ბრძანება N 32118

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.12.2023
№ დოკუმენტი 32118
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 32118

20 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 24 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №126) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 24 ნოემბრის №85345/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ოქტომბრის №081-276 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი არ ეთანხმება უსასყიდლოდ გადაცემულ ბინებზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ვინაიდან აღნიშნულ ოპერაციებს არ ახლავს წინასწარი გადახდა და 2021 წლამდე არ მომხდარა რაიმე ფორმით ამ ოპერაციების დაბეგვრა, ამასთან, 3 ბინის უსასყიდლო გადაცემა მოხდა 2021 წლის ოქტომბერში და ერთი ბინის 2022 წლის იანვარში, მისი დაბეგვრა უნდა განხორციელებულიყო ახალი რეგულაციით უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში. ამასთან, 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, მიმდინარეობდა აქტიური სამშენებლო სამუშაოები, მჩუქებლის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ბინის ფაქტობრივი ჩაბარება, რადგან მისაღები ფართი არ იყო მიყვანილი ხელშეკრულებით ნაკისრ კონდიციამდე. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 2022 წლის 31 მარტს განხორციელდა საწარმოს შემოწმება შრომის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, რაც დასრულდა კომპანიის გაფრთხილებით შრომის უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას დასრულებული ექნებოდა მშენებლობის პროცესი, ობიექტი შრომის ინსპექციის შემოწმებას არ დაექვემდებარებოდა. გადამხდელი აღნიშნავს, რომ მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდა 2022 წლის ნოემბრის თვეში, შესაბამისად უსასყიდლოდ გადაცემული ბინები კომპანიის მიერ დაბეგრილია შენობის ექსპლუატაციის მიღების მომენტში 2022 წლის ნოემბრის თვეში.

2. გადამხდელი არ ეთანხება მიწის სანაცვლოდ გადაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ შემოწმებით მიწოდება განხორციელებულია დღგ-ის ახალი რეგულაციის პერიოდში. საჩივარზე წარმოადგენს მესაკუთრეების განცხადებებს და მიუთითებს, რომ 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მიწის მესაკუთრის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ბინის ფაქტობრივი ჩაბარება, რადგან მისაღები ფართი არ იყო მიყვანილი ხელშეკრულებით ნაკისრ კონდიციამდე. შემოწმება განხორციელდა 2022 წლის 1 აპრილამდე პერიოდზე, ამ დროისთვის კორპუსი იყო მშენებარე, დაუსრულებელი, არ იყო დამონტაჟებული კარ-ფანჯრები, არ იყო კიბის უჯრედები, თავისთავად არ იყო კომუნიკაციები, ელექტროენერგია და გაზი. აშენებული კორპუსი ექსპლუატაციისათვის მზად იყო 2022 წლის ნოემბერში, შესაბამისად, საწარმოს მიერ დღგ-ით დასაბეგრ დროდ განისაზღვრა 2022 წლის ნოემბერი.

3. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14642 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე და 48-ე ნაწილების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14642 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 54 167 ლარი, მათ შორის, გადასახადი 36 110 ლარი, ჯარიმა 18 057 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 ოქტომბრის №081-276 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● საწარმოს მიერ რეალიზებულ ბინებზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით:

- გადამხდელის მიერ დაზუსტდა საჩივარში აღნიშნული საკითხი მოცემულ უძრავ ქონებასთან (საკადასტრო კოდი -------) მიმართებაში და აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტით გასაზღვრული ვალდებულება სწორია და კორექტირებას არ ექვემდებარება.

- გადამხდელის მიერ გასაჩივრების ეტაპზე წარმოდგენილი იქნა ს/კ ------- (-------) ბინასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ თანხის გადახდის შესახებ სალაროს შემოსავლის ორდერი (07.02.2023წ - 21 205.23 ლარი (8025 აშშ დოლარის ექვივალენტი)). დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დაკორექტირდა (შემცირდა) მოცემულ საკადასტრო კოდთან მიმართებაში აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება.

- გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე (მოცემულ შემოწმებას დაქვემდებარებულ შესამოწმებელ პერიოდამდე საწარმოს მიერ დეკლარირებული დღგ-ს ბრუნვების გაშიფრვა საკადასტრო კოდების მიხედვით) დაკორექტირდა (შემცირდა) ------- საკადასტრო კოდთან მიმართებაში აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება.

- გადამხდელის მიერ დაზუსტდა საჩივარში აღნიშნული საკითხი მოცემულ უძრავ ქონებასთან (საკადასტრო კოდი -------) მიმართებაში და დადგინდა, რომ შემოწმებით აქტით განსაზღვრული ვალდებულებები გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

- გადამხდელის მიერ დაზუსტდა საჩივარში აღნიშნული საკითხი მოცემულ უძრავ ქონებებთან (საკადასტრო კოდი ------- და -------) მიმართებაში და აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტით გასაზღვრული ვალდებულება სწორია და კორექტირებას არ ექვემდებარება.

- გადამხდელის მიერ გასაჩივრების ეტაპზე წარმოდგენილი იქნა ს/კ ------- (-------) ბინასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ თანხის ჩარიცხვის შესახებ სალაროს შემოსავლის ორდერები (26.10.2022წ - 61 095.95 ლარი და 27.02.2023წ -2 633 ლარი). (ავღნიშნავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნული ფართის გადაფორმებისას წარდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ღირებულებაზე არც გადახდის გრაფიკი ჰქონდა დართული და არსად მითითება არ ფიქსირდებოდა თანხის გადახდის ვადაზე. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელს არც მყიდველთან გაფორმებული შეთანხმება წარმოუდგენია თანხის გვიან გადახდაზე). დამატებით წარმოდეგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დაკორექტირდა (შემცირდა) მოცემულ საკადასტრო კოდთან მიმართებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება.

● ქონების უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში, ვინაიდან აღნიშნული ქონებების გადაცემა განხორციელებულია 2021 წლის ოქტომბერში, არ ვრცელდება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 48-ე ნაწილით დადგენილი ნორმა, შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

● სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, მოცემულ დასკვნაში ასახულ 1.2, 1.3 და 1.6 საკითხებთან დაკავშირებით განხორციელდა შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

● მიწის სანაცვლოდ გადაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილით დადგენილი ნორმიდან გამომდინარე, აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ უსასყიდლოდ გადაცემულ ბინებზე და მიწის სანაცვლოდ გადაცემულ ქონებებზე განსაზღვრული ვალდებულებები „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე და 48-ე ნაწილების გათვალისწინებით და დადგინდა, რომ ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული ბინების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების მომენტში (2021 წლის ოქტომბერი, 2022 წლის თებერვალი) გაწეული იყო ყველა ძირითადი ხარჯი (01.01.2022 წლისთვის-93%), ხოლო მიწის მესაკუთრეებზე ბინების გადაცემასთან დაკავშირებით დღგ-ით დაბეგვრა განხორციელებულია საჯარო რეესტრში საკუთრების დარეგისტრირების მომენტისთვის მშენებლობაზე გაწეულ ხარჯს+10%, რეგისტრირებული ფართების პროპორციულად, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები გადაანგარიშებას არ ექვემდებარება. ხოლო, სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების კორექტირების საფუძველზე, განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. უსასყიდლოდ გადაცემულ ბინებზე განსაზღვრულ ვალდებულებებს.

2. მიწის სანაცვლოდ გადაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრას.

3. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14642 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი. აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 ოქტომბრის №081-276 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)