გადაწყვეტილება №80537/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№80537/1/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 24.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №80537/1/2023).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.07.2022 წლის №16063/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №038-4 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 917 771,32 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 466 771
მოგების გადასახადი - 363 718
საშემოსავლო გადასახადი - 103 053
ჯარიმა - 233 485
საურავი - 217 515,32
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შესრულება.
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 27.09.2021 წლის აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.09.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მოგებული აქვს სახელმწიფო ტენდერები, რომლის ნაწილი თვითონ აქვს შესრულებული, ნაწილი კი ქვეკონტრაქტორების საშუალებით შეასრულა. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილია საბანკო ანგარიშების ამონაწერები, მომსახურების ხელშეკრულებები და შესრულებული სამუშაოების საფუძველზე შედგენილი ფორმა №2-ები და მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნული დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა დამუშავების შედეგად შემმოწმებლების მიერ მოხდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც 2020 წლის აგვისტოს თვეში უფიქსირდება ფულის ნაშთი 1 958 013 ლარი. მომჩივნის ახსნა-განმარტების საფუძველზე სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დივიდენდად. შემოწმების შედეგად დადგენილმა განაწილებულმა დივიდენდმა შეადგინა 1 958 013 ლარი. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 981 მუხლების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის გათვალისწინებით, 2020 წლის აგვისტოს თვეში სალაროში არსებული ფულის ნაშთი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, როგორც გაცემული დივიდენდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.10.2021 წლის №038-36 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.03.2022 წლის №5755 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 21.07.2022 წლის №16063/2/2022 გადაწყვეტილებით საბჭოს აპარატს დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს 17.03.2022 წლის №16063/2/2022 საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარმოდგენილი დოკუმენტების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 21.07.2022 წლის №16063/2/2022 გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნა 1.09.2022 წელს, ხოლო საბჭოს აპარატის 2.09.2022 წლის №89347-03 წერილით აუდიტის დეპარტამენტს დამატებით გაეგზავნა 17.03.2022 წლის №16063/2/2022 საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად.
საბჭოს 21.07.2022 წლის №16063/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი ხელშეკრულების შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით (ასევე გაგზავნილ იქნა სალაროში ფულის მოძრაობის ანალიზის ცხრილი ექსელის ფორმატში). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 21.11.2019 წელს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი შპს --------თან (ს/ნ --------), რომლის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ 21.11.2019 წლის მონაცემებით შპს ------- (ს/ნ -------) დებიტორული დავალიანება შეადგენს 296 900 ლარს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს 1.01.2017-1.09.2020 წლებს. გადაანგარიშების პროცესში მოხდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან დაკავშირება და მოთხოვნილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შედარების აქტის წარმოდგენა, თუმცა გადასახადის გადამხდელმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია გონივრულ ვადაში ვერ წარმოადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივნის მიერ გასაჩივრებული საკითხი დამატებით გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №038-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს ------- კონტრაქტით მიღებული აქვს სამუშაოები, ხოლო რიგი სამუშაოების შესრულების მიზნით აყვანილი ჰყავს ქვეკონტრაქტორები, რომლებმაც რეალურად შეასრულეს სამუშაოები, რაზეც არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები და შემდგომში გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. სამუშაოები რეალურად შესრულებულია, რასაც ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ატვირთულია შესაბამის ელექტრონულ საიტზე (procurement.gov.ge). ასევე შემმოწმებლები 28.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში აღნიშნავენ, რომ სამუშაოები რეალურად არის შესრულებული, რაც ასევე დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2.06.2021 წლის დადგენილებაში (№JV001422127FK).
შემოწმების აქტს თან არ ახლავს დანართები, რომელიც დაადასტურებდა სალაროში ფულადი სახსრების არსებობის გაანგარიშებას. ასევე უცნობია ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზისას თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის დებიტორული დავალიანება შპს -------თან (ს/ნ --------), რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარდგენილია შემოწმების პროცესში შემმოწმებლისთვის. ასევე, დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, შედარების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენილია დანართის სახით. მაშინ, როდესაც შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ სამუშაოები შესრულებულია, საინტერესოა მათი პოზიცია თუ რა სახსრებით იქნა შესრულებული აღნიშნული სამუშაოები და საიდან წარმოიქმნა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანხმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
შემოწმების შედეგად, საბანკო ანგარიშების ამონაწერების, მომსახურების ხელშეკრულებების, შესრულებული სამუშაოების თაობაზე შედგენილი ფორმა №2-ების და მიღება-ჩაბარებების აქტების საფუძველზე ჩატარებული ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით, 2020 წლის აგვისტოს თვეში დაფიქსირდა ფულის ნაშთი 1 958 013 ლარი.
საბჭოში 17.03.2022 წელს წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა, რომ კომპანიას კონტრაქტით მიღებული აქვს სამუშაოები, ხოლო რიგი სამუშაოების შესრულების მიზნით აყვანილი ჰყავს ქვეკონტრაქტორები, რომლებმაც რეალურად შეასრულეს სამუშაოები, რაზეც არსებობს მიღებაჩაბარების აქტები და შემდგომში გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. სამუშაოები რეალურად შესრულებულია, რასაც ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ატვირთულია შესაბამის ელექტრონულ საიტზე (procurement.gov.ge). ასევე, შემმოწმებლები 28.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში აღნიშნავენ, რომ სამუშაოები რეალურად არის შესრულებული, რაც ასევე დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2.06.2021 წლის დადგენილებაში. შემოწმების აქტს თან არ ახლავს დანართები, რომელიც დაადასტურებდა სალაროში ფულადი სახსრების არსებობის გაანგარიშებას. ასევე, უცნობია ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზისას თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის დებიტორული დავალიანება, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარდგენილია შემოწმების პროცესში შემმოწმებლისთვის. ასევე, ეს დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, შედარების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენილია დანართის სახით.
საბჭოს 21.07.2022 წლის №16063/2/2022 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარმოდგენილი დოკუმენტების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი ხელშეკრულები (ასევე გაგზავნილ იქნა სალაროში ფულის მოძრაობის ანალიზის ცხრილი ექსელის ფორმატში). შპს --------თან (ს/ნ --------) 21.11.2019 წელს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ 21.11.2019 წლის მონაცემებით მომჩივნის დებიტორული დავალიანება შეადგენს 296 900 ლარს, თუმცა შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს 1.01.2017-1.09.2020 წწ პერიოდს. გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შედარების აქტის წარმოდგენა, თუმცა გადასახადის გადამხდელმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.07.2022 წლის №16063/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.07.2022 წლის №16063/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში შემმოწმებლების მიერ მოხდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც 2020 წლის აგვისტოს თვეში უფიქსირდება ფულის ნაშთი 1 958 013 ლარი. მომჩივნის ახსნა-განმარტების საფუძველზე სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დივიდენდად. შემოწმების შედეგად დადგენილმა განაწილებულმა დივიდენდმა შეადგინა 1 958 013 ლარი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. 2020 წლის აგვისტოს თვეში სალაროში არსებული ფულის ნაშთი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, როგორც გაცემული დივიდენდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.10.2021 წლის №038-36 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.03.2022 წლის №5755 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 21.07.2022 წლის №16063/2/2022 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარმოდგენილი დოკუმენტების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №038-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1), 981(1), 130(1), 154(1"ზ").