ბრძანება N 17885

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.08.2026
№ დოკუმენტი 17885
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17885

07 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 10 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 10 ივლისის №103385/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 ივნისის №006-199 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

მომჩივანი აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა არასათანადოდ გამოიკვლია საკითხი და არასრულად შეისწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია (მ.შ. საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები, სასაქონლო ინვოისები და სხვ.). წარმოდგენილი აქვს თავდაპირველ საჩივარში მითითებული სადავო საკითხი, კერძოდ:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ კომპანია ახორციელებს როგორც იმპორტს, ასევე, ადგილობრივ შესყიდვას და შემდგომ რეალიზაციას არა მარტო კარტრიჯების, არამედ ასევე კარტრიჯის ჩიპების, კარტრიჯის ფოტო დოლურების, ჭავლური პრინტერისთვის განკუთვნილი მელნების, ლაზერული კარტრიჯების ტონერის (ფხვნილის) იმპორტ/რეალიზაციას. შემოწმებამ კი არ გაითვალისწინა აღნიშნული ფაქტი და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ფარგლებში, უბრალოდ დააჯამა სრულად იმპორტირებული საქონელი რაოდენობაში და მას მოაკლო სასაქონლო ზედნადებების მიხედვით გაყიდული რაოდენობის ჯამი, რის შედეგადაც ცხადია მიიღო არარეალური შედეგი, რამაც გამოავლინა თითქოსდა 26 536 ცალი კარტრიჯის რაოდენობრივი სხვაობა საბოლოო ნაშთთან მიმართებაში. სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, განმარტავს რომ სამეწარმეო სუბიექტის მხრიდან, სამეურნეო საჭიროებისათვის მ.შ. შოუ ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში, სალაროში ნაშთის ქონა არ შეიძლება იქნას განხილული არაგონივრულ ან/და ფიქტიურ ნაშთად. ასევე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე იდენტური სახის საგადასახადო დავასთან დაკავშირებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება/განჩინება (საქმის ნომერი ბს-1210(2კ-21)).

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 თებერვლის №3950 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 17 დეკემბრისა და 2026 წლის 22 იანვრის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 თებერვლის №3950 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 15 მაისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 140 930 ლარი, მათ შორის გადასახადი 92 749 ლარი და ჯარიმა 48 181 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა გადაანგარიშების ეტაპზე წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლი, რომელშიც ასახული იყო მხოლოდ საქონლის მოძრაობა, სხვა ანგარიშებზე არ იყო ასახული სრული ინფორმაცია. საქონლის მოძრაობის ანალიზისას დადგინდა, რომ ბუღალტრულ პროგრამაში ასახული მონაცემები არ ედრებოდა დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემებს. კერძოდ, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული და ბუღალტრულად ჩამოწერილი საქონლის სახეობა, დრო და რაოდენობა აცდენილი იყო ერთმანეთს. ასევე, შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო სმფ-ის ნაშთების შესახებ ინფორმაცია, როგორც სახეობრივი, ისე თანხობრივი გაშიფვრით, ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი ნაშთები არ ედრებოდა წინა ეტაპზე წარმოდგენილ მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული ბუღალტრული პროგრამის მონაცემები გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელმა, ასევე, წარმოადგინა საბაჟო დოკუმენტაცია (ინვოისები), რაც შემოწმების პროცესში მოწოდებული არ ყოფილა. ინვოისების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელს იმპორტირებული ჰქონდა ისეთი სახის პროდუქცია (ჩიპები, ტონერები, ყუთები და სხვ.), რაც საბაჟო ბაზის მონაცემებში იდენტიფიცირდებოდა, როგორც კარტრიჯი და შემოწმების პროცესში საქონლის (კარტრიჯის) მოძრაობაში იღებდა მონაწილეობას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოხდა საქონლის რაოდენობის კორექტირება, რამაც გავლენა იქონია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებზე და ნაწილობრივ დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა დამატებით შეესწავლა საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ასლი, რომელშიც ასახული იყო მხოლოდ საქონლის მოძრაობა, სხვა ანგარიშებზე არ იყო ასახული სრული ინფორმაცია. საქონლის მოძრაობის ანალიზისას დადგინდა, რომ ბუღალტრულ პროგრამაში ასახული მონაცემები არ ედრებოდა დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემებს. კერძოდ, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული და ბუღალტრულად ჩამოწერილი საქონლის სახეობა, დრო და რაოდენობა აცდენილი იყო ერთმანეთს. ასევე, გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი ნაშთები არ ედრებოდა შემოწმების პროცესში წარმოდგენილ სმფ-ის ნაშთების შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, აღნიშნული ბუღალტრული პროგრამის მონაცემები გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელმა, ასევე, წარმოადგინა საბაჟო დოკუმენტაცია (ინვოისები), რომელთა შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელს იმპორტირებული ჰქონდა ისეთი სახის პროდუქცია (ჩიპები, ტონერები, ყუთები და სხვ.), რაც საბაჟო ბაზის მონაცემებში იდენტიფიცირდებოდა, როგორც კარტრიჯი და შემოწმების პროცესში საქონლის (კარტრიჯის) მოძრაობაში იღებდა მონაწილეობას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოხდა საქონლის რაოდენობის კორექტირება, რის შედეგადაც გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 140 930 ლარით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა გადაანგარიშების ეტაპზე წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლი, რომელშიც ასახული იყო მხოლოდ საქონლის მოძრაობა, სხვა ანგარიშებზე არ იყო ასახული სრული ინფორმაცია. საქონლის მოძრაობის ანალიზისას დადგინდა, რომ ბუღალტრულ პროგრამაში ასახული მონაცემები არ ედრებოდა დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემებს. კერძოდ, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული და ბუღალტრულად ჩამოწერილი საქონლის სახეობა, დრო და რაოდენობა აცდენილი იყო ერთმანეთს. ასევე, შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო სმფ-ის ნაშთების შესახებ ინფორმაცია, როგორც სახეობრივი, ისე თანხობრივი გაშიფვრით, ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი ნაშთები არ ედრებოდა წინა ეტაპზე წარმოდგენილ მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული ბუღალტრული პროგრამის მონაცემები გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელმა, ასევე, წარმოადგინა საბაჟო დოკუმენტაცია (ინვოისები), რაც შემოწმების პროცესში მოწოდებული არ ყოფილა. ინვოისების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელს იმპორტირებული ჰქონდა ისეთი სახის პროდუქცია (ჩიპები, ტონერები, ყუთები და სხვ.), რაც საბაჟო ბაზის მონაცემებში იდენტიფიცირდებოდა, როგორც კარტრიჯი და შემოწმების პროცესში საქონლის (კარტრიჯის) მოძრაობაში იღებდა მონაწილეობას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოხდა საქონლის რაოდენობის კორექტირება, რამაც გავლენა იქონია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებზე და ნაწილობრივ დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)