გადაწყვეტილება №27253/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27253/2/2026
03 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 28.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27253/2/2026).
დავის საგანი:
ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.03.2026 წლის №004954 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 31.03.2026 წლის №7289 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 8 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2.03.2026 წელს შპს „---“ -ის მიმართ შედგენილი №004954 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.03.2026 წლის 7289 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს. საბჭო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და არა საგადასახადო კანონმდებლობით განსჯად საკითხებს. სადავო საკითხი არ წარმოადგენს საგადასახადო დავას და შესაბამისად, მოთხოვნის საგანი არ არის დავის განმხილველი ორგანოს განსჯადი საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი საგადასახდო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას 2023 წლიდან - 2026 წლის 19 თებერვლამდე ახორციელებდა მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე, შესაბამისად დარღვეულია ,,მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც (8 სხვადასხვა მისამართზე მესამე პირების მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობისათვის) საწარმოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 8 000 ლარის ოდენობით (თითოეულ გაზგასამართ სადგურზე 1000 ლარის ოდენობით).
გადაწყვეტილება
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს. საბჭო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და არა საგადასახადო კანონმდებლობით განსჯად საკითხებს. სადავო საკითხი არ წარმოადგენს საგადასახადო დავას და შესაბამისად, მოთხოვნის საგანი არ არის დავის განმხილველი ორგანოს განსჯადი საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი საგადასახდო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 ბ.