლო გადასახადის თანხა 134 044 ლარით მეტია დარიცხული, ხოლო ჯარიმა 593 303 ლარითაა გაზრდილი. ასევე ჯარიმის გაანგარიშებისას მიუთითებს პანდემიის პერიოდში საშემოსავლო გადასახადის შეღავათზე.
2. დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ ხარჯი სამივე წელზე ნაკლებია ვიდრე №0256 მანუალითაა დადგენილი. შესაბამისად მოგების გადასახადის დარიცხვის საკითხი საერთოდ არ უნდა დამდგარიყო. ასევე გაუგებარია როგორ განსაზღვრა აუდიტორმა საქონლის დასახელების მიხედვით შეძენები, როდესაც გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემების მიწოდება. ასევე მაგალითისთვის აცხადებს, რომ 2022 წელს მანუალის მიხედვით შეძენაში 6 469 125 ლარიდან 3 265 402 ლარი ანუ 50%-ზე მეტი არ არის გათვალისწინებული ხარჯებში.
3. არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხთან დაკავშირებით გადამხდელი აცხადებს, რომ 97 267 ლარის მოგების გადასახადზე დარიცხულია 266 954 ლარის ოდენობის ჯარიმა. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილზე. ასევე გადამხდელი გონივრული ნაშთის გადაანგარიშებას ითხოვს ანგარიშვალდებული პირების მიერ მომწოდებელზე გადახდილი თანხების გათვალისწინებით. ამასთან აღნიშნავს, რომ აუდიტორებს შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად არ უხელმძღვანელიათ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №9-ის შესაბამისად. აგრეთვე მიუთითებს აღნიშნული მეთოდური მითითების განახლებულ ვერსიაზე, რომლის მიხედვით საკასო ხარჯს მიეკუთვნება ის თანხები, რომელიც გაანგარიშებულია არაპირდაპირი მეთოდით, ხოლო საკასო შემოსავალს უნდა დაემატოს ის თანხა, რომელიც გაანგარიშებულია არაპირდაპირი მეთოდით. შესაბამისად აღნიშნული თანხებით უნდა გაიზარდოს გონივრული ნაშთი, ხოლო არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების ცვლილების შემთხვევაში, შეიცვლება გონივრულ ნაშთზე დასამატებელი თანხებიც. ასევე აცხადებს, რომ სალაროს ნაშთის შემცირება უნდა განხორციელებულიყო გაცემული ვაუჩერების საფუძველზე და 2019 წლის 2 აგვისტოს შპს „-------“-ის 25%-იანი წილის შეძენისათვის გადახდილი თანხით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №26909 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №26909 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 7 მაისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 7 984 151 ლარი, მათ შორის: გადასახადი 5 643 069 ლარი, ჯარიმა 2 341 082 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 19 მაისის №024-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდა შეძენილი საქონლის კატეგორიებად დაყოფა, ასევე კატეგორიებად დაიყო საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი საქონელი. აღნიშნული ინფრომაციის წარმოდგენის შემდგომ შემმოწმებლების მიერ მოხდა შეძენაში კატეგორიის წილის პროპორციულად რპთის ჩაშლა და შესაბამის კატეგორიას მიესადაგა საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კატეგორიაზე დადგენილი ფასნამატი. აღნიშნული მონაცემების შესწავლის და დამუშავების შედეგად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
● ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია დამატებით მტკიცებულებები, შესაბამისად, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
● დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია დამატებით მტკიცებულებები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია (ფიზიკური პირებისგან შესყიდვა) შესასწავლად გადაგზავნილ იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რის შედეგადაც დადგენილია სიყალბე, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ მომხდარა.
● არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დამატებით დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის ინფორმაცია, ვაუჩერის თანხები ამობეჭდილია თუ არა საკონტორლო-სალარო აპარატში (შემოწმება ჩატარდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით), შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ მომხდარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დადგენილ გარემოებებს, კერძოდ:
● აუდიტის დეპარტამენტის მიერ ფასნამატის გავრცელების პროცესში სრული რპთ-დან გამოკლებულია ისეთი რეალიზაციის რპთ, რომელზეც არ უნდა განხორციელებულიყო ფასნამატის გავრცელება. კერძოდ, რპთ-ს გამოაკლდა რესტორნის რპთ, სალონის რპთ, დოკუმენტური რეალიზაციის რპთ და 2019 წელს შემოწმებული პერიოდის, აპრილის თვის რპთ. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს მიერ საგადასახადო შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, დოკუმენტური რეალიზაციის რპთ-ს გამომიჯვნა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გათვალისწინებით კატეგორიების მიხედვით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების პროცესში მოხდა, როგორც დღგ-ის ბრუნვის კორექტირება, ასევე საშემოსავლო გადასახადის, რის შედეგადაც გარკვეულ პერიოდში მოხდა როგორც დარიცხვის გაზრდა ასევე შემცირება, შესაბამისად, კონკრეტულ პერიოდში შესაძლებელია მომხდარიყო ჯარიმის გადაჭარბება გადასახადზე, თუმცა სალდირებულად საგადასახადო მოთხოვნის ფარგლებში ჯარიმის გადამეტება გადასახადზე არ მომხდარა. ყოველივე ზემოაღნიშნული მონაცემების შესწავლის და დამუშავების შედეგად, საგადასახდო შემოწმების მიერ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
● ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია დამატებით მტკიცებულებები, შესაბამისად, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის განსაზღვრისთვის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებულია სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, რომლის შინაარსის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, კერძოდ, გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის რენტაბელობა ყველა წელს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რის შედეგადაც განსაზღვრულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ოდენობა. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია (ფიზიკური პირებისგან შესყიდვა) შესასწავლად გადაგზავნილ იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რის შედეგადაც დადგინა სიყალბე, ამდენად, საგადასახადო შემოწმების მიერ აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა.
● არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დამატებით დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის ინფორმაცია, ვაუჩერის თანხები ამობეჭდილია თუ არა საკონტორლოსალარო აპარატში, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით სალაროს გონივრული ნაშთის გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულია ანგარიშვალდებულ პირთა ბუღალტრული ანგარიში.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა შეძენილი საქონლის კატეგორიებად დაყოფა, ასევე კატეგორიებად დაიყო საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი საქონელი. აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის შემდგომ შემმოწმებლების მიერ მოხდა შეძენაში კატეგორიის წილის პროპორციულად რპთ-ს ჩაშლა და შესაბამის კატეგორიას მიესადაგა საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კატეგორიაზე დადგენილი ფასნამატი. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ მაგალითს კარტოფილის ფასნამატთან დაკავშირებით, ვინაიდან ხილბოსტანის კატეგორია შედგება საკმაოდ მრავალფეროვანი დასახელების პროდუქციისგან და ისეთ პირობებში, როდესაც აღნიშნული კარტოფილის მიყიდვის ფაქტს არ ადასტურებს მეორე მხარე, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, აუდიტის დეპარტამენტი ვერ იხელმძღვანელებდა მხოლოდ კარტოფილის ფასნამატით, შესაბამისად, ხილ-ბოსტანის კატეგორიაზე გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი.
იურიდიული პირებისგან სასაქონლო ზედნადებით შეძენილ ხილ-ბოსტნეულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა კატეგორიებად დაყოფილ რპთ-ზე ფასნამატის გავრცელება, შესაბამისად რპთ-ში მონაწილეობას იღებს, როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილი, ასევე იურიდიული პირებისგან მიღებული პროდუქცია. ამდენად, ფასნამატის გავრცელება მოხდა, როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილ საქონელზე, ასევე იურიდიული პირებისგან განხორციელებულ შეძენაზე.
საცალო რეალიზაციის თანმდევ ხარჯთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების პროცესში გავლილი და შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელთან ერთად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა რპთ-ის გაშიფრვა, ასევე გადასახადის გადამხდელს უნდა გაეშიფრა საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგები, თუმცა გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა არც რპთ-ის და არც ნაშთების გაშიფრვა, შესაბამისად აღნიშნული საკითხი ვერ იქნა დადასტურებული.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატი;
2. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი;
3. არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
● გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდა შეძენილი საქონლის კატეგორიებად დაყოფა, ასევე კატეგორიებად დაიყო საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი საქონელი. აღნიშნული ინფრომაციის წარმოდგენის შემდგომ შემმოწმებლების მიერ მოხდა შეძენაში კატეგორიის წილის პროპორციულად რპთის ჩაშლა და შესაბამის კატეგორიას მიესადაგა საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კატეგორიაზე დადგენილი ფასნამატი. აღნიშნული მონაცემების შესწავლის და დამუშავების შედეგად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
● ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია დამატებით მტკიცებულებები, შესაბამისად, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
● დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია დამატებით მტკიცებულებები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია (ფიზიკური პირებისგან შესყიდვა) შესასწავლად გადაგზავნილ იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რის შედეგადაც დადგენილია სიყალბე, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ მომხდარა.
● არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დამატებით დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის ინფორმაცია, ვაუჩერის თანხები ამობეჭდილია თუ არა საკონტორლო-სალარო აპარატში (შემოწმება ჩატარდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით), შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ მომხდარა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)