ბრძანება N 10984

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.05.2023
№ დოკუმენტი 10984
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 10984

17.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2023 წლის 29 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №79995/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის №187821 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრულ ჯარიმას, ითხოვს სამართალდარღვევის ოქმის და სანქციის გაუქმებას. აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ იყო ინფორმირებული შემოწმების პერიოდის გაგრძელებასთან დაკავშირებით და შემდგომში აპირებდა მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისს №21-14/62245 წერილით გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად დაევალა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის და ცნობა საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშების შესახებ, ასევე, ამ ანგარიშებიდან ამონაწერის ელექტრონული ვერსიის, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული წარმოების შემთხვევაში პროგრამის ასლის (ელექტრონული სახით) წარმოდგენა. მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადამხდელის მიმართ 2022 წლის 9 ნოემბერს გამოცემულ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ამის შემდგომ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, 2022 წლის 15 ნოემბრის N21-14/104704 წერილით გადასახადის გადამხდელისგან კვლავ იქნა გამოთხოვილი ზემოაღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულ წერილს გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2022 წლის 15 ნოემბერს. თუმცა, ზემოაღნიშნული წერილით განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობის გამო პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად და მის მიმართ 2023 წლის 23 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №187821.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია, აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრულ ჯარიმას, ითხოვს სამართალდარღვევის ოქმის და სანქციის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის წერილით გადამხდელს დაევალა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის და ცნობა საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშების შესახებ, ამ ანგარიშებიდან ამონაწერის ელექტრონული ვერსიის, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული წარმოების შემთხვევაში პროგრამის ასლის (ელექტრონული სახით) წარმოდგენა. გადამხდელი განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია, აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43; 70; 279;