ბრძანება N 1224
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1224
30.01.2023
“-------.“-ს (ს/ნ -----)
(მის.: -------)
2022 წლის 9 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა “-----“-ს (ს/ნ ------ ) №101681/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 აგვისტოს ბრძანების №24269 აღსრულების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 აგვისტოს №24269 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა “-------“ საჩივარი, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სრულყოფილად შეესწავლა/გამოეკვლია „-----”-ს 2018 წლის 2 ივლისს შემოსავლების სამსახურში წარდგენილ " №-----" განცხადებაში დასმული საკითხი (გადამხდელის მოთხოვნა)და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება,ხოლო,გადამხდელის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პირისთვის წარედგინა დასაბუთებული შესაგებელი,რაც ჯერ კიდევ აღუსრულებელია.აღნიშნულიდან გამომდინარე,გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 აგვისტოს №24269 ბრძანების აღსრულებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, „------” (ს/ნ -----) მიერ 2017 წლის 17 ნოემბერს წარდგენილ იქნა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში განცხადება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებით განსაზღვრული ფორმა №2-ების დამოწმებასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 24 ნოემბრის " №-----" წერილით „-----” (ს/ნ -----) მოთხოვნილ იქნა დამატებითი ინფორმაცია და განმარტება ფორმა №2-ებში მითითებული თანხების შესახებ. 2017 წლის 27 დეკემბერს „------”-ს მიერ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში წარდგენილი იქნა "№------" წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ დადასტურებულ იქნა წარდგენილი ფორმა №2-ები და 2018 წლის 18 ივნისის "№-------" წერილით გაგზავნილ იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ ბეჭდით დამოწმებული ფორმა №2-ების ასლები.
„-----“ -ის მიერ 2018 წლის 2 ივლისს შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა "№------" განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების მე-3 მუხლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს მიერ ბეჭდით დამოწმებული ფორმა №2-ის შესაბამისად ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება.
გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადის დარღვევა განიხილა „-------”-ის 2018 წლის 21 ივნისის ზედმეტად გადახდილი წყაროსთან დაკავებული გადასახადების დაბრუნების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და 2019 წლის 27 მარტს წარადგინა საჩივარი შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №25031 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანი არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის ბრძანებას და წარადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. ამ უკანასკნელმა განიხილა აღნიშნული საჩივარი, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №25031 ბრძანება და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე კანონით დადგენილ ვადაში არ მიუღია გადაწყვეტილება,მომჩივანს,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე,უფლება ჰქონდა აღნიშნული მიეჩნია მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და საჩივრით მიემართა შემოსავლების სამსახურისთვის, ხოლო შემოსავლების სამსახურს განეხილა აღნიშნული საჩივარი. ამდენად, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად, შესაბამისად გაუქმდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით არსებითად განსახილველად დაბრუნებული „------”-ს (ს/ნ -----) საჩივარი, რომელიც შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 აგვისტოს №24269 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
1. „-----”-ს (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით სრულყოფილად შეისწავლოს/გამოიკვლიოს „------”-ს 2018 წლის 2 ივლისს შემოსავლების სამსახურში წარდგენილ " №------" განცხადებაში დასმული საკითხი (გადამხდელის მოთხოვნა) და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება, ხოლო, გადამხდელის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პირს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტზე, რომლის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს “------“-ს (ს/ნ ------) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 აგვისტოს №24269 ბრძანების აღსრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. “-------“-ს (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს “------“-ს (ს/ნ -------) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 აგვისტოს №24269 ბრძანების აღსრულება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11 / ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.