გადაწყვეტილება №24907/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.04.2025
№ დოკუმენტი 24907/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24907/2/2025

11 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------" )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------" -ს 13.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24907/2/2025).

 

დავის საგანი:

იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო ორგანოს მიერ გაანგარიშებული საბაჟო ღირებულება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. 9.10.2024 წლის №"--------" საბაჟო დეკლარაცია;

2. საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2024 წლის №010474/2024 საბაჟო ღირებულებისა და საქონლის

კლასიფიკაციის სამმართველოს საქონლის ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის

დასკვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3371 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

დღგ - 2 882.54 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

9.10.2024 წელს მომჩივნის მიერ №"--------" საბაჟო დეკლარაციით იმპორტირებულ საქონელს (სასადილო თეთრეული - 866.40 კგ.; პლასტმასის იატაკის საფარი - 455.38 კგ.) მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ით დამუშავებისას განესაზღვრა „წითელი დერეფანი“, რისკის კრიტერიუმით - „საბაჟო ღირებულების სისწორის შემოწმება“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების შემოწმების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა №"--------"საბაჟო დეკლარაციის და თანმხლები დოკუმენტების (ელექტრონული განცხადება №"--------" ინვოისი №"--------"03.10.2024; სატრანსპორტო ზედნადები ნ/გ 07.10.2024; პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი №"--------"; 03.10.2024წ.) კამერალური შემოწმება, ასევე საქონლის საბაჟო დეკლარაციით მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის (იმავე ქვეყანაში წარმოებული) ერთეულის ფასის შესწავლა.

დადგინდა, რომ სასადილო თეთრეულის დეკლარირებული ფასი და იდენტური/მსგავსი საქონლის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ჩატარდა ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2024 წლის №010474/2024 საექსპერტო დასკვნის მიხედვით, 866.40 კგ. სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა - 4 167.37 აშშ დოლარი (11 347.75 ლარი), 455.38 კგ. პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულებად - 1 713.67 აშშ დოლარი (4 666.32 ლარი). ხოლო მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, 866.40 კგ. სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულება შეადგენდა - 6 988.12 ლარს, ხოლო 455.38 კგ. პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულება - 4 666.32 ლარს.

საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2024 წლის №010474/2024 ექსპერტიზის დასკვნა მომჩივანმა 17.10.2024 წელს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.11.2024 წლის №24321 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 12.12.2024 წლის №24403/2/2024 (რეგ. 24.12.2024წ; №03/94379) გადაწყვეტილებით, საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 26.02.2025 წლის №3371 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, მე-6 მუხლზე, 37-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე.

დადგენილია, რომ შპს „------ -ს “ მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, 866.40 კგ. სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულება შეადგენდა - 6 988.12 ლარს, ხოლო 455.38 კგ. პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულება - 4 666.32 ლარს. საბაჟო ღირებულების შემოწმების მიზნით, განხორციელდა №"--------" საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, ასევე საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის (რომელიც წარმოებულია იმავე ქვეყანაში) ერთეულის ფასის შესწავლა, რის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის - სასადილო თეთრეულის დეკლარირებული ფასი და იდენტური/მსგავსი საქონლის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

დადგენილია ასევე ის ფაქტიც, რომ შპს „------ -ს “ მიერ წარდგენილი დოკუმენტების შეფასების პროცესში ვერ დადგინდა რამ განაპირობა ურთიერთშესადარისი საქონლის „მნიშვნელოვნად განსხვავებული“ ფასთა სხვაობა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაფასებელი დეკლარირებული საქონლის ღირებულებაზე უცნობმა გარემოებამ მოახდინა გავლენა, არ იქნა გამოყენებული გარიგების ფასის მეთოდი და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა. №010474/2024 16.10.2024 დასკვნის მიხედვით, 866.40 კგ სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა -4 167.37 აშშ დოლარი (11 347.75 ლარი), 455.38 კგ პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულებად - 1 713.67 აშშ დოლარი (4 666.32 ლარი).

