გადაწყვეტილება №23645/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.10.2024
№ დოკუმენტი 23645/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23645/2/2024

31 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------ი“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს-----ის 5.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23645/2/2024).

 

დავის საგანი:

სხვა საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული გადასახადის გათვალისწინება საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის ჯარიმის დაკისრებისას.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2024 წლის №023-14 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.07.2024 წლის №16945 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 32 196,03 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 16 199

ჯარიმა - 8 738

საურავი - 7 259,03

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა წყალგაყვანილობის, გათბობისა და ჰაერის კონდენცირების სისტემის მონტაჟი.

აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის იანვრის, თებერვლის და ივნისის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს ---------სთვის (ს/ნ --------) გაწეულია მომსახურება ჯამური ღირებულებით 287 607 ლარი, საიდანაც გადასახადის გადამხდელმა ავანსის სახით მიიღო 174 000 ლარი. 2022 წლის იანვარში გამოიწერა საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 287 607 ლარის ოდენობით და გამოვლენილი სხვაობა 113 607 ლარი არ იქნა ასახული შესაბამის საანგარიშო პერიოდში.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს შპს -------სთვის (ს/ნ ------) გაწეული ჰქონდა ორი მომსახურება. პირველი მომსახურების ჯამური ღირებულება შეადგენდა 150 422 ლარს და აღნიშნულ მომსახურებაზე გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა ავანსი 54 040 ლარი, რაც დაბეგრილი იყო შესაბამის პერიოდში. 2022 წლის თებერვალში გამოიწერა საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვის სხვაობა გადამხდელის მიერ არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში. მეორე მომსახურების ჯამური თანხა შეადგენდა 889 255 ლარს, გადასახადის გადამხდელს ავანსად ჩაერიცხა 546 000 ლარი 2021 წლის ივლისის და აგვისტოს პერიოდში. 2021 წლის სექტემბერში გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარება ღირებულებით 182 000 ლარი, რაზეც არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და აღნიშნული თანხა ანაზღაურდა 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. 2022 წლის ივნისის თვეს გამოიწერა საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 707 255 ლარზე, მიღებულ ავანსსა და მიღება ჩაბარებას შორის სხვაობა გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი ჰქონდა შესაბამის პერიოდში. 2022 წლის ივნისში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყოს დაბეგრილი შპს -----ზე გამოწერილი სასაქონლო- ზედნადები (4 820 ლარი). გამოვლენილი სხვაობები შემოწმებით აისახა შესაბამის პერიოდებში. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით დაერიცხა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2024 წლის №023-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 17.07.2024 წლის №16945 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 275-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შპს -------სთვის (ს/ნ -------) გაწეული ჰქონდა მომსახურება და აღნიშნული მომსახურების ფარგლებში 2022 წლის იანვარში გამოწერილი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დასაბეგრი თანხა არ ჰქონდა ასახული და დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იყო შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები 2022 წლის იანვრის თვეზე, შემოწმებით დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, რისთვისაც გათვალისწინებულია პირის დაჯარიმება საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხოლო მომჩივნის მოთხოვნა გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული ჯარიმა გამოიყენება საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ჯარიმა განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებელს 2022 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარირებული თანხების შესწავლისას დამატებით გაზრდილი აქვს დასაბეგრი ბრუნვა შპს ------ზე განხორციელებული მიწოდებით 113 607 ლარი - დასაბეგრი თანხით 96 276,87 ლარით, რაზეც გამოყენებული აქვს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი და დარიცხული აქვს ჯარიმა, დამატებით დარიცხული თანხის 50 პროცენტის ოდენობით - 8 665 ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი, კერძოდ - 108 607 ლარი - დასაბეგრი თანხით 92 040 ლარი, შპს -------ის მიერ ჩარიცხული და მომჩივნის მიერ დეკლარირებული და დაბეგრილი იყო 2022 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციით. შემმოწმებლის მიერ აღნიშნული თანხით შემცირებულია თებერვლის დასაბეგრი თანხა. შესაბამისად, შემმოწმებლის მიერ 2022 წლის იანვრის თვის დამატებით დარიცხულ თანხაზე ჯარიმის დარიცხვისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილი. საგადასახადო შემოწმების აქტში მოცემული საკითხი №1-ით დარიცხული ჯარიმა 8 738 ლარის (მ.შ. 2022 წლის იანვრის სანგარიშო პერიოდზე 8 665 ლარი) ოდენობით არასწორადაა დარიცხული და უნდა შემცირდეს 6 626,85 ლარით. შესაბამისად არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის17.07.2024 წლის №16945 ბრძანებას და მოითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2024 წლის №023-14 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის 6 626,85 ლარით შემცირებას.

