ბრძანება N 18610
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18610
31.07.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------------იის“ (ს/ნ ------------)
(მის: ----------------------------------)
2023 წლის 13 და 23 ივლისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „------------ის“ (ს/ნ ------------) №82289/1/2023 და N82519/1/2023 საჩივრები, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 26 ივნისის ID:----- გადაწყვეტილებას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის სხდომაზე (ოქმი №79).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2012 წლის მოგების გადასახადისა და 2012 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციების საფუძველზე. გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას დავალიანების ჩამოწერაზე უარის თქმის თაობაზე. მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დავალიანება წარმოშობილია 2012 წლის საანგარიშო პერიოდების დეკლარაციებით და ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 37-ე ნაწილის საფუძველზე 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანების ჩამოწერას.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 21.06.2023 წელს შემოსულია შპს „------------იის“ (ს/ნ ------------) ID:----- განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანების ჩამოწერა სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად.
შშპს „------------იის“ (ს/ნ ------------) პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით დადგინდა, რომ 01.01.2013 წლის მდგომარეობით პირს დავალიანება არ ერიცხება, სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 6579.67 ლარს. 01.01.2013 წლის შემდეგ, 29.01.2014 წ. და 04.02.2014 წ., საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის მომსახურების დეპარტამენტის მიერ დამატებით დარიცხულია დღგ-ის თანხები: კერძოდ, 2013 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის და დეკემბრის თვეებში გადასახდელად არ არის დარიცხული დღგ-ის თანხა, რაც წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევას, ვინაიდან დასტურდება 01.01.2013 წლის შემდეგ მიღებული შემოსავალი და აქტივობა. აღნიშნულ დარიცხვებთან დაკავშირებულ საგადასახადო მოთხოვნებს პირი გაეცნო 09.02.2014 წელს. გადამხდელთან 11.04.2013-21.02.2014 წწ. ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა პერიოდი 31.03.10-01.08.13 წწ. გადასახადები დამატებით დარიცხულია 27.02.2014 წელს, მოგების გადასახადში 2010 და 2012 წლის საანგარიშო პერიოდებზე. 27.02.2014 წლის საგადასახადო მოთხოვნას N6-109 გაეცნო 28.02.2014 წელს, რაც შეეხება 01.01.2013 წლის შემდეგ დეკლარაციების წარმოდგენას, 2013 წლის და მომდევნო საანგარიშო პერიოდების დეკლარაციებიდან წარმოდგენილია მოგების გადასახადის 2013 წლის ნულოვანი დეკლარაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „------------ას“ (ს/ნ ------------) უარი ეთქვა დავალიანების ჩამოწერაზე. გადამხდელს აღნიშნულის შესახებ პასუხი ეცნობა 26.06.2023 წლის ID:--------- გადაწყვეტილებით, რომელსაც გაეცნო იმავე დღეს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება აღიარებული, 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2013 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შპს „------------ის“ (ს/ნ ------------) საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებოდა. 2023 წლის 28 ივლისის მდგომარეობით არსებული საგადასახადო დავალიანება (ჯამში 906745.12 ლარი) წარმოშობილია 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „------------იის“ (ს/ნ ------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში, (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 37-ე ნაწილის საფუძველზე 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანების ჩამოწერას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 21.06.2023 წელს შემოსულია გადასახადის გადამხდელის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანების ჩამოწერა სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად.
პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით დადგინდა, რომ 01.01.2013 წლის მდგომარეობით პირს დავალიანება არ ერიცხება, აქვს სალდირებული ზედმეტობა .
ამასთან,01.01.2013 წლის შემდეგ, 29.01.2014 წ. და 04.02.2014 წ., საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის მომსახურების დეპარტამენტის მიერ დამატებით დარიცხულია დღგ-ის თანხები.
კერძოდ, 2013 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის და დეკემბრის თვეებში გადასახდელად არ არის დარიცხული დღგ-ის თანხა, რაც წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევას. რაც შეეხება 01.01.2013 წლის შემდეგ დეკლარაციების წარმოდგენას, 2013 წლის და მომდევნო საანგარიშო პერიოდების დეკლარაციებიდან წარმოდგენილია მოგების გადასახადის 2013 წლის ნულოვანი დეკლარაცია.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161(1 „ა“ );1611 (1); 252; 302(6); 309(37„ა1 “);