ბრძანება N 27021

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.12.2024
№ დოკუმენტი 27021
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27021

24 დეკემბერი 2024

ბრძანება

შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“)

(ფაქტ. მის.: „---------“)

2024 წლის 16 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №135) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ „---------“) 2024 წლის 16 დეკემბრის №93351/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ნოემბრის №001-209 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციებით დეკლარირებული დივიდენდის თანხის შემცირებას. მიუთუთებს, რომ 2022 წლის ივნისის თვეში, მოგების გადასახადის დეკლარაციით დარიცხული მოგების გადასახადი 5 724,94 ლარი და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი 4 502,15 ლარი არის შესამცირებელი, რადგან აღნიშნულ პერიოდში დოკუმენტურად არ დასტურდება (არ არის პარტნიორთა კრების ოქმი, არ არის სალაროს დოკუმენტებში, არ არის ბანკის ამონაწერებში) დივიდენდის გაცემა და შემმოწმებელს უნდა მოეხდინა მისი შემცირება. ამასთან, კომპანიის ფინანსური მონაცემები არ იძლევა დივიდენდის გაცემის შესაძლებლობას, რადგან კომპანიას გააჩნია აკუმულირებული ზარალი.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივნისის №13284 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------“-ის (ს/ნ „---------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივნისის №13284 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 12 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 28 695 ლარი, მათ შორის, გადასახადი 19 130 ლარი და ჯარიმა 9 565 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 26 ნოემბრის №001-209 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 დავების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 5150 ანგარიშზე მოძრაობის ამსახველი ანგარიში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე შეცდომით აქვს გატარებული რამდენიმე გატარება, კერძოდ, მასალები 7200 ანგარიშის ნაცვლად ჩამოწერილი აქვს 5150 ანგარიშზე, რის ხარჯზეც შემცირდა საწესდებო კაპიტალის საბოლოო ნაშთი. აღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

 შემოწმების მიერ საწარმოში ჩატარებული ფულადი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ განაწილებული დივიდენდის თანხა არ ექვემდებარება შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, დავების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილია 5150 ანგარიშზე მოძრაობის ამსახველი ანგარიში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე შეცდომით აქვს გატარებული რამდენიმე გატარება, კერძოდ, მასალები 7200 ანგარიშის ნაცვლად ჩამოწერილი აქვს 5150 ანგარიშზე, რის ხარჯზეც შემცირდა საწესდებო კაპიტალის საბოლოო ნაშთი. აღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. ხოლო, შემოწმების მიერ საწარმოში ჩატარებული ფულადი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ განაწილებული დივიდენდის თანხა არ ექვემდებარება შემცირებას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ „---------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციებით დეკლარირებული დივიდენდის თანხის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 დავების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 5150 ანგარიშზე მოძრაობის ამსახველი ანგარიში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე შეცდომით აქვს გატარებული რამდენიმე გატარება.აღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

 შემოწმების მიერ საწარმოში ჩატარებული ფულადი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ განაწილებული დივიდენდის თანხა არ ექვემდებარება შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).