ბრძანება N 14434

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.07.2026
№ დოკუმენტი 14434
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14434

30 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 12 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 ივნისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა შპს -----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 12 ივნისის №102833/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 აპრილის №----- კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საწვავის მიღების და რეალიზაციის აღრიცხვის ჟურნალების (ელექტრონული) ამონარიდი ექსელის ფორმატით. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ დიზელის საწვავი 2 310 214 ლიტრი რეალიზებულია, რომელზედაც არ არსებობს შესაბამისის შეძენის ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტი. საწარმოს სრულად აქვს დაბეგრილი მიღებული შემოსავალი, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. აღნიშნული საწვავი გამოწერილია ტალონის სანაცვლოდ და არ აღნიშნავს საწვავის მიწოდების ფაქტს. სატალონო კოდით გამოწერილ დოკუმენტებზე, მიმღების მხრიდან შესაძლო დღგ-ის ჩათვლის შემთხვევაზე, მომჩივანმა მიმართა საგამოძიებო სამსახურს დანაშაულის გამოვლენის მიზნით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რომელმაც უნდა დაადგინოს ვისი ბრალეული მოქმედებით მოხდა საჩივარში მითითებული რეალურად არარსებული დიზელის საწვავის სატალონო კოდით ფაქტურების გამოწერა.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ ფასნამატებს და განმარტავს, რომ ფასს არეგულირებს ბაზარი და ზოგიერთ შემთხვევაში საწვავის თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით რეალიზაცია ხდება.

3. გადამხდელი არ ეთანხმება სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ აღნიშნული ქონება შეძენილი იყო დოკუმენტურად შპს „-----“ და შეძენის დროს გადახდილი ღირებულება წარმოადგენდა საბაზრო ფასს. აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები შემდგომში გაყიდულია ფიზიკურ პირებზე და არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული რეალიზაცია გათვალისწინებულია შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში.

4. გადასახადის გადამხდელი შპს „-------“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით მიღებული ჩათვლის გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ჩათვლა მოხდა სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე და მეორე მხარის მიერ დღგ გადახდილია ბიუჯეტში. აღნიშნავს, რომ მომწოდებელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია ჩასწორებული ფასით ახალი დოკუმენტის გამოწეროს და შეიმციროს ზედმეტად გადახდილი დღგ.

5. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, შემოწმების დასაწყისისთვის კომპანიას ეკონომიკური საქმიანობა შეწყვეტილი ჰქონდა და ფულის ნაშთი იყო 0 ლარი. ამასთან, შემოწმებამ 2 310 214 ლიტრი დიზელის შესაძლო რეალიზაციის გათვალისწინებით გამოიყვანა სალაროს ნაშთი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის სრულად გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 მარტის №4789 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (მ.შ. შესაბამისი ორგანოების ჩართულობით) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მყიდველებთან გაფორმებული და სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასთან/ღირებულებებთან დაკავშირებით;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 მარტის №4789 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 8 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 17 აპრილის №----- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

პირველ სადავო საკითხზე, ვინაიდან გადამხდელის მიმართვის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში უკვე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №---- საქმეზე, გათვალისწინებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაცია.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ არ იქნა მოწოდებული სატრანსპორტო საშუალებების მყიდველებთან გაფორმებული და სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასთან/ღირებულებებთან დაკავშირებით.

მე-5 სადავო საკითხზე, გათვალისწინებული იქნა პირველი და მესამე სადავო საკითხების შესწავლის შედეგები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიმართვის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში უკვე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №-----საქმეზე, გათვალისწინებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაცია. ამასთან, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა მიწოდებული სატრანსპორტო საშუალებების მყიდველებთან გაფორმებული და სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასთან/ღირებულებებთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ასევე, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----“ (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ ფასნამატებს;

3. გადამხდელი არ ეთანხმება სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს.

4. გადასახადის გადამხდელი შპს-ს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით მიღებული ჩათვლის გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ჩათვლა მოხდა სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე და მეორე მხარის მიერ დღგ გადახდილია ბიუჯეტში.

5. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

პირველ სადავო საკითხზე, ვინაიდან გადამხდელის მიმართვის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში უკვე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, გათვალისწინებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაცია. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ არ იქნა მოწოდებული სატრანსპორტო საშუალებების მყიდველებთან გაფორმებული და სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასთან/ღირებულებებთან დაკავშირებით. მე-5 სადავო საკითხზე, გათვალისწინებული იქნა პირველი და მესამე სადავო საკითხების შესწავლის შედეგები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304 (21)