ბრძანება N 27479

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.12.2024
№ დოკუმენტი 27479
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27479

27 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ა(ა)იპ „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2024 წლის 20 დეკემბრის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №137) განიხილა ა(ა)იპ „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 20 დეკემბრის №93410/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 დეკემბრის №26315 ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებულ პერიოდზე დაზუსტებული დეკლარაციების წარდგენის შედეგად დარიცხულ ჯარიმას. მიუთითებს, რომ წინასწარი გადაწყვეტილებით ---------- მიერ საწევროს სახით მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე, ასევე, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ოქტომბრის №2554 „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის მიერ საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა“ სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის პროპორციული ჩათვლის ვალდებულება როგორც მიმდინარე, ასევე წინა პერიოდებზე. აღნიშნულის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა უკვე შემოწმებულ პერიოდზე წარადგინა დაზუსტებული დეკლარაციები, რომლის გამოც დაერიცხა დღგ და ჯარიმა. მიაჩნია, რომ არ უნდა დარიცხვოდა ჯარიმა, რადგან აღნიშნული საგადასახადო ვალდებულება გამოვლინდა არა საგადასახადო ორგანოს მიერ, არამედ თავად გადასახადის გადამხდელმა განახორციელა დეკლარირება და გადაიხადა შესაბამისი თანხა წინასწარი გადაწყვეტილების და სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი, კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დაზუსტებული დეკლარაციებით დარიცხული გადასახადების სწორად ასახვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16191 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ა(ა)იპ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2023 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 8 აგვისტოს №19561 ბრძანება და 9 აგვისტოს №007-224 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 7 648 ლარი, მათ შორის, გადასახადი 6 345 ლარი, ჯარიმა 734 ლარი და საურავი 569 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 დეკემბრის №847 დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ა(ა)იპ „----------“ წარმოადგენს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესაბამისობის კოლექტიური სქემის მქონე მგვ. (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების) ორგანიზაციას, რომელიც ავტორიზებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ნარჩენების მიმართულებაზე: 1) ბატარეები და აკუმულატორების ნარჩენების მიმართულება; 2) ნარჩენი საბურავების მიმართულება; 3) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მიმართულება და 4) ნარჩენი ზეთების მიმართულება.

აუდიტის დეპარტამენტს 2024 წლის 8 და 19 ნოემბერს შესასრულებლად დაევალა ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს 2024 წლის 19 ნოემბრის №---------- წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ ა(ა)იპ „----------“ მიერ 2024 წლის 7 და 8 ნოემბერს ელექტრონულად გადაგზავნილია 2022 წლის აგვისტროს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2023 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) (დეკ.№----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------) დეკლარაციები.

ა(ა)იპ „----------“ 2023 წლის 14 დეკემბერს მიმართა შემოსავლების სამსახურს წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით შემდეგ საკითხებზე:

1) საწევროს (რეციკლირების გადასახადი) სახით მიღებული შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით ან სხვა საკანონმდებლო ნორმით გათავისუფლებულია თუ არა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;

2) ნარჩენების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170- ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით ან სხვა საკანონმდებლო ნორმით გათავისუფლებულია თუ არა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე.

შემოსავლების სამსახურის მიერ 2024 წლის 16 ოქტომბერს მიღებული №2554 სიტუაციური სახელმძღვანელოს „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ---------- მიერ საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა“ თანახმად, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის პროპორციული ჩათვლის ვალდებულება, როგორც მიმდინარე, ასევე წინა პერიოდებზე. აღნიშნულიდან გარემოებებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტის ჩათვლით დეკლარაციების დაზუსტება. დაზუსტებული დეკლარაციების მიხედვით (მეთოდური მითითების გათვალისწინებით):

 2022 წლის აგვისტოს თვეში დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა 258 231,20 ლარი, ჩათვლის ნაწილში მოხდა 6 147,95 ლარის დღგ-ს ჩათვლიდან ამოღება.

 2022 წლის სექტემბრის თვეში დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა 276 549,88 ლარი, ჩათვლის ნაწილში მოხდა 2 203,17 ლარის დღგ-ს ჩათვლიდან ამოღება.

