ბრძანება N 11237
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11237
19.05.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------, ----------)
2023 წლის 14 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 14 იანვრის №18647/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის №002-221 და 12 დეკემბრის №002-224 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ ქონება შეფასებულია რეალურ ღირებულებაზე მეტად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას. მომჩივანი ასევე ითხოვს დაკისრებული სანქციის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №27396 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ---------) 2022 წლის 3 აგვისტოს საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ლიკვიდაციის საფუძვლით, საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №27396 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 21 ნოემბრის №832 და ამავე თარიღის №832/1 დასკვნები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. 2022 წლის 21 ნოემბრის №832 დასკვნის მიხედვით საგადასახადო შუალედური აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა და გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 8 დეკემბრის №002-221 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ხოლო №832/1 დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 462 014 ლარით, მათ შორის, გადასახადი 461 814 ლარით და ჯარიმა 200 ლარით, რაზეც გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 12 დეკემბრის №002-224 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული №832 დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
2019 წლის 18 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით, ლიკვიდაციის საფუძვლით საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონება არ არის განხილული მიწოდებად და შესაბამისად, დარიცხვა აღნიშნული საფუძვლით არ არის განხორციელებული. საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით დარიცხვა განხორციელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე, ხოლო გადასახადი გამოანგარიშებულია 205-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული №832/1 დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №27396 ბრძანების აღსრულების მიზნით, 2020 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით, ლიკვიდაციის საფუძვლით საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას სულ 462 014 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2022 წლის 31 ოქტომბრის №27396 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ლიკვიდაციის საფუძვლით საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით აღნიშნული საფუძვლით საგადასახადო ვალდებულებები არ იყო განსაზღვრული, გადაანგარიშების შედეგად კორექტირება არ განხორციელდა. ხოლო, 2020 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით, ლიკვიდაციის საფუძვლით საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას სულ 462 014 ლარის ოდენობით.
ქონების არარეალურ ღირებულებასთან მიმართებით გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი მომჩივანს სადავოდ არ გაუხდია 2022 წლის 3 აგვისტოს საჩივრით, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია და არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ ქონება შეფასებულია რეალურ ღირებულებაზე მეტად და ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №27396 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ლიკვიდაციის საფუძვლით, საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, ლიკვიდაციის საფუძვლით საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.
ქონების არარეალურ ღირებულებასთან მიმართებით გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი მომჩივანს სადავოდ არ გაუხდია 2022 წლის 3 აგვისტოს საჩივრით, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია და არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21); 201; 202