ბრძანება N 23597

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.11.2024
№ დოკუმენტი 23597
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23597

05 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2024 წლის 31 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 აგვისტოს და 31 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №92 და №116) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 31 ივლისის №23597/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივლისის №005-113 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება კრედიტორულ დავალიანებასა და გადარიცხულ თანხას შორის სხვაობის ფიზიკური პირის სარგებლად განხილვას. მიუთითებს, რომ საწარმოსა და ფ/პ -----ს შორის 2015 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურმა პირმა შპს „----------“ ჩაურიცხა 66 835 აშშ დოლარის ექვივალენტი 161 540,21 ლარი, ასევე 2017 წლის პირველ ნოემბერს კომპანიას ჩაურიცხა 7000 აშშ დოლარი, 2017 წლის 29 ნოემბერს ჩარიცხა დამატებით 3000 აშშ დოლარი და 2017 წლის 13 დეკემბერს ასევე გადმორიცხული აქვს 7500 ლარი, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დასაფარავად. 2020 წლის პირველ დეკემბერს შპს „----------“ და ფ/პ ---------- შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ვინაიდან კომპანიის მხრიდან ვერ მოხდა ხელშეკრულებით ნაკისრი ბინის გადაცემა, კომპანიამ ფიზიკურ პირს უკან დაუბრუნა ზემოაღნიშნული თანხები, კერძოდ, 73 835 აშშ დოლარის ექვივალენტი - 245 523 ლარი (2020 წლის 01 დეკემბრის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი 1 აშშ დოლართან მიმართებით - 3.3253 ლარი). გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დავალებული იყო აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა ბრძანების აღსრულება.

2. არ ეთანხმება 2020 წლის დეკემბერში მოგების გადასახადის ნაწილში დეკლარირებულ სხვა ხარჯებს. აღნიშნავს, რომ უნდა მომხდარიყო შინაარსის გადაკვალიფიცირება, სხვა ხარჯები განხილულიყო როგორც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი და ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხები დაბეგრილიყო გადახდის წყაროსთან, როგორც დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირების ხელფასი ან გადასახადის არაგადამხდელი ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ფარგლებში გადახდილი საზღაური ან დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში გადახდილი იჯარის საფასური. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დავალებული იყო აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა ბრძანების აღსრულება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის პირველი თებერვლის №1581 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №8031 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები (მ.შ. წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის პირველი თებერვლის №1581 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 15 სექტემბრის №16355/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის პირველი ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 574 695 ლარი, მათ შორის, გადასახადი 565 514 ლარი, ჯარიმა 9 181 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 17 ივლისის №005-113 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

კრედიტორულ დავალიანებასა და გადარიცხულ თანხას შორის სხვაობის ფიზიკური პირის სარგებლად განხილვასთან და 2020 წლის დეკემბრის თვეში მოგების გადასახადში დეკლარირებულ სხვა ხარჯებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, შემოწმების ხელთ არსებული მასალების შესწავლა/დამუშავების შედეგად, ზემოაღნიშნულ სადავო საკითხებში აქტით დარიცხული თანხის კორექტირება არ განხორციელებულა, კერძოდ, გადამხდელის მიერ არ მომხდარა მოგების გადასახადის დეკლარაციაში სხვა ხარჯად დაბეგრილი თანხის ხელფასად დაკვალიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხოლო ფიზიკური პირისათვის კრედიტორული დავალიანების დაფარვის ნაწილში შპს „----------“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დარიცხვის საფუძვლები არ იცვლება.

დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობასთან დაკავშირებით, გადაანგარიშების პროცესში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ---------- მერიისგან 2023 წლის 31 მარტის №---------- მოხსენებითი ბარათით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა ----------ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ობიექტთა ნუსხაში და სარგებლობს თუ არა შპს „----------“ ამავე მუხლის 79-81 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათებით. შედეგად, აუდიტის დეპარტამენტს ეცნობა, რომ ---------- მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 19 ივნისის №---------- ბრძანებით შეთანხმდა ---------- შორის (ს/კ ----------) მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი ბინები, სავაჭრო საყოფაცხოვრებო, საოფისე, სწრაფი კვების ობიექტები, საგამოფენო დარბაზი, მცირე სამაყურებლო დარბაზი) არქიტექტურული პროექტი და გაიცა 2007 წლის 26 იანვრის №---------- სანებართვო მოწმობა (დამკვეთი: ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „----------“). აღნიშნული ობიექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და 81-ე ნაწილების თანახმად, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გასათავისუფლებელ ობიექტთა ნუსხაში შეყვანილია №---------- ნომრით. 2008 წლის 4 ივლისის №---------- ბრძანებით შეთანხმდა ---------- შორის (ს/კ ----------) მრავალფუნქციური შენობის (კომერციული და საოფისე ფართები, საცხოვრებელი ბინები) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა №---------- სანებართვო მოწმობა (დამკვეთი: ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „----------“ (----------)). აღნიშნული ობიექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და 81-ე ნაწილების თანახმად, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გასათავისუფლებელ ობიექტთა ნუსხაში შეყვანილია №---------- ნომრით. დამატებით გაცნობებთ, რომ 2011 წლის 17 ივნისის №---------- ბრძანებით შეთანხმდა ---------- შორის მდებარე, შპს „----------” კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ----------) მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. 2012 წლის 24 აპრილის №---------- ბრძანებით შეთანხმდა ---------- შორის, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე (ნაკვ. №----------), მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2012 წლის 30 აპრილიდან 2012 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დამატებული ღირებულების გადასახადში შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირდა 565 514 ლარით, ხოლო ჯარიმა 9 181 ლარით, სულ დარიცხული თანხა შემცირდა 574 695 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ კრედიტორულ დავალიანებასა და გადარიცხულ თანხას შორის სხვაობის ფიზიკური პირის სარგებლად განხილვასთან და 2020 წლის დეკემბრის თვეში მოგების გადასახადში დეკლარირებულ სხვა ხარჯებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, შემოწმების ხელთ არსებული მასალების შესწავლა/დამუშავების შედეგად, ზემოაღნიშნულ სადავო საკითხებში აქტით დარიცხული თანხის კორექტირება არ განხორციელებულა, კერძოდ, გადამხდელის მიერ არ მომხდარა მოგების დეკლარაციაში სხვა ხარჯად დაბეგრილი თანხის ხელფასად დაკვალიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა, ხოლო ფიზიკური პირისათვის კრედიტორული დავალიანების დაფარვის ნაწილში, შპს „----------“ მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დარიცხვის საფუძვლები არ იცვლება. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე, შემცირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის თანხა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კრედიტორულ დავალიანებასა და გადარიცხულ თანხას შორის სხვაობის ფიზიკური პირის სარგებლად განხილვასთან და 2020 წლის დეკემბრის თვეში მოგების გადასახადში დეკლარირებულ სხვა ხარჯებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, შემოწმების ხელთ არსებული მასალების შესწავლა/დამუშავების შედეგად, ზემოაღნიშნულ სადავო საკითხებში აქტით დარიცხული თანხის კორექტირება არ განხორციელებულა, კერძოდ, გადამხდელის მიერ არ მომხდარა მოგების დეკლარაციაში სხვა ხარჯად დაბეგრილი თანხის ხელფასად დაკვალიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა, ხოლო ფიზიკური პირისათვის კრედიტორული დავალიანების დაფარვის ნაწილში, მომჩივანის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დარიცხვის საფუძვლები არ იცვლება. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე, შემცირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის თანხა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).