ბრძანება N 18500
📄 სრული ტექსტი
N 18500
14 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის: -------, -------)
2026 წლის 16 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 ივლისის სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2026 წლის 16 ივლისის №103486/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მაისის №------- კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება რეალიზაციის ზედნადებები, რომელთა მოცულობა შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 30%-ს. ზედნადებებში დაფიქსირებული პროდუქციის დასახელებები სრულად ედრება შესყიდვის დოკუმენტებში დაფიქსირებულ დასახელებებს. გაშიფრულ იქნა რეალიზაციის ზედნადებები და თითოეულ სარეალიზაციო პროდუქტს პერიოდის გათვალისწინებით დაუკავშირდა შესაბამისი თვითღირებულება. მიღებული დოკუმენტური ფასნამატის მონაცემი, შეუდარდა შემოწმების მონაცემს რა დროსაც გამოვლინდა სხვაობა.
ამასთან, წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში არასრულად ქონდა დაფიქსირებული საბანკო პროცენტის ხარჯი, რითიც გაზრდილია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 დეკემბრის №27765 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №------- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. „ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.; ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); 3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 დეკემბრის №27765 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 15 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 19 მაისის №------- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტორის მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარამოდგენილი დოკუმენტაციის (ექსელის ცხრილების) გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და ანალიზი. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენა/რეალიზაციას ძირითადად ახდენს ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმების პროცესში მეწარმეს ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. დეკლარირებული ფასნამატი შეადენს 3%-ს. საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით, მეწარმის კუთვნილ ობიეტში სმფ-ების ნაშთი არ აღმოჩნდა. შესამოწმებელ პერიოდში, განისაზღვრა მთლიანი რპთ, რაზედაც გავრცელებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.