გადაწყვეტილება №22150/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22150/2/2024
23 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 3.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22150/2/2024).
დავის საგანი:
1. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12685 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. დარიცხული თანხების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №081-257 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12685 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №081-275 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33526 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 276 534 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 267 489
დღგ - 569 860
მოგების გადასახადი - 72 563
საშემოსავლო გადასახადი - 625 066
ჯარიმა - 645 990
საურავი - 363 055
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივლისის №18602 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება: 1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №081-257 საგადასახდო მოთხოვნა; 2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12685 ბრძანება; 3. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №081-275 საგადასახადო მოთხოვნა; 4. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33526 ბრძანება. დარიცხული თანხა: 2 276 534 ლარი. მათ შორის: გადასახადი - 1 267 489 დღგ - 569 860 მოგების გადასახადი - 72 563 საშემოსავლო გადასახადი - 625 066 ჯარიმა - 645 990 საურავი - 363 055 პროცედურული გარემოებები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივლისის №18602 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის 23 აპრილი 2024 N 03/32713 2 დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №31496 ბრძანება და №081-257 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 2 176 445 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 14 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 7 ივნისის №12685 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის დასკვნა, 25.10.2023 წლის №26311 ბრძანება და 26.10.2023 წლის №081-275 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 86 515 ლარით. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 14 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 28 დეკემბრის №33526 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12685 და 2023 წლის 28 დეკემბრის №33526 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12685 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებში დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. კომპანიის მიერ 2021 წლის თებერვლისა და 2022 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდებში საწარმოს დამფუძნებელ პირებზე მიწოდებულია საცხოვრებელი ბინები. მიწოდებული ბინების სარეალიზაციო ფასები მკვეთრად დაბალია იმავე პერიოდში იმავე საცხოვრებელ სახლში სარეალიზაციო ბინების გაცხადებული ფასისაგან. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, მომჩივანს განესაზღვრა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე
7. კომპანიის მიერ 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდში საბანკო ანგარიშიდან და სალაროდან გადახდილია თანხები, ხოლო შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა შემოწმების პროცესში არ განხორციელდა. გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დეტალური დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
8. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, ასევე საჯარო რეესტრში არსებულ ინფორმაციასა და კომპანიის მიერ წარდგენილ ფულადი თანხების მოძრაობის არასრულყოფილ ანგარიშზე დაყრდნობით, განისაზღვრა მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯები, რომელიც საწარმოს მიერ აღიარებული შემოსავლისა და ხარჯისგან განსხვავებულია.
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას სრულყოფილად. კომპანიის მიერ არ არის წარდგენილი დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, თანხის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა მიღებული შემოსავლების გამოყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განსაზღვრული შემოსავალი მიჩნეულ იქნა სრულად მიღებულად, ხოლო ხარჯები სრულად გადახდილად. სხვაობა შემოსავალსა და ხარჯებს შორის შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12685 ბრძანებით: - პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს კომპანიის მიერ დამფუძნებელ პირებზე მიწოდებული საცხოვრებელი ბინების სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-7 და მე-8 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12685 ბრძანების აღსრულების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 86 515 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 57 676 ლარი და ჯარიმა - 28 839 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სულ 86 515 ლარით.
კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განისაზღვრა ქონების საბაზრო ფასები, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულების შემცირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი მომსახურების გაწევისთვის საჭირო მასალის დანახარჯები და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულების შემცირების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ მომხდარა. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებული დოკუმენტაცია მიაწოდეს აუდიტის დეპარტამენტს, თუმცა მათ სრულად არ გაითვალისწინეს. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12685 ბრძანებით:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს კომპანიის მიერ დამფუძნებელ პირებზე მიწოდებული საცხოვრებელი ბინების სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-7 და მე-8 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება:
- საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიის დამფუძნებელ პირებზე მიწოდებული საცხოვრებელი ბინების სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისას განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტიდან ექსპერტიზის დასკვნის გამოთხოვა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა შესაბამისი ქონების საბაზრო ფასები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულება დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
- გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ფიზიკურ პირებთან და გარკვეულ შემთხვევაში საწარმოებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გაწეულ იქნა გარკვეული სახის მომსახურებები და საქონლის მიწოდება. ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიას საერთოდ არ უფიქსირდება მსგავსი საქონლის შეძენა და ეკონომიკური საქმიანობის წარმოება. არ არის წარდგენილი შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის საჭირო მასალის დანახარჯები და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინება არ განხორციელდა. გადაანგარიშების შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხა 86 515 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 57 676 ლარი და ჯარიმა - 28 839 ლარი. ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტირებული დასაბუთება, რაც შეცვლიდა დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა დავების განხილვის საბჭოს სხდომას და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა მონაწილეობა არ მიიღო საჩივრის განხილვის პროცესში. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33526 ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დარიცხული თანხების მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის, 2022 წლის 14 დეკემბრის №31496 ბრძანების და №081-257 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 2 176 445 ლარი. აღნიშნული 2023 წლის 14 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 7 ივნისის №12685 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12685 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 15.06.2023 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 5.07.2023 წელი, ხოლო საჩივარი აღნიშნული აქტის გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 3.02.2024 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა. ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია, რაც შეიძლება გამხდარიყო დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ამ ნაწილში დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12685 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში, დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12685 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. დარიცხული თანხების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №31496 ბრძანება და №081-257 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 2 176 445 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 14 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 7 ივნისის №12685 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის დასკვნა, 25.10.2023 წლის №26311 ბრძანება და 26.10.2023 წლის №081-275 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 86 515 ლარით. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 14 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 28 დეკემბრის №33526 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12685 და 2023 წლის 28 დეკემბრის №33526 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304; 301; 44; 299.