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ №"--------" (09.10.2024) საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის (სასადილო თეთრეული - 866.40 კგ.; პლასტმასის იატაკის საფარი - 455.38 კგ.) საბაჟო ღირებულების განისაზღვრა სარეზერვო მეთოდით. მოცემულ შემთხვევაში, გარიგების ფასის მიხედვით საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე უარის თქმის საფუძველი გახდა, საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის (რომელიც წარმოებულია იმავე ქვეყანაში) ერთეულის ფასის შესწავლის შედეგები, რომლის მიხედვით, დეკლარირებული საქონლის ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმავე სასაქონლო კოდით დეკლარირებულ, მიახლოებული რაოდენობრივი დონისა და იდენტური მახასიათებლების მქონე საქონლის ფასისგან.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო დეპარტამენტიდან წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 21.01.2025 წელს მომჩივნის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დარეგისტრირდა №"--------" საბაჟო დეკლარაცია, რომელსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ით დამუშავებისას განესაზღვრა „წითელი დერეფანი“, რისკის კრიტერიუმით - „საბაჟო ღირებულების სისწორის შემოწმება“. აღნიშნულის გათვალისწინებით, დეკლარირებული საქონლის (პლასტმასის იატაკის საფარი - 54 ერთეული; უქსოვადი მასალა - 24 ერთეული; სასადილო თეთრეული - 800 ერთეული) საბაჟო ღირებულების შემოწმების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №"--------" საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და სასადილო თეთრეულის ვიზუალური დათვალიერება. ასევე საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის (რომელიც წარმოებულია იმავე ქვეყანაში) ერთეულის ფასის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის - სასადილო თეთრეულის დეკლარირებული ფასი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ბოლო 90 დღის განმავლობაში იმავე სასაქონლო კოდით დეკლარირებულ, მიახლოებული რაოდენობრივი დონისა და იდენტური მახასიათებლების მქონე საქონლის ფასისგან. შესაბამისად, საბაჟო ღირებულება განისაზღვრა გარიგების ფასის (პირველი) მეთოდის მიხედვით, კომპანიის მიერ წარდგენილ ინვოისებში მითითებული საქონლის ღირებულების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ №"--------" (09.10.2024) საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული საქონელი, წარმოადგენს „დაპრინტულ“ მაგიდის გადასაფარებელს (ინვოისი №"--------" 03.10.2024), ხოლო №"--------" (21.01.2025) საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი – Pvc მასალის მაგიდის გადასაფარებელს (ინვოისი №"--------" 17/01/2025).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 16.10.2024 წლის №010474/2024 ექსპერტიზის დასკვნის შედეგები და №"--------" საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ-ის ოდენობა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, 16.10.2024 წელს იმპორტის დეკლარაციას განესაზღვრა წითელი დერეფანი, მოხდა ტვირთის ჩამოცლა და გადათვლა. საქონლის რაოდენობა იდენტური იყო ინვოისში დაფიქსირებულ მონაცემებთან. საბაჟო ორგანოს მიერ ჩატარდა კამერალური შემოწმება, რა დროსაც ექსპერტმა მიიჩნია, რომ პროდუქცია საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასში იქნა შემოტანილი, რის გამოც, დამატებით განახორციელა დღგ-ის დარიცხვა. საბაჟო დეპარტამენტს დღგ-ის დარიცხვასთან დაკავშირებით, არც წერილობით და არც ზეპირსიტყვიერად არ დათანხმებია და განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა ექსპერტიზის დასკვნასა და დღგ-ის დარიცხვას, თუმცა, ამის მიუხედავად, დამატებით განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა და დაიხურა საბაჟო დეკლარაცია.

კატეგორიულად არ ეთანხმება მსჯელობას, რომ საქონელი შემოტანილი საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასში, ვინაიდან კომპანია დაფუძნების დღიდან იდენტური საქონლის შემოტანას და განბაჟებას ახორციელებს, მომწოდებელი კომპანიაც დღემდე იდენტურია. მიმდინარე წლის მარტის და ივნისის თვეების განბაჟებული საქონლის მონაცემები ცხადყოფს, რომ ფასები არა თუ დაწეულია, არამედ, ზოგიერთ შემთხვევაში გაზრდილია კიდეც ან დარჩა უცვლელი, რაც ექსპერტს უნდა ენახა და მოეხდინა შედარება. მაგალითად, პოზიცია 138 სმ printed tablecloth decorama-ს ფასი იყო 1.60 აშშ დოლარი (ივნისის მდგომარეობით, იხილეთ 6.06.2024 წლის ინვოისი, სადაც წითელი ფერით აღნიშნულია შესაბამისი პოზიცია და მონიშნულია ინვოისში, დანართი №3) და 1.65 აშშ დოლარი ოქტომბრის თვეში (ანუ ფასი გაზრდილია), 65სმ*40სმ Antislip mats 0.65 აშშ დოლარი ღირდა მარტის თვეში და 0.7 აშშ დოლარი ოქტომბერში (დანართი №4, ფასი მითითებულია შესაბამის პოზიციაზე), აქაც ფასი გაზრდილია. საჩივარზე დართულ დოკუმენტებში დანარჩენი პოზიციების შედარება ცალსახად ადასტურებს, რომ წინა პერიოდების იმპორტთან შედარებით, ფასი არსად არ შემცირებულა.

მომჩივანი დავის პროცესში ითხოვდა, რომ საჩივრის განმხილველ ორგანოს მხედველობაში მიეღო აღნიშნული არგუმენტები, მოეხდინა საბაჟო დეკლარაციის შესწორება და ზედმეტად დარიცხული დღგის გადათვლა. სადავო თანხას (ზედმეტად დარიცხულ დღგ-ის) წარმოადგენს 2 882.54 ლარი.

მომჩივანი თურქეთში პროდუქციის მწარმოებელთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ და რის საფუძველზე დაადგინა ექსპერტმა, რომ ფასი მომჩივნის მიერ ხელოვნურადაა შემცირებული. ასევე გაუგებარია, თუ რატომ არ იქნა მხედველობაში მიღებული საჩივართან ერთად წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, რაც ცხადყოფს, რომ წინა პერიოდების საბაჟო დეკლარირების პროცესში იდენტური საქონელი უფრო დაბალ ან იგივე ფასად იქნა განბაჟებული და არცერთ შემთხვევაში, არცერთ პოზიციასთან მიმართებით, ოქტომბრის თვეში ფასის კლება არ დგინდებოდა.

საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მომჩივანს, როგორც დეკლარანტს, სწორად ჰქონდა განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება, რასაც როგორც ზემოთ აღინიშნა, ადასტურებს იდენტური საქონლის ნაწილში სხვა შესადარებელ პერიოდებში დაფიქსირებული საბაჟო ღირებულებები.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მომჩივანი მიიჩნევს, რომ სადავო საექსპერტო დასკვნა, №"--------" საბაჟო დეკლარაცია და დარიცხული დღგ, არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, უსაფუძვლოდ არის გაზრდილი საბაჟო კონტროლის განმახორციელებელი პირის მხრიდან საქონლის საბაჟო ღირებულება და შესაბამისად, უსაფუძვლოდაა გაზრდილი დასარიცხი დღგ-ის თანხა, რაც საჩივრის განმხილველ ორგანოს აუცილებლად უნდა მიეღო მხედველობაში და მისი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.

მომჩივანი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, რომ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში საჩივრის განხილვა ერთხელ უკვე შედგა, რის შედეგადაც საჩივარი განსახილველად შემოსავლების სამსახურს დაუბრუნდა, თუმცა განხილვის შემდგომ, 26.02.2025 წელს კვლავაც დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. შემოსავლების სამსახური კვლავაც იმ არგუმენტზე აპელირებს, რომ თითქოს ვერ დადგინდა, თუ რამ განაპირობა ურთიერთშესადარისი საქონლის მნიშვნელოვნად განსხვავებული ფასის სხვაობა და რას უკავშირდებოდა დაბალი ფასით საქონლის მოწოდება.

არ იზიარებს მსჯელობას იმაზე, რომ შედარებით დაბალი ფასის არსებობა უცნობი გარემოებით არის გამოწვეული. არაერთხელ განმარტა, რომ პროდუქციას, რომლის ფასის მოცულობაც შემოსავლების სამსახურისთვის რატომღაც აუხსნელი აღმოჩნდა, წლებია იღებს თურქულ საწარმოსთან თანამშრომლობის ფარგლებში. სწორედ მრავალწლიანი და სტაბილური პარტნიორულ-საქმიანი ურთიერთობა ეხმარება, რომ შეინარჩუნოს მისთვის მისაღები ფასი, თუმცა როგორც ასევე არაერთხელ განმარტა, 2024 წლის ოქტომბრის თვეში ფასები ცალკეულ პოზიციებზე (რომლებზეც საეჭვოდ მიიჩნია ფასი საბაჟო უწყებამ) წინა იდენტურ მოწოდებებთან შედარებით უკვე გაზრდილი იყო, რაც აშკარად თვალშისაცემი და დადგენილია წინა პერიოდების იდენტური იმპორტის მხედველობაში მიღების პირობებში.

ზემოთ აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო დეკლარაციის შესწორებას და ზედმეტად დარიცხული დღგ-ის კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

დ) საბაჟო ფორმალობა არის დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება.

საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსისა და „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად.

2. საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

საბაჟო კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით, ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასით, თუ სრულდება შემდეგი პირობა – არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვისა, რომელიც გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე.

საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:

3. სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.

4. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.

დადგენილია, რომ 9.10.2024 წელს მომჩივნის მიერ იმპორტირებულ საქონელს საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით, ჩაუტარდა ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2024 წლის №010474/2024 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 866.40 კგ. სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა - 4 167.37 აშშ დოლარი (11 347.75 ლარი), 455.38 კგ. პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულებად - 1 713.67 აშშ დოლარი (4 666.32 ლარი). მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, 866.40 კგ. სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულება შეადგენდა - 6 988.12 ლარს, ხოლო 455.38 კგ. პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულება - 4 666.32 ლარს.

მომჩივანი არ ეთანხმება მსჯელობას, რომ საქონელი შემოტანილია საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასში, ვინაიდან კომპანია დაფუძნების დღიდან იდენტური საქონლის შემოტანას და განბაჟებას ახორციელებს, მომწოდებელი კომპანიაც დღემდე იდენტურია. არ იზიარებს მსჯელობას იმაზე, რომ შედარებით დაბალი ფასის არსებობა უცნობი გარემოებით არის გამოწვეული. არაერთხელ განმარტა, რომ პროდუქციას, რომლის ფასის მოცულობაც შემოსავლების სამსახურისთვის რატომღაც აუხსნელი აღმოჩნდა, წლებია იღებს თურქულ საწარმოსთან თანამშრომლობის ფარგლებში. სწორედ მრავალწლიანი და სტაბილური პარტნიორულ-საქმიანი ურთიერთობა ეხმარება, რომ შეინარჩუნოს მისთვის მისაღები ფასი, თუმცა როგორც ასევე არაერთხელ განმარტა, 2024 წლის ოქტომბრის თვეში ფასები ცალკეულ პოზიციებზე (რომლებზეც საეჭვოდ მიიჩნია ფასი საბაჟო უწყებამ) წინა იდენტურ მოწოდებებთან შედარებით უკვე გაზრდილი იყო, რაც აშკარად თვალშისაცემი და დადგენილია წინა პერიოდების იდენტური იმპორტის მხედველობაში მიღების პირობებში.

სადავო საკითზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 18.03.2025 წლის №"--------" წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, 866.40 კგ სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულება შეადგენდა – 6 988.12 ლარს, ხოლო 455.38 კგ პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულება – 4 666.32 ლარს. საბაჟო ღირებულების შემოწმების მიზნით, განხორციელდა №"--------" საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, ასევე საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის (რომელიც წარმოებულია იმავე ქვეყანაში) ერთეულის ფასის შესწავლა, რის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის - სასადილო თეთრეულის დეკლარირებული ფასი და იდენტური/მსგავსისაქონლის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

დადგენილია ასევე, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების პროცესში ვერ დადგინდა რამ განაპირობა ურთიერთშესადარისი საქონლის „მნიშვნელოვნად განსხვავებული“ ფასთა სხვაობა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაფასებელი დეკლარირებული საქონლის ღირებულებაზე უცნობმა გარემოებამ მოახდინა გავლენა, არ იქნა გამოყენებული გარიგების ფასის მეთოდი და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის 16.10.2024წ. №010474/2024 დასკვნის მიხედვით, 866.40 კგ. სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა - 4 167.37 აშშ დოლარი (11 347.75 ლარი), 455.38 კგ პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულებად - 1 713.67 აშშ დოლარი (4 666.32 ლარი). №"--------" (9.10.2024წ.) საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის (სასადილო თეთრეული – 866.40 კგ; პლასტმასის იატაკის საფარი – 455.38 კგ) საბაჟო ღირებულების განისაზღვრა სარეზერვო მეთოდით. მოცემულ შემთხვევაში, გარიგების ფასის მიხედვით საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე უარის თქმის საფუძველი გახდა, საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის (რომელიც წარმოებულია იმავე ქვეყანაში) ერთეულის ფასის შესწავლის შედეგები, რომლის მიხედვით, დეკლარირებული საქონლის ფასი მნიშნელოვნად განსხვავდებოდა იმავე სასაქონლო კოდით დეკლარირებულ, მიახლოებული რაოდენობრივი დონისა და იდენტური მახასიათებლების მქონე საქონლის ფასისგან.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ 21.01.2025 წელს მომჩივნის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დარეგისტრირდა №"--------" საბაჟო დეკლარაცია, რომელსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ით დამუშავებისას განესაზღვრა „წითელი დერეფანი“, რისკის კრიტერიუმით – „საბაჟო ღირებულების სისწორის შემოწმება“. აღნიშნულის გათვალისწინებით, დეკლარირებული საქონლის (პლასტმასის იატაკის საფარი - 54 ერთეული; უქსოვადი მასალა - 24 ერთეული; სასადილო თეთრეული - 800 ერთეული) საბაჟო ღირებულების შემოწმების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №"--------" საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და სასადილო თეთრეულის ვიზუალური დათვალიერება. ასევე, საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის (რომელიც წარმოებულია იმავე ქვეყანაში) ერთეულის ფასის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის - სასადილო თეთრეულის დეკლარირებული ფასი მნიშნელოვნად არ განსხვავდებოდა ბოლო 90 დღის განმავლობაში იმავე სასაქონლო კოდით დეკლარირებულ, მიახლოებული რაოდენობრივი დონისა და იდენტური მახასიათებლების მქონე საქონლის ფასისგან. შესაბამისად, საბაჟო ღირებულება განისაზღვრა გარიგების ფასის (პირველი) მეთოდის მიხედვით, კომპანიის მიერ წარდგენილ ინვოისებში მითითებული საქონლის ღირებულების საფუძველზე.

მნიშვნელოვანია, რომ №"--------" (9.10.2024წ) საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული საქონელი, წარმოადგენს „დაპრინტულ“ მაგიდის გადასაფარებელს (ინვოისი №"--------" 03.10.2024წ.), ხოლო №"--------" (21.01.2025წ) საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი – Pvc მასალის მაგიდის გადასაფარებელს (ინვოისი №"--------" 17.01.2025წ).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 16.10.2024 წლის №010474/2024 ექსპერტიზის დასკვნის შედეგები და №"--------" საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ-ის ოდენობა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საბაჟო დეკლარაციის შესწორებას და ზედმეტად დარიცხული დღგ-ის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიერ საბაჟო დეკლარაციით იმპორტირებულ საქონელს მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ით დამუშავებისას განესაზღვრა „წითელი დერეფანი“, რისკის კრიტერიუმით - „საბაჟო ღირებულების სისწორის შემოწმება“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების შემოწმების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, ასევე საქონლის საბაჟო დეკლარაციით მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის ერთეულის ფასის შესწავლა.

დადგინდა, რომ სასადილო თეთრეულის დეკლარირებული ფასი და იდენტური/მსგავსი საქონლის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ჩატარდა ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის საექსპერტო დასკვნის მიხედვით, 866.40 კგ. სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა - 4 167.37 აშშ დოლარი,455.38 კგ. პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულებად - 1 713.67 აშშ დოლარი.ხოლო მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, 866.40 კგ. სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულება შეადგენდა - 6 988.12 ლარს, ხოლო 455.38 კგ. პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულება - 4 666.32 ლარს.

საბაჟო დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნა მომჩივანმა 17.10.2024 წელს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს გადაწყვეტილებით, საჩივარი, გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 16.10.2024 წლის №010474/2024 ექსპერტიზის დასკვნის შედეგები და საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ-ის ოდენობა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

37,38.