ბრძანება N 26501
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26501
17 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 9 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №132) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 9 დეკემბრის №93221/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ნოემბრის №006-466 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. მომჩივანი აცხადებს, რომ 2019 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული 2017-2018 წლებში საწარმოს მიერ დაბეგრილი ავანსის თანხები და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხული დღგ-ის შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ავტოსადგომის შემოწმებით განსაზღვრული ღირებულების საფუძველზე დღგ-ის დარიცხვას. აცხადებს, რომ ავტოსადგომის მყიდველ ფიზიკურ პირს ხელშეკრულება შემმოწმებელთან გაგზავნილი აქვს ორჯერ. კერძოდ, პირველად გაგზავნილია ხელმოუწერელი ხელშეკრულება 14 000 აშშ დოლარის ღრებულებაზე, ხოლო მეორედ გაიგზავნა ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელშიც ავტოსადგომის ფასი მითითებულია 5 000 ლარი. აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა იხელმძღვანელა იმ ხელშეკრულებით, რომელიც არ იყო ხელმოწერილი. ამასთან, ავტოსადგომი იყო არაკონდიციური, რაზეც წარადგინა ფოტო-მასალაც, თუმცა არ გაითვალისწინა აუდიტის დეპარტამენტმა.
3. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული წმინდა მოგების და სალაროს ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ ხარჯებში არ არის გათვალისწინებული სესხზე გადახდილი პროცენტები, რომელიც იფარებოდა როგორც შესამოწმებელ, ასევე, ხანდაზმულ პერიოდებში. მიუთითებს, რომ 2018 წელი დაახლოებით 400 000 ლარის ზარალით სრულდება და არა წმინდა მოგებით. მიუთითებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლი ბანკის ამონაწერის გარეშე და მოითხოვა ამონაწერები კომპანიის ხანდაზმულ პერიოდზე. გადამხდელმა მიმართა ბანკებს, თუმცა დროულად ვერ მიაწოდეს ამონაწერები და ახლა აქვს დართული საჩივარზე. მოთხოვნის შემთხვევაში განმეორებით წარმოადგენს ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლსაც, რითაც დადასტურდება, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფულადი ნაშთი 562 622 ლარი გახარჯულია ბანკის სესხის დასაფარად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ივნისის №13796 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 29 მაისის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ივნისის №13796 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2024 წლის 31 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლითაც გადამხდელს 2022 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
2019 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, კერძოდ, 2019 წლამდე ბუღალტრული პროგრამიდან გატარებების ექსელი და საბანკო ამონაწერები. წარმოდგენილი ინფორმაციით ვერ დადასტურდა 2019 წელს საკუთრებაში გადაცემულ ფართებზე 2017-2018 წლებში თანხების ავანსად მიღება. შესაბამისად, დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა (შემცირდა).
შემოწმებით განსაზღვრული წმინდა მოგების და სალაროს ნაშთის ოდენობასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, კერძოდ, 2019 წლამდე ბუღალტრული პროგრამიდან გატარებების ექსელი და საბანკო ამონაწერები. როგორც ხანდაზმულ პერიოდზე, ასევე, 2019 წლიდან. წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციით ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისგან აღებულმა სესხების ოდენობამ ჯამში შეადგინა 2 691 045 ლარი, ხოლო ამ სასესხო ვალდებულებების ფარგლებში გაწეულმა დანახარჯებმა (დაფარული სესხის ძირი და პროცენტები) მთლიან საანალიზო და შესამოწმებელ პერიოდში ჯამში შეადგინა 2 390 724 ლარი. აღნიშნული ინფორმაცია შემოწმების პროცესში აუდიტორისთვის ცნობილი არ იყო. შესაბამისად, აღებული სესხის ძირითადი თანხის ოდენობა ფულის მოძრაობაში გათვალისწინებული არ ყოფილა, რაც გადაანგარიშების დროს გათვალისწინების შემთხვევაში იწვევდა საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა (შემცირდა).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა დამატებით შეესწავლა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა 2019 წლამდე ბუღალტრული პროგრამიდან გატარებების ექსელი და საბანკო ამონაწერები. წარდგენილი ინფორმაციით ვერ დადასტურდა 2019 წელს საკუთრებაში გადაცემულ ფართებზე 2017-2018 წლებში ავანსად თანხის მიღება. შესაბამისად, დღგ-ის ნაწილში გადამხდელს არ შეუმცირდა თანხები.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია დაუსაბუთებელია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა დამატებით შეესწავლა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, დამატებით შეისწავლა 2019 წლამდე ბუღალტრული პროგრამიდან გატარებების ექსელი და საბანკო ამონაწერები, როგორც ხანდაზმულ პერიოდზე, ასევე, 2019 წლიდან. წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციით ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისგან აღებულმა სესხების ოდენობამ შეადგინა 2 691 045 ლარი, ხოლო ამ სასესხო ვალდებულებების ფარგლებში გაწეულმა დანახარჯებმა (დაფარული სესხის ძირი და პროცენტები) მთლიან საანალიზო და შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა ჯამში 2 390 724 ლარი. აღნიშნული ინფორმაცია შემოწმების პროცესში აუდიტორისთვის ცნობილი არ იყო. შესაბამისად, აღებული სესხის ძირითადი თანხის ოდენობა ფულის მოძრაობაში გათვალისწინებული არ ყოფილა, რაც გადაანგარიშების დროს გათვალისწინების შემთხვევაში იწვევდა საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებები არ შემცირდა.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი აცხადებს, რომ 2019 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული 2017-2018 წლებში საწარმოს მიერ დაბეგრილი ავანსის თანხები და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხული დღგ-ის შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ავტოსადგომის შემოწმებით განსაზღვრული ღირებულების საფუძველზე დღგ-ის დარიცხვას.
3. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული წმინდა მოგების და სალაროს ნაშთის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა დამატებით შეესწავლა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა 2019 წლამდე ბუღალტრული პროგრამიდან გატარებების ექსელი და საბანკო ამონაწერები. წარდგენილი ინფორმაციით ვერ დადასტურდა 2019 წელს საკუთრებაში გადაცემულ ფართებზე 2017-2018 წლებში ავანსად თანხის მიღება. შესაბამისად, დღგ-ის ნაწილში გადამხდელს არ შეუმცირდა თანხები.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია დაუსაბუთებელია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა დამატებით შეესწავლა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, დამატებით შეისწავლა 2019 წლამდე ბუღალტრული პროგრამიდან გატარებების ექსელი და საბანკო ამონაწერები, როგორც ხანდაზმულ პერიოდზე, ასევე, 2019 წლიდან. წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციით ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისგან აღებულმა სესხების ოდენობამ შეადგინა 2 691 045 ლარი, ხოლო ამ სასესხო ვალდებულებების ფარგლებში გაწეულმა დანახარჯებმა (დაფარული სესხის ძირი და პროცენტები) მთლიან საანალიზო და შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა ჯამში 2 390 724 ლარი. აღნიშნული ინფორმაცია შემოწმების პროცესში აუდიტორისთვის ცნობილი არ იყო. შესაბამისად, აღებული სესხის ძირითადი თანხის ოდენობა ფულის მოძრაობაში გათვალისწინებული არ ყოფილა, რაც გადაანგარიშების დროს გათვალისწინების შემთხვევაში იწვევდა საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებები არ შემცირდა.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).