ბრძანება N 7350
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7350
05.04.2023
შპს „--------------“-ის (ს/ნ -----------)
ყოფილი დირექტორის -------------- (პ/ნ -----------)
(მის.: --------------------)
2022 წლის 28 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა შპს „------------“-ის (ს/ნ ------------) 2022 წლის 28 დეკემბრის №236760/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 ნოემბრის №136-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული:
1. ინფორმაცია მარაგების ნაშთის შესახებ, ასევე ის გარემოება, რომ როგორც ცალკე აღებული ცემენტის, ასევე წარმოებული ბლოკის ნაწილი მოხმარდა კომპანიის მიერ სასაწყობე შენობა-ნაგებობის მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებს;
2. წარმოების პროცესში ბლოკის საწარმოებლად გამოყენებული ცემენტის დანაკარგები მტვრის სახით, ასევე დაზიანებული/გატეხილი ბლოკები;
3. დამფუძნებლის მიერ კომპანიის კაპიტალში სხვადასხვა ოდენობით თანხის შეტანა;
4. ასევე შემოწმების მიერ მოწოდებულ ცხრილებში (სასაქონლო ზედნადები, ბლოკის წარმოების ცხრილები) ასახული მონაცემები გარკვეულ პერიოდებში განსხვავდება გადაანგარიშების დასკვნაში არსებული მონაცემებისგან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აგვისტოს №21404 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---------“-ის (ს/ნ ----------) ყოფილი დირექტორის ------------- (პ/ნ --------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აგვისტოს №21404 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 25 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 62 735 ლარი, მათ შორის: გადასახადი 45 795 ლარი, ჯარიმა 16 940 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 1 ნოემბრის №136-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმებით ბლოკის წარმოების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია როგორც ნაშთები, ასევე კომპანიის სასაწყობე შენობა-ნაგებობების მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისთვის გამოყენებული ბლოკების რაოდენობა, ხოლო დანაკარგები დადგენილი არ არის. გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით იქნა შესწავლილი გაწერილ დოკუმენტებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც შემცირებას დაექვემდებარა აღნიშნულ ნაწილში დღგ-ში დარიცხული თანხები.
გადაანგარიშების ეტაპზე, საჩივარში და დასკვნაში აღწერილი პირველი საკითხის გათვალისწინებით (ბლოკის წარმოება, სარეალიზაციო ფასები) დასაბეგრი შემოსავლის შემცირების შედეგად კორექტირებას - შემცირებას დაექვემდებარა ასევე საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა.
შემოწმების პროცესში შესწავლილია კაპიტალის მოძრაობა. გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მონაცემებით დაანგარიშებული ნაღდი ფულის მოძრაობის შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას - შემცირებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ ბლოკის წარმოების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია როგორც ნაშთები, ასევე კომპანიის სასაწყობე შენობა-ნაგებობების მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისთვის გამოყენებული ბლოკის რაოდენობა, ხოლო დანაკარგები დადგენილი არ არის. გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით იქნა შესწავლილი გამოწერილ დოკუმენტებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც შემცირებას დაექვემდებარა აღნიშნულ ნაწილში დღგ-ში დარიცხული თანხები. ასევე გადაანგარიშების ეტაპზე, 1- ლი საკითხის გათვალისწინებით (ბლოკის წარმოება, სარეალიზაციო ფასები) დასაბეგრი შემოსავლის შემცირების შედეგად შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ კაპიტალის მოძრაობასთან დაკავშირებით არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების მონაცემებით დაანგარიშებული ნაღდი ფულის მოძრაობის შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------------“-ის (ს/ნ -------------) ყოფილი დირექტორის ----------- (პ/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას, გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული:
1. ინფორმაცია მარაგების ნაშთის შესახებ, ასევე ის გარემოება, რომ როგორც ცალკე აღებული ცემენტის, ასევე წარმოებული ბლოკის ნაწილი მოხმარდა კომპანიის მიერ სასაწყობე შენობა-ნაგებობის მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებს;
2. წარმოების პროცესში ბლოკის საწარმოებლად გამოყენებული ცემენტის დანაკარგები მტვრის სახით, ასევე დაზიანებული/გატეხილი ბლოკები;
3. დამფუძნებლის მიერ კომპანიის კაპიტალში სხვადასხვა ოდენობით თანხის შეტანა;
4. ასევე შემოწმების მიერ მოწოდებულ ცხრილებში (სასაქონლო ზედნადები, ბლოკის წარმოების ცხრილები) ასახული მონაცემები გარკვეულ პერიოდებში განსხვავდება გადაანგარიშების დასკვნაში არსებული მონაცემებისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების მიერ ბლოკის წარმოების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია როგორც ნაშთები, ასევე კომპანიის სასაწყობე შენობა-ნაგებობების მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისთვის გამოყენებული ბლოკის რაოდენობა, ხოლო დანაკარგები დადგენილი არ არის. გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით იქნა შესწავლილი გამოწერილ დოკუმენტებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც შემცირებას დაექვემდებარა აღნიშნულ ნაწილში დღგ-ში დარიცხული თანხები. ასევე გადაანგარიშების ეტაპზე, 1- ლი საკითხის გათვალისწინებით (ბლოკის წარმოება, სარეალიზაციო ფასები) დასაბეგრი შემოსავლის შემცირების შედეგად შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ კაპიტალის მოძრაობასთან დაკავშირებით არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების მონაცემებით დაანგარიშებული ნაღდი ფულის მოძრაობის შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).