ბრძანება N 12747

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 07.06.2023
№ დოკუმენტი 12747
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12747

07.06.2023

ბრძანება

ა(ა)იპ ,,-------” (ს/ნ ,,-------”)

(ფაქტ. მის.: ------- )

2023 წლის 2 თებერვლის და 30 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა ა(ა)იპ ,,--------” (ს/ნ ,,--------”) №78811/1/2023 და №81363/1/2023 საჩივრები, ა(ა)იპ ,,-------“ (ს/ნ ,,--------”) მიმართ გამოცემული ინდივიდიალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №11891 ბრძანებასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №11891 ბრძანებით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 სექტემბრის №24484 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ა(ა)იპ ,,------ ის “ (ს/ნ ,,--------”) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის კუთხით ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც 2022 წლის 14 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი და გამოიცა 2022 წლის 22 დეკემბრის №32474 ბრძანება (საგადასახადო შემოწმებით დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად თანხა არ დაერიცხა გადამხდელს).

საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული საგადასახადო დეკლარაციები, რასთან დაკავშირებითაც 2023 წლის 20 იანვარს შედგა დასკვნა, რომლის მიხედვითაც: 2020 წლის მარტის, აპრილის, დეკემბრის, 2021 წლის აგვისტოს და 2022 წლის აპრილის თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების, ასევე, 2022 წლის სექტემბრის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური დაზუსტებული დეკლარაციები (დეკ. №,,--------”, ) დაექვემდებარა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას. აღნიშნულ დასკვნაში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი და მითითებულია, რომ 2020 წლის მარტის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში (დაზუსტებული) გადამხდელმა მოახდინა დასარიცხი თანხის გაზრდა 2 390 ლარით, რაზეც გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

ზემოხსენებული 2023 წლის 20 იანვრის დასკვნის შედგენის შემდეგ გადამხდელმა კვლავ დააზუსტა საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის საგადასახადო დეკლარაციები, რაზეც 2023 წლის 3 თებერვალს ასევე შედგა დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2022 წლის მარტის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციები (№-------) (№--------) დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას, რის შედეგადაც გადამხდელს გაეზარდა დასარიცხი თანხა 2 390 ლარით.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 20 იანვრის დასკვნით და აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოცემული 2023 წლის 31 იანვრის №1424 ბრძანებით დაერიცხა ჯარიმა, ნაცვლად 2023 წლის 3 თებერვალს შედგენილი დასკვნისა და აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოცემული 2023 წლის 10 თებერვლის №2543 ბრძანებისა, ზემოხსენებულ დასკვნებსა და შესაბამის ბრძანებებში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა, შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №1424 და 2023 წლის 10 თებერვლის №2543 ბრძანებები.

ამასთან, წინამდებარე 2023 წლის 23 მაისის დასკვნით, ა(ა)იპ ,,-------“ (ს/ნ ,,--------”) მიერ წარმოდგენილი 2020 წლის მარტის, აპრილის, დეკემბრის, 2021 წლის აგვისტოს და 2022 წლის აპრილის თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების, ასევე, 2022 წლის სექტემბრის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციები (დეკ. № ------ ) და 2022 წლის მარტის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციები (№-------) (№-------) აისახა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რაზეც გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით თანდართული ამონაკრების შესაბამისად.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის დასკვნის საფუძველზე გამოიცა ა(ა)იპ ,,--------“ (ს/ნ ,,--------”) მიმართ გამოცემული ინდივიდიალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №11891 ბრძანება.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით, არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, კერძოდ:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2022 წლის მარტის თვის საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში სწორად იქნა გადახდილი, თუმცა დეკლარაცია არ იყო სრული - გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში ორგანიზაციის ბუღალტერს გამორჩა 31 მარტის განაცემები, ვინაიდან, სახელმწიფო ხაზინიდან გადარიცხული ხელფასები მოძებნა პერიოდით 01.03.2022-31.03.2022, რის გამოც გამორჩა 31 მარტის განაცემები. დაუდეკლარირებელი თანხა მოჰყვებოდა ორგანიზაციას ზედმეტობად მთელი წლის განმავლობაში. გადამხდელის მიუთითებს, რომ დეკლარაციაში გამორჩენილი განაცემები - ხარვეზი, უზუსტობა - აღმოჩენილ იქნა ორგანიზაციის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ (2022 წლის ოქტომბერში) ეცნობათ აუდიტორებს ზეპირად და წერილობით.

საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემის შემდეგ კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე გადამხდელმა კიდევ ერთხელ თავიდან დააზუსტა უკვე შემოწმებული პერიოდის დეკლარაცია, 2023 წლის იანვარში გადაგზავნილ იქნა 2022 წლის მარტის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც ორგანიზაცია დაჯარიმდა, მიუხედავად იმისა, რომ საშემოსავლო გადასახადი დროულად იყო ბიუჯეტში გადარიცხული და აღნიშნული თანხა მთელი პერიოდის განმავლობაში ზედმეტობად იყო ასახული ბარათზე. აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული გადაცდომა/უზუსტობა ერთჯერადი ხასიათისაა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და ა(ა)იპ ,,-------“ (ს/ნ ,,--------”) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №11891 ბრძანებით განსაზღვრული ჯარიმისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ა(ა)იპ ,,-------“ (ს/ნ ,,--------”) საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. ა(ა)იპ ,,-------“ (ს/ნ ,,--------”) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №11891 ბრძანებით განსაზღვრული ჯარიმისაგან; 3. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული საგადასახადო დეკლარაციები, რასთან დაკავშირებითაც 2023 წლის 20 იანვარს შედგა დასკვნა, რომლის მიხედვითაც: 2020 წლის მარტის, აპრილის, დეკემბრის, 2021 წლის აგვისტოს და 2022 წლის აპრილის თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების, ასევე, 2022 წლის სექტემბრის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური დაზუსტებული დეკლარაციები დაექვემდებარა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

აღნიშნულ დასკვნაში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი და მითითებულია, რომ 2020 წლის მარტის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში (დაზუსტებული) გადამხდელმა მოახდინა დასარიცხი თანხის გაზრდა

გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

ზემოხსენებული დასკვნის შედგენის შემდეგ გადამხდელმა კვლავ დააზუსტა დეკლარაციები, რაზეც 2023 წლის 3 თებერვალს ასევე შედგა დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2022 წლის მარტის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციები დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას, რის შედეგადაც გადამხდელს გაეზარდა დასარიცხი თანხა.

მომჩივანის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის მარტის, აპრილის, დეკემბრის, 2021 წლის აგვისტოს და 2022 წლის აპრილის თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების, 2022 წლის სექტემბრის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციები და 2022 წლის მარტის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციები აისახა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით თანდართული ამონაკრების შესაბამისად.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის დასკვნის საფუძველზე გამოიცა ა(ა)იპ-ის მიმართ გამოცემული ინდივიდიალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს განსაზღვრული ჯარიმისაგან.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 269,272; 275;

(2021 წლამდე მოქმედი) 160; 161(1„ა“) , 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ,