ბრძანება N 12182
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12182
04 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.:----- )
2026 წლის 7 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი N 45) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 102249/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2025 წლის 13 ნოემბრის N ----- დასკვნას.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2025 წლის 13 ნოემბრის N ----- ექსპერტიზის დასკვნას და განმარტავს, რომ განაბაჟა ფრანგული ორთოპედიული სამარჯვეები/ფიქსატორები. რამოდენიმე პოზიციაზე მითითებული იყო 63079098000 სეს ესნ კოდი, რომელიც იბეგრება. მოითხოვა კოდის შეცვლა და ჩატარდა ექსპერტიზა. იქედან გამომდინარე, რომ პროდუქციებს აქვს მეტალის, პლასტმასის, სილიკონის ჩანართები, ექსპერტმა მისი განცხადება ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არ შეუცვალა კოდები წელის კორსეტებს და მუხლის ფიქსატორებს.
მომჩივანი მიუთითებს, რომ პოზიციები რომლებსაც არ შეუცვალა HS კოდი, არის სამედიცინო დანიშნულების, აქვს მეტალის, სილიკონი და მყარი პლასტმასის ჩანართები, რომელიც გამოიყენება საფიქსაციოდ და ასევე ოპერაციის შემდგომ.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ექსპერტიზის დასკვნის ნაწილობრივ გაუქმებას, საკითხის ხელახლა შესწავლას და სეს ესნ-ის 90211010000 კოდის შეცვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 13 ნოემბერს შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მომართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა საქონელზე სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის მიზნით ექსპერტიზის ჩატარება.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2025 წლის 13 ნოემბრის N ----- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონელი კლასიფიცირდა შემდეგნაირად: 6212 90 000 00 სეს ესნ-ის კოდში – ორსულობის ბანდაჟი, 9021 10 100 00 სეს ესნ-ის კოდში – მაჯისა და ცერი თითის ფიქსატორი, მაჯის ფიქსატორი, ცერა თითის ორთეზი და მხრის ფიქსატორი, ხოლო 6307 90 980 00 სეს ესნ-ის კოდში – მუხლის ელასტიური დამჭერი, მუხლის სახსრის სამაგრი, მუხლის კვირისტავის სამაგრი, ცერა თითის სამაგრი, მუხლის ელასტიური დამჭერი და წელის კორსეტი.
ექსპერტის მიერ განხორციელდა საქონლის დათვალიერება და შესწავლა, ასევე თავისუფალ წყაროებზე განთავსებული ინფორმაციის ანალიზი, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ სადავო პოზიციებზე არსებული საქონელი წარმოადგენს ძირითადად ელასტიური ტექსტილის მასალისგან დამზადებულ დამჭერებსა და სამაგრებს, რომელიც შექმნილია სხეულის ნაწილების მხარდაჭერის, ფიქსაციისა და კომფორტის შექმნის მიზნით ყოველდღიური გამოყენებისთვის. ამასთან, წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით საქონელი არ მიეკუთვნება ინდივიდუალურად დამზადებულ ან სპეციალური სამედიცინო დანიშნულების ორთოპედიულ სამარჯვებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის N 21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად, საქონელი კლასიფიცირდა „6307 90 980 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილია, შემდეგი:
1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
3. საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი.
4. საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
საქონლის კლასიფიცირება ხორციელდება საერთაშორისო ჰარმონიზებული სისტემის (HS-ის) შესაბამისად, რომელიც შექმნილია საბაჟო ტარიფების, სავაჭრო სტატისტიკისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული კლასიფიკაციის ერთიანი მიდგომებისთვის. ის უზრუნველყოფს პროდუქციის კატეგორიზაციისა და მათი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის სისტემატურ მეთოდს. ჰარმონიზებული სისტემის ინტერპრეტაცია რეგულირდება წესების ნაკრებით, რომელიც ცნობილია როგორც ინტერპრეტაციის ძირითადი წესები.
„საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის N 21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლით დადგენილია საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირველი წესი მიუთითებს, რომ კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სეს ესნ-ში ხორციელდება სასაქონლო პოზიციების ტექსტების, აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნების მიხედვით და, თუ ასეთი ტექსტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომდევნო წესების დებულებების შესაბამისად.
სეს ესნ-ის 63-ე ჯგუფში გაერთიანებულია ტექსტილის დანარჩენი მზა ნაწარმი; ნაკრებები; ნახმარი ტანსაცმელი და ტექსტილის ნაწარმი; ძონძები.
6307 სასაქონლო პოზიციას განეკუთვნება: მზა ნაწარმი დანარჩენი, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით.
6307 90 980 00 სეს ესნ-ის კოდში მითითებულია: – – – – დანარჩენი.
სეს ესნ-ის 90-ე ჯგუფში ჩართულია: ინსტრუმენტები და აპარატები ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, პრეციზიული, სამედიცინო ან ქირურგიული; მათი ნაწილები და საკუთნოები.
9021 სასაქონლო პოზიციაში მითითებულია: სამარჯვები ორთოპედიული, ყავარჯნების, ქირურგიული ღვედებისა და არტახების ჩათვლით; სალტეები და მოტეხილობის სამკურნალო დანარჩენი სამარჯვები; სხეულის ხელოვნური ნაწილები; სმენის აპარატები და დანარჩენი სამარჯვები, სატარებელი სხეულზე, თან ან ინპლანტირებული სხეულში ორგანოს დეფექტისა ან მისი მუშაობის არაუნარიანობის კომპენსირებისათვის.
9021 10 100 00 სეს ესნ კოდს განეკუთვნება – – ორთოპედიული სამარჯვები.
მომჩივნის მიერ სადავოდ გამხდარია ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც შპს „-----“ (ს/ნ ----- ) სადავოდ ხდის მხოლოდ ნაწილობრივ. კერძოდ, იგი არ ეთანხმება მუხლის ელასტიური დამჭერის, მუხლის სახსრის სამაგრის, მუხლის კვირისტავის სამაგრის, ცერა თითის სამაგრის, მუხლის ელასტიური დამჭერის და წელის კორსეტის „6307 90 980 00“ სეს ესნ-ის კოდში კლასიფიცირებას.
ექსპერტის მიერ განხორციელდა საქონლის დათვალიერება და შესწავლა, ასევე თავისუფალ წყაროებზე განთავსებული ინფორმაციის ანალიზი, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ სადავო პოზიციებზე არსებული საქონელი წარმოადგენდა ძირითადად ელასტიური ტექსტილის მასალისგან დამზადებულ დამჭერებსა და სამაგრებს, რომელიც შექმნილია სხეულის ნაწილების მხარდაჭერის, ფიქსაციისა და კომფორტის შექმნის მიზნით ყოველდღიური გამოყენებისთვის.
ამასთან დადგენილია, რომ წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით საქონელი არ მიეკუთვნება ინდივიდუალურად დამზადებულ ან სპეციალური სამედიცინო დანიშნულების ორთოპედიულ სამარჯვებს.
გამომდინარე აქედან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის N 21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად, საქონელი სწორად კლასიფიცირდა „6307 90 980 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქონლის „საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად კლასიფიცირება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან და არ არსებობს საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის სისწორეში ეჭვის შეტანის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქონლის „6307 90 980 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი თხოვს ექსპერტიზის დასკვნის ნაწილობრივ გაუქმებას, საკითხის ხელახლა შესწავლას და სეს ესნ-ის 90211010000 კოდის შეცვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქონლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ იგი წარმოადგენს ელასტიურ დამჭერებსა და სამაგრებს სხეულის მხარდაჭერისთვის და არ მიეკუთვნება სპეციალურ ორთოპედიულ საშუალებებს, რის გამოც დაკლასიფიცირდა ტექსტილის სხვა მზა ნაწარმად.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქონლის „6307 90 980 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 35; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის N 21 ბრძანება;.