ბრძანება N 21245

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.08.2023
№ დოკუმენტი 21245
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21245

30 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 15 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 15 აგვისტოს №83066/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №066-7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით იჯარით აღებულ ავტომობილებში საწვავის გამოყენების რეალიზაციაში ასახვა არასწორია. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტში ელექტრონულად გადაგზავნილია ყველა ცხრილი და გაანგარიშება, სადაც ზუსტად არის ასახული გადაზიდვის მანძილი და გამოყენებული საწვავის რაოდენობა, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა წარდგენილი მონაცემები, მანძილის და საწვავის წვის შესახებ. გადამხდელი განმარტავს, რომ წარდგენილ ცხრილებში ნათლად არის დაფიქსირებული მანძილი ობიექტებს შორის, მანქანის მარკა, 100 კმ-ზე წვის ოდენობა, ხოლო საწვავის შეძენა განხორციელებულია სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა არ შეისწავლა და არ გაანალიზა გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემები, ასევე, დასკვნაში არ დაუფიქსირებია თუ რომელი მანძილი იყო მეტი ან ნაკლები, ან წვის რა ნორმები გამოიყენა, ზოგადად დასკვნაში მიუთითა საგადასახადო შემოწმების აქტიში დაფიქსირებულის იდენტური პოზიცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 იანვრის №1239 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 ივლისის №23343 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 იანვრის №1239 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 4 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 ივლისის №066-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 იანვრის №1239 ბრძანების შესაბამისად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საწვავის გახარჯვის ცხრილი, კერძოდ: გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ცხრილში ასახულია გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მარშრუტების შესაბამისად (გავლილი მანძილით) გახარჯული საწვავის სავარაუდო ოდენობა. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა გარკვეული უზუსტობები, კერძოდ: წარმოდგენილ ცხრილში ასახულია ის სასაქონლო ზედნადებები, რომელიც გამოწერილია საწვავის შეძენის პერიოდამდე, გადამხდელის წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის დაფიქსირებული მანძილი (გადამხდელის ცხრილის შესაბამისად) რიგ შემთხვევებში აღემატება, ხოლო რიგ შემთხვევაში ნაკლებია მითითებულ პუნქტებს შორის შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებულ მანძილებთან შედარებით. შემოწმების მიერ განხორციელდა ალტერნატიული გაანგარიშება გადამხდელის მონაცემებზე დაყრდნობით, თუმცა მიღებული შედეგებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადააგარიშებას/შემცირებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. შემოწმების მიერ წარმოდგენილი ცხრილების (წარდგენილ ცხრილში ასახული იყო გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მარშრუტების შესაბამისად (გავლილი მანძილით) გახარჯული საწვავის სავარაუდო ოდენობა) შესწავლის შედეგად გამოიკვეთა გარკვეული უზუსტობები, კერძოდ: ცხრილში ასახულია ის სასაქონლო ზედნადებები, რომელიც გამოწერილია საწვავის შეძენის პერიოდამდე, გადამხდელის წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის დაფიქსირებული მანძილი რიგ შემთხვევებში აღემატება, ხოლო რიგ შემთხვევაში ნაკლებია მითითებულ პუნქტებს შორის შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებულ მანძილებთან შედარებით. შემოწმების მიერ განხორციელდა ალტერნატიული გაანგარიშება გადამხდელის მონაცემებზე დაყრდნობით, თუმცა მიღებული შედეგებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საწვავის გახარჯვის ცხრილი, კერძოდ: გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მარშრუტების შესაბამისად გახარჯული საწვავის სავარაუდო ოდენობა. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა გარკვეული უზუსტობები, წარმოდგენილ ცხრილში ასახულია ის სასაქონლო ზედნადებები, რომელიც გამოწერილია საწვავის შეძენის პერიოდამდე, გადამხდელის წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის დაფიქსირებული მანძილი რიგ შემთხვევებში აღემატება, ხოლო რიგ შემთხვევაში ნაკლებია მითითებულ პუნქტებს შორის შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებულ მანძილებთან შედარებით. შემოწმების მიერ განხორციელდა ალტერნატიული გაანგარიშება გადამხდელის მონაცემებზე დაყრდნობით, თუმცა მიღებული შედეგებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადააგარიშებას/შემცირებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304(21)