შემოსავლების სამსახური შემოწმების აქტის მიხედვით განპირობებულ დარიცხვას განმარტავს შემდეგნაირად - „შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შპს -------სთვის (ს/ნ -------) გაწეული ჰქონდა მომსახურება ჯამური ღირებულებით 287 607 ლარი, საიდანაც გადასახადის გადამხდელმა ავანსის სახით მიიღო 174 000 ლარი. 2022 წლის იანვარში გამოიწერა საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 287 607 ლარის ოდენობით და გამოვლენილი სხვაობა 113 607 ლარი არ იქნა ასახული შესაბამის საანგარიშო პერიოდში. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შპს ------თვის (ს/ნ -----) გაწეული ჰქონდა ორი მომსახურება. პირველი მომსახურების ჯამური ღირებულება შეადგენდა 150 422 ლარს და აღნიშნულ მომსახურებაზე გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა ავანსი 54 040 ლარი, რაც დაბეგრილი იყო შესაბამის პერიოდში. 2022 წლის თებერვალში გამოიწერა საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვის სხვაობა გადამხდელის მიერ არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში. მეორე მომსახურების ჯამური თანხა შეადგენდა 889 255 ლარს, გადასახადის გადამხდელს ავანსად ჩაერიცხა 546 000 ლარი 2021 წლის ივლისის და აგვისტოს პერიოდში. 2021 წლის სექტემბერში გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარება ღირებულებით 182 000 ლარი, რაზეც არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და აღნიშნული თანხა ანაზღაურდა 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. 2022 წლის ივნისის თვეს გამოიწერა საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 707 255 ლარზე, მიღებულ ავანსსა და მიღება ჩაბარებას შორის სხვაობა გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი ჰქონდა შესაბამის პერიოდში. 2022 წლის ივნისში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყოს დაბეგრილი შპს -----ზე გამოწერილი სასაქონლო-ზედნადები (4 820 ლარი). გამოვლენილი სხვაობები შემოწმებით აისახა შესაბამის პერიოდებში.

გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად“.

შემოსავლების სამსახური განმარტებისას გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ - შემმოწმებელი კამერალური შემოწმების ჩატარებისას შედგენილ აქტში თავად ამცირებს 2022 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვას შპს -----ზე განხორციელებული მიწოდების თანხით 108 607 ლარით. შესაბამისად, ადგილი აქვს კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლას, რაზეც ცალსახად გამოყენებული უნდა იყო საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის პირველი ნაწილი.

შემმოწმებელი აქტში აღნიშნავს და აღნიშნული შემოსავლების სამსახურის №16945 ბრძანებაშიც არის მოხსენიებული, რომ შპს -----ს (ს/ნ -------) და გადასახადის გადამხდელს შორის 2022 წლის თებერვლის თვეს გამოიწერა მიღება-ჩაბარების ფაქტურა, მომსახურების ჯამური ღირებულებით - 150 422 ლარი. აღნიშნული მომსახურებაზე გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ავანსი 54 040 ლარი, რაც დაბეგრილია შესაბამის პერიოდში, ხოლო გამოვლენილი სხვაობა 96 382 ლარი გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ასახული შესაბამის პერიოდში და დაიბეგრა შემმოწმებლის მიერ 2022 წლის თებერვლის თვეში. აღნიშნული თანხა მომჩივნის მიერ დეკლარირებული და დაბეგრილი იყო მომდევნო თვეებში - 2022 წლის მარტის თვეში 65 000 ლარი და 2022 წლის აპრილის თვეში 31 382 ლარი. შესაბამისად, შემოწმების დასრულების შემდგომ, მომჩივნის მიერ მარტისა და აპრილი თვეების დღგ-ის დეკლარაციები დაკორექტირდა ზემოაღნიშნული თანხის შემცირებით.

არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 17.07.2024 წლის №16945 ბრძანებას და მოითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2024 წლის №024-14 საგადასახდო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის 6 626,85 ლარით შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

მომჩივნის განმარტებით, განხორციელებული იყო რეალიზაცია შპს ------ზე, ანგარიშფაქტურა გამოწერილი იყო იანვარში და დეკლარირებული იყო თებერვალში, შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნულის იანვარში დაბეგვრა. მისი მოთხოვნა იყო, რომ რადგან განხორციელდა დაბეგვრის საანგარიშო პერიოდის ცვლილება, გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილი. შპს -----ე მიწოდება არ იყო სრულად დაბეგრილი, 96 000 ლარი შემმოწმებელმა ჩართო თებერვლის თვის რეალიზაციაში და დაბეგრა, მაშინ როცა კომპანიის მიერ აღნიშნული თანხა დაბეგრილია მარტის და აპრილის თვეებში. გამომდინარე იქიდან, რომ შემმოწმებელს აღნიშნული დაბეგრილი ჰქონდა თებერვლის თვეში, დააზუსტა მარტის და აპრილის დეკლარაციები შემოწმების დასრულების შემდეგ და შემცირდა დასაბეგრი ბრუნვა, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაშიც გამოყენებული უნდა იქნას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილი.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმება ჩატარდა თემატურად, შემოწმდა მხოლოდ ორი თვე, ამ ორი თვის ჭრილში ერთად რომ განხილულიყო ბრუნვები, დეკლარირებულსა და შემოწმების მონაცემებს შორის გამოდიოდა სხვაობა. გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა ავანსები, ჩარიცხვების მიხედვით ბეგრავდა შესაბამის სამუშაოებს. თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში დასაბეგრი ბრუნვა შეუმცირეს და იანვარში დაარიცხეს. იანვარში დეკლარაციაში შემცირებული თანხა დაბეგრილია თებერვლის თვეში. თებერვლის დარიცხვის ნაწილში არ ჰქონდა გადამოწმების საშუალება, დაბეგრილი იყო თუ არა სხვა პერიოდში, იმის გამო, რომ შესამოწმებელი პერიოდი იყო მხოლოდ ორი თვე.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, საბჭო მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში 2022 წლის იანვრის თვის საგადასახადო ვალდებულებების 2022 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდში დაბეგვრის შემთხვევაში, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის სანქციის შეფარდებისას გამოყენებული უნდა იქნას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია. ამასთან, სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე 2022 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდის ოპერაცი(ებ)ის 2022 წლის მარტის და აპრილის თვეებში დაბეგვრასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების მითითებულ პერიოდებში დაბეგვრის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, 2022 წლის თებერვლის საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის სანქციის შეფარდებისას გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 17.07.2024 წლის №16945 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს სადავო საკითხი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაკისრებული სანქციის კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სხვა საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული გადასახადის გათვალისწინება საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის ჯარიმის დაკისრებისას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის იანვრის, თებერვლის და ივნისის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანის მიერ გაწეულია მომსახურება ჯამური ღირებულებით 287 607 ლარი, საიდანაც გადასახადის გადამხდელმა ავანსის სახით მიიღო 174 000 ლარი. 2022 წლის იანვარში გამოიწერა საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 287 607 ლარის ოდენობით და გამოვლენილი სხვაობა 113 607 ლარი არ იქნა ასახული შესაბამის საანგარიშო პერიოდში.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს ასევე გაწეული ჰქონდა ორი მომსახურება. პირველი მომსახურების ჯამური ღირებულება შეადგენდა 150 422 ლარს და აღნიშნულ მომსახურებაზე გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა ავანსი 54 040 ლარი, რაც დაბეგრილი იყო შესაბამის პერიოდში. 2022 წლის თებერვალში გამოიწერა საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვის სხვაობა გადამხდელის მიერ არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში. მეორე მომსახურების ჯამური თანხა შეადგენდა 889 255 ლარს, გადასახადის გადამხდელს ავანსად ჩაერიცხა 546 000 ლარი 2021 წლის ივლისის და აგვისტოს პერიოდში. 2021 წლის სექტემბერში გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარება ღირებულებით 182 000 ლარი, რაზეც არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და აღნიშნული თანხა ანაზღაურდა 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. 2022 წლის ივნისის თვეს გამოიწერა საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 707 255 ლარზე, მიღებულ ავანსსა და მიღება ჩაბარებას შორის სხვაობა გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი ჰქონდა შესაბამის პერიოდში. 2022 წლის ივნისში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო დაბეგრილი მის მიერ გამოწერილი სასაქონლო- ზედნადები (4 820 ლარი). გამოვლენილი სხვაობები შემოწმებით აისახა შესაბამის პერიოდებში. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით დაერიცხა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №023-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №16945 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, საბჭო მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში 2022 წლის იანვრის თვის საგადასახადო ვალდებულებების 2022 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდში დაბეგვრის შემთხვევაში, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის სანქციის შეფარდებისას გამოყენებული უნდა იქნას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

ამასთან, სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე 2022 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდის ოპერაცი(ებ)ის 2022 წლის მარტის და აპრილის თვეებში დაბეგვრასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების მითითებულ პერიოდებში დაბეგვრის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, 2022 წლის თებერვლის საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის სანქციის შეფარდებისას გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 164(1); 275(1 და მე-2);