ბრძანება N 3242
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3242
16 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ --------ს (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: --------------;
იურ. მის.: ---------------)
2026 წლის 16 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა ი/მ --------ს (ს/ნ ----------) 2026 წლის 16 იანვრის №----/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 დეკემბრის №127-32 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. განმარტავს, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია 20 366 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომელიც არ იქნა გამოყენებული ტენდერებით ნაკისრ ვალდებულებებში. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ზედნადებებით შეძენილია 70 547 ლარით მეტი ღირებულების კონკრეტული საკვები პროდუქტები, ვიდრე -----თვის გაწერილი მიღებაჩაბარების აქტებში არის ასახული. გადამხდელი აცხადებს, რომ არ არის საფუძვლიანად გაშიფრული თუ რა სახის საქონლის შეძენა მოხდა არამიზნობრივად და ასევე გაუგებარია რა პრინციპით იქნა დადგენილი 70 547 ლარის ზედმეტი პროდუქციის შეძენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22725 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ --------ს (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 18 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 22 დეკემბრის №27992 ბრძანება და ამავე თარიღის №127-32 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 57 287 ლარი, მათ შორის გადასახადი 30 755 ლარი, ჯარიმა 15 280 ლარი და საურავი 11 252 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო დეკლარაციები ასახავდა მხოლოდ ტენდერებიდან მიღებულ შემოსავლებს, ამასთან დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები არასრულად აისახებოდა შესაბამის დეკლარაციებში. შემოწმების შედეგად, მიღებულ ზედნადებებზე და სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია 20 366 ლარის ღირებულების პროდუქცია რომელიც არ იქნა გამოყენებული ტენდერებით ნაკისრ ვალდებულებებში (საერთოდ შეუსაბამოა სატენდერო დოკუმენტაციასთან). ამასთან საქონლის მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ზედნადებებით შეძენილია 70 547 ლარით მეტი ღირებულების კონკრეტული საკვები პროდუქტები, ვიდრე -----თვის გაწერილი მიღება-ჩაბარების აქტებში არის ასახული (მაგალითად: შაქარი, ზეთი და ა.შ). წარმოდგენილი ახსნა-განმარტებისა და ნაშთების შესახებ ცნობის მიხედვით, გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმების შედეგად, დამატებით შეძენილი პროდუქცია, ჯამში 90 913 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე ჩართული იქნა დასაბეგრ ბრუნვებში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ამავე კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია 20 366 ლარის ღირებულების პროდუქცია რომელიც არ იქნა გამოყენებული ტენდერებით ნაკისრ ვალდებულებებში (საერთოდ შეუსაბამოა სატენდერო დოკუმენტაციასთან). ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ზედნადებებით შეძენილია 70 547 ლარით მეტი ღირებულების კონკრეტული საკვები პროდუქტები, ვიდრე -----თვის გაწერილი მიღება-ჩაბარების აქტებში არის ასახული (მაგალითად: შაქარი, ზეთი და ა.შ). შემოწმების შედეგად, დამატებით შეძენილი პროდუქცია, ჯამში 90 913 ლარის ოდენობით, ჩართული იქნა დასაბეგრ ბრუნვებში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას და განმარტავს, რომ საფუძვლიანად არ არის გაშიფრული თუ რა სახის საქონლის შეძენა მოხდა არამიზნობრივად და ასევე გაუგებარია რა პრინციპით იქნა დადგენილი 70 547 ლარის ზედმეტი პროდუქციის შეძენა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ --------ს (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22725 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №27992 ბრძანება და №127-32 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 57 287 ლარი, მათ შორის გადასახადი 30 755 ლარი, ჯარიმა 15 280 ლარი და საურავი 11 252 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო დეკლარაციები ასახავდა მხოლოდ ტენდერებიდან მიღებულ შემოსავლებს, ამასთან დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები არასრულად აისახებოდა შესაბამის დეკლარაციებში. შემოწმების შედეგად, მიღებულ ზედნადებებზე და სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია 20 366 ლარის ღირებულების პროდუქცია რომელიც არ იქნა გამოყენებული ტენდერებით ნაკისრ ვალდებულებებში. ამასთან საქონლის მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ზედნადებებით შეძენილია 70 547 ლარით მეტი ღირებულების კონკრეტული საკვები პროდუქტები, ვიდრე გაწერილი მიღება-ჩაბარების აქტებში არის ასახული. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებისა და ნაშთების შესახებ ცნობის მიხედვით, გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმების შედეგად, დამატებით შეძენილი პროდუქცია, ჯამში 90 913 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე ჩართული იქნა დასაბეგრ ბრუნვებში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“ და „ბ“); 160(1); 1601(1); 163(1.2); 164(1);