ბრძანება N 33777-3

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.11.2018
№ დოკუმენტი 33777-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 33777

29/11/2018

შპს -------------------- ს უფლებამონაცვლის

შპს,,----------------- “-ს

(მის: -----------------------------------------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 26 ოქტომბერს და 22 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი N87; N95) განიხილა შპს ------------- უფლებამონაცვლის შპს,,-----------“-ს საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 აგვისტოს N007-273 და ამავე თარიღის N007-274 „საგადასახადო მოთხოვნებს“.

გადამხდელი წარმოდ გენილ საჩივრებში გამოყოფს შემდეგ სადავო თემას:

2012 წელს შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით 2015-2016-2017 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 16 მარტის №5765 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,-----------“-ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით 2018 წლის 14 აგვისტოს შედგა შპს ------------- საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2018 წლის 29 აგვისტოს N23717 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 29 აგვისტოს N007-274 ,,საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა სულ 582954,19 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 210104 ლარით, ჯარიმა 282801 ლარით და საურავი 90049,19 ლარით.

ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 16 მარტის №5765 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს -------- და მასთან შერწყმული შპს --------- და შპს ----- კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით 2018 წლის 14 აგვისტოს გამოიცა საგადასახადო შემოწმების აქტი და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2018 წლის 29 აგვისტოს N23719 ბრძანება და ამავე თარიღის N007-273 ,,საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზრვრა სულ - 42 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით -42 ლარი.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია

,,საწარმოს 2012 წელს შეძენილი აქვს უძრავი ქონება რომლის ნარჩენი საბალანსო ღირებულება 2015 წელს შეადგენს 323 274 ხოლო 2016 წელს 303 070 ლარს. აღნიშნული აქტივი 2017 წლის დეკემბერში რეალიზებულია.

სსკ-ის 202-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას. შემოწმებით 2015-2016-2017 წლებში გაიზარდა საწარმოს ქონებით დასაბეგრი ბაზა. (ქონების განგარიშების მიზნით გამოყენებული იქნა აქტივის საბაზრო ღირებულება).“

საბჭომ საკითხის განხილვისას მიუთითა სსკ-ის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად:

,,საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლოხ აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად:

ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

სსკ-ის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

სსკ-ის 202-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად: საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

ხოლო ამავე მუხლის 41 მუხლის თანახმად: საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 მაისის ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში და ინსტრუქციას დაემატა XXIV1 თავი - საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი, რომლის 921 მუხლის თანახმად:

1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე- 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).

2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.

3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვება უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი

ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვროს საბაზრო ფასით, თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაზრო ფასი არ გამოიყენება, თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი არაუმეტეს 10%-ით აღემატება მის საბალანსო ღირებულებას.

5. ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში, გარდა ამ ინსტრუქციის 922-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განმარტებული იქნა, რომ მიწოდებული უძრავი ქონება შენობა ნაგებობა იყო.

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 მაისის ბრძანებით „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში შესული ცვლილების შესაბამისად საწარმოს ბალანსზე აღრიცხული ძირითადი საშუალებების შეფასება საბაზრო ფასით მართებულია. ამდენად ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1 შპს ----- უფლებამონაცვლის შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხვ. მე-12 კმ.N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

2012 წელს შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით 2015-2016-2017 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ ,საწარმოს 2012 წელს შეძენილი აქვს უძრავი ქონება რომლის ნარჩენი საბალანსო ღირებულება 2015 წელს შეადგენს 323274 ხოლო 2016 წელს 303070 ლარს. აღნიშნული აქტივი 2017 წლის დეკემბერში რეალიზებულია.

ვინაიდან სსკ-ის 202(41) მუხლის ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას. შემოწმებით 2015-2016-2017 წლებში გაიზარდა საწარმოს ქონებით დასაბეგრი ბაზა. (ქონების განგარიშების მიზნით გამოყენებული იქნა აქტივის საბაზრო ღირებულება).

 

გადაწყვეტილება

 

დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 მაისის ბრძანებით „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში შესული ცვლილების შესაბამისად საწარმოს ბალანსზე აღრიცხული ძირითადი საშუალებების შეფასება საბაზრო ფასით მართებულია. ამდენად ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 202(1); 202(41)