 2022 წლის ოქტომბრის თვეში დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა 273 932,46 ლარი, ჩათვლის ნაწილში მოხდა 1 538,17 ლარის დღგ-ს ჩათვლიდან ამოღება.

 2022 წლის ნოემბრიის თვეში დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა 295 271,45 ლარი, აქედან უკუდაბეგვრას დაქვემდებარებული ბრუნვა - 80 ლარი, ჩათვლის ნაწილში მოხდა 2 337,18 ლარის დღგ-ის ჩათვლიდან ამოღება.

 2022 წლის დეკემბრის თვეში დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა 339 279,72 ლარი, აქედან უკუდაბეგვრას დაქვემდებარებული ბრუნვა - 180,93 ლარი, ჩათვლის ნაწილში მოხდა 2 819,91 ლარის დღგს ჩათვლიდან ამოღება.

 2023 წლის იანვრის თვეში დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა 301 768,95 ლარი, აქედან უკუდაბეგვრას დაქვემდებარებული ბრუნვა - 162,26 ლარი, ჩათვლის ნაწილში მოხდა 5 876,95 ლარის დღგს ჩათვლა.

 2023 წლის თებერვლის თვეში დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა 294 422,39 ლარი, აქედან უკუდაბეგვრას დაქვემდებარებული ბრუნვა - 337,35 ლარი, ჩათვლის ნაწილში მოხდა 20 129,76 ლარის დღგ-ს ჩათვლა.

 2023 წლის მარტის თვეში დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა 379 012,08 ლარი, აქედან უკუდაბეგვრას დაქვემდებარებული ბრუნვა - 728,52 ლარი, ჩათვლის ნაწილში მოხდა 8 269,68 ლარის დღგს ჩათვლა.

ზემოაღნიშნული პერიოდის დაზუსტებული დეკლარაციები გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა 2023 წლის პირველ ნოემბერს. 2023 წლის 18 დეკემბერს შედგენილ იქნა დასკვნა დაზუსტებული (დეკ.№----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------) დეკლარაციების ბარათზე ასახვასთან დაკავშირებით.

საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 7 და 8 ნოემბერს ელექტრონულად გადმოგზავნილ დღგ-ის ყოველთვიურ დაზუსტებულ დეკლარაციებში ასახული დარიცხვა გათვალისწინებულია საგადასახადო შემოწმების აქტით თანხის გაანგარიშებისას.

2022 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2023 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის თვეების დაზუსტებული დეკლარაციების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა გამოიწვევს დამატებით გადასახადის დარიცხვას დღგ-ში 33 738 ლარის ოდენობით. გადამხდელს დაერიცხება ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ჯარიმა 14 500 ლარის ოდენობით.

აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად და ა(ა)იპ „----------“ მიერ ელექტრონულად გადმოგზავნილი 2022 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2023 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის თვეების დღგ-ის (დაზუსტებული) (დეკ. №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------; №----------) დეკლარაციები დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

დაზუსტებული დეკლარაციების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის შედეგად დარიცხვის დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, პირადი აღრიცხვის ბარათზე დაზუსტებული დეკლარაციებით განსაზღვრული თანხების ასახვა განხორციელდეს ამონაკრების მიხედვით, რომელიც თან ერთვის დასკვნას დანართის სახით.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2024 წლის 13 დეკემბრის №26315 ბრძანება, რითაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, ა(ა)იპ „----------“ (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 დეკემბრის №26315 ბრძანებით განსაზღვრული ჯარიმისგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ა(ა)იპ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ა(ა)იპ „----------“ (ს/ნ ----------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 დეკემბრის №26315 ბრძანებით განსაზღვრული ჯარიმისგან;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებულ პერიოდზე დაზუსტებული დეკლარაციების წარდგენის შედეგად დარიცხულ ჯარიმას.

კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დაზუსტებული დეკლარაციებით დარიცხული გადასახადების სწორად ასახვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16191 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2023 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 8 აგვისტოს №19561 ბრძანება და 9 აგვისტოს №007-224 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 7 648 ლარი, მათ შორის, გადასახადი 6 345 ლარი, ჯარიმა 734 ლარი და საურავი 569 ლარი.

გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 დეკემბრის №26315 ბრძანებით განსაზღვრული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 275.