გადაწყვეტილება №25453/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25453/2/2025
21 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს “-------”-ის 12.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25453/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2025 წლის №044-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11528 ბრძანება.
დარიცხული თანხა: სულ - 360 195.03 ლარი.
გადასახადი - 219 413.46
დღგ - 142 014.66
საშემოსავლო გადასახადი - 77 398.80
ჯარიმა - 108 935.70
საურავი - 31 845.87
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2025 წლის №1709 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 20.02.2023-1.01.2025 წლის საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 31.03.2025 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 7.04.2025 წლის №6638 ბრძანება და ამავე თარიღის №044-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 360 195,03 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.06.2025 წლის №11528 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №62335-21-04 წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11528 ბრძანება გაიგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე ამავე დღეს და გაცნობა ფიქსირდება 13.06.2025 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11528 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 3.07.2025 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 12.07.2025 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
გადასახადის გადამხდელთან, მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ვერ მოხერხდა დაკავშირება. ვადის დარღვევასთან დაკავშირებით არგუმენტები არ არის წარმოდგენილი.
ამგვარად, ვინაიდან, გასულია შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11528 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.06.2025 წლის №11528 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11528 ბრძანება გაიგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე ამავე დღეს და გაცნობა ფიქსირდება 13.06.2025 წელს. შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11528 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 3.07.2025 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 12.07.2025 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. გადასახადის გადამხდელის მიერ ვადის დარღვევასთან დაკავშირებით არგუმენტები არ არის წარმოდგენილი.
გადაწყვეტილება
ვინაიდან, გასულია შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11528 